ჭდე: პრემიერლიგა

Home პრემიერლიგა
პელეგრინი ჩაქუჩი აღარ არის
ჩანაწერი

პელეგრინი ჩაქუჩი აღარ არის

„ლესტერთან” 1:2 დამარცხებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა” მანუელ პელეგრინი მოხსნა. 66 წლის ჩილელი მწვრთნელი პრობლემების წინაშე იდგა. მის სამსახურიდან გაშვებაზე უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად ლაპარაკობდნენ. ახლა „ჩაქუჩები” ცხრილში გასავარდნთა ზონას მხოლოდ ერთი ქულით აღემატებიან. „ვესტ ჰემს” ერთდროულად ორი თავმჯდომარე განაგებს. ისინი არიან დევიდ სალივანი და დევიდ გოლდი, რომელთაც გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. სალივანმა თქვა: „ამ ნაბიჯს...

გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია
ჩანაწერი

გიჟური თამაში და გვარდიოლას კაპიტულაცია

დრამატული თამაში გამოუვიდათ „ვულვერჰემპტონსა” და „მანჩესტერ სიტის”. „ვულვზმა” მოიგო 3:2, არადა 0:2-ს აგებდა. ეს ჯერ კიდევ არაფერი. შეხვედრა იმით დაიწყო, რომ მე-12 წუთზე მსაჯმა მარტინ ატკინსონმა „სიტის” მეკარე ედერსონი გააძევა. მიზეზი: პორტუგალიელი დიოგო ჟოტა მასთან პირისპირ შევიდა, ბურთი თავზე გადაუგდო და… შთამბეჭდავად წაიქცა. თავდამსხმელსა და გოლკიპერს შორის მცირე კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ კაცმა არ იცის,...

შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)
ჩანაწერი

შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)

„ბოქსინგ დეიზე” „ლივერპულმა” „ლესტერს” სტუმრად 4:0 მოუგო. ანგარიში შთამბეჭდავია, „ლივერპული” კი ძლიერი, მაგრამ 71-ე წუთამდე (ანუ სანამ შეხვედრის დასრულებამდე 19 წუთი დარჩებოდა) მხოლოდ 1:0 იყო. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია იმ მომენტისთვის პრემიერშიფის ლიდერსა და მის უახლოეს მდევარზე. სხვა სიტყვებით, მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების იმედი ჯერ კიდევ უღვიოდათ. და სწორედ ამ დროს „ლესტერის” კარში დაინიშნა პენალტი, რომელმაც...

არსენალის გვარდიოლა
ჩანაწერი

არსენალის გვარდიოლა

„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ბორნმუთში, „დინ კორტზე”, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე, ზუსტად პეპ გვარდიოლასავით ჩაცმული მივიდა. არტეტა „მეთოფეთა” მწვრთნელად გასულ კვირას დაასახელეს, მანამდე კი „მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას თანაშემწე იყო. ეს ამბავი ყველაზე ადრე ფანებმა შეამჩნიეს და ატყდა დიდი პოსტვა სოციალურ ქსელებში. „ხალხო, ზუსტად გვარდიოლასავით ჩაცმა რასაც უნდა ნიშნავდეს, ალბათ გასაგებია… ეტყობა...

არტეტა ფინტების წინააღმდეგ
ჩანაწერი

არტეტა ფინტების წინააღმდეგ

„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუბრაზდა. მოთამაშეებმა ის ფინტებით გააღიზიანეს. შეგახსენებთ, რომ ესპანელის ხელმძღვანელობით „მეთოფეები” პირველად ხვალ, „ბოქსინგ დეიზე”, ანუ შობის მეორე დღეს ითამაშებენ. ეს ბორნმუთში მოხდება. მოკლედ შეგახსენებთ იმასაც, რომ „ემირეით სთედიუმზე” არტეტამ უნაი ემერი შეცვალა. გასულ შაბათს ის ლივერპულის „გუდისონ პარკზე” „ევერტონისა” და „არსენალის” თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ეს გახლდათ დროებითი მწვრთნელის...

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!
ჩანაწერი

ლონდონში (თბილისში) შუქი არ არის!

ო, იესპიენო, ქართველი ქომაგის ერთგულო მეგობარო. ფეხბურთის მოყვარული კაცი ბევრ რასმეს გაპატიებს, იმასაც კი, რომ როცა ნაღდი დიდი ფეხბურთი გაქვს გამოცხადებული, კრიკეტის ლაივს დაგვაჯახებ, კალიფსოს სერიას ან რაღაც ეგეთს. განა არ ვიცით? ხალხში აზიურ ვერსიას გეძახიან, ჰინდუსტანს კი ფეხბურთზე ათასჯერ მეტად უყვარს ეს გრძნეული სიკტაფელობა. ამიტომაც გპატიობთ, რადგან საფეხბურთო ამბავში მაინც ჩვენი პატრონი და მეოხი...

ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი
ჩანაწერი

ლივერპულზე მეოცნებე ევერტონის მწვრთნელი

კარლო ანჩელოტი „ევერტონის” მწვრთნელი გახდება, არადა მერსისაიდური კლუბებიდან იტალიელს „ლივერპულის” სათავეში ჩადგომა ერჩივნა; ცხადია, ახლა კი არა, რამდენიმე წლის წინ. „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „პარი სენ ჟერმენის”, „რეალის”, „ბაიერნისა” და „ნაპოლის” ყოფილ თავკაცს „გუდისონ პარკზე” ამ დღეებში წარადგენენ. 60 წლის მწვრთნელი „ნაპოლიდან” სულ ათიოდ დღის წინ გაუშვეს. ყველაზე უცნაურად ის ჩანს, რომ ის ჩემპიონთა...

პოჩეტინომ რეალს უარი უთხრა
ჩანაწერი

პოჩეტინომ რეალს უარი უთხრა

მაურისიო პოჩეტინო „რეალის” მწვრთნელი არ გახდება, რადგან „მანჩესტერ სიტის” თავკაცობა სურს. ეს, თითქოსდა ძნელად დასაჯერებელი წინადადება ინგლისურმა „სანმა” დაწერა და მიაწერა სიტყვა ექსკლუზივი ანუ ყველაფერი სწორედ ასე რომ არის, პირველმა მხოლოდ მე შევიყვეო. წინადადება ძნელი დასაჯერებელი იმიტომ არის, რომ ორივე ზემონახსენებ გუნდს ჰყავს მწვრთნელი და მერე როგორი — „რეალს” ზინედინ ზიდანი, ხოლო „მანჩესტერ სიტის” პეპ გვარდიოლა....

უღირს არტეტას?
ჩანაწერი

უღირს არტეტას?

არის კი მიკელ არტეტა „არსენალის” მწვრთნელობისთვის შესაფერისი? — ეს გახლდათ კითხვა, რომელიც ორსაათნახევრიანი გასაუბრების შემდეგ ჯოშ კრონკის მაინც არ ასვენებდა. მაგრამ ჩრდილოლონდონური კლუბის მთავარ მეწილეზე მეტად იგივე კითხვა ტვინს თავად მიკელ არტეტას უღრღნიდა: არის კი „არსენალი” ის კლუბი, სადაც დღეს მე მწვრთნელად უნდა მივიდე? 37 წლის ესპანელი ცხადია ნათლად ხედავს, თუ რა დღეშია „არსენალი” უნაი ემერის...

დე ბრუინმა არსენალი გააანალიზა
ჩანაწერი

დე ბრუინმა არსენალი გააანალიზა

„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა ახსნა, თუ რატომ დამარცხდა გუშინ, მათთან შეხვედრაში, „არსენალი” ასე ულაპარაკოდ — 3:0. კვირა საღამოს დე ბრუინი დიდებული იყო. მან „ქალაქელთა” სამი გოლიდან ორი თავად გაიტანა ხოლო მესამე ეპიზოდში რაჰიმ სტერლინგს გაუწია ასისტენტობა. თავისი ორი გილიდან ბელგიელმა ერთი მარცხენა ფეხით შეაგდო, მეორე კი მარჯვენათი. „ლონდონელთა თავდამსხმელები ცდილობდნენ წნეხის ქვეშ ვყოლოდით,...