იურგენ კლოპმა „ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა. გერმანელ მწვრთნელს სწამს, რომ მისი ახალი ხელშეკრულება კლუბს საზაფხულო ტრანსფერებში დაეხმარება, თუმცა პირველი ახალწვეული „ენფილს როუდზე” იანვარშივე გამოჩნდება. ის გახლავთ „ზალცბურგის” 24 წლის გარემარბი, იაპონელი ტაკუმი მინაიმინო. კლოპმა ბოლო ორ წელიწადში „ლივერპული” პირველობის ზღვართან მყოფი გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად აქცია, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ტიტულის...
ჭდე: პრემიერლიგა
გვარდიოლა ქეიფში მარტო წავიდა
შარშან ამ დროს პეპ გვარდიოლა გაბრაზდა. მიზეზი: „სიტის” მანჩესტერის Great Northern Warehouse-ში (ჩრდილოეთის დიდი საწყობი — თბილისური „ფაბრიკის” ტიპის გასართობი ცენტრი, რომელიც ადრე მართლა საწყობი იყო) საკლუბო ქეიფი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელებმა იქ რომ მოათავეს, ახლომახლო ბარებს მოედნენ და გადააბეს. ამას მოჰყვა მეორე დღეს, ვარჯიშზე, ნაბახუსევ მოთამაშეთა დასიებული სახეები და ორი მარცხი — მალევე „კრისტალ პალასთან”,...
დაჭერობანა ლონდონში
„ევერტონი” ძალიან მოწადინებულია. ლივერპულელთა უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს ძალიან უნდა სამსახურში „ნაპოლის” მიერ ახალგაგდებული კარლო ანჩელოტი რომ აიყვანოს და ჩქარობს, რათა „არსენალმა” არ დაასწროს. შეგახსენებთ, რომ 60 წლის ანჩელოტიმ „ნაპოლი” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, მაგრამ სერია A-ში ცუდი შედეგების გამო იტალიურმა კლუბმა ის მაინც გაათავისუფლა თანამდებობიდან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ „რეჯანას”, „პარმას”, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”,...
როგორ გავარჩიოთ მაიმუნობა და ჯიბეში ხელის ჩაწყობა? (video)
„მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის” აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელს, ბრაზილიელ ფრედს თითქოსდა მაიმუნის ჟესტებით დასცინოდა, ამბობს, რომ სულაც არ არის რასისტი. შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი შაბათს, მანჩესტერული დერბის დროს მოხდა. სტუმარმა „იუნაიტედმა” „სიტის” 2:1 მოუგო. ფანი, რომელიც ვიდეოჩანაწერში მოხვდა და მას მანჩესტერის რეგიონის პოლიციამ მიაგნო ყოფილა მავანი ენტონი ბარკი, რომელიც სამშენებლო კომპანია „კირ გრუპმა” სამსახურიდან...
საფოსტო ყუთების ამბავი
გუშინ, მანჩესტერულმა დერბიმ მორიგი რასისტული გამოხდომების და გარჩევების ფონზე ჩაიარა — „იუნაიტედმა” „სიტის” „ეტიჰედზე” 2:1 მოუგო. ამჯერად, რასისტი ფანების შეურაცხყოფის ობიექტები „იუნაიტედის” მოთამაშეები იყვნენ. კერძოდ, „სიტის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ რიცხვში ფრედს მაიმუნივით დაუწყო გამოჯავრება. სხვებმა კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ ფეხბურთელს სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს. „მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და...
იოზილის განრისხება
არა და არ დაადგა საშველი „არსენალის” კრიზისს. გუშინ, „ემირეით სთედიუმზე” „მეთოფეებმა” „ბრაიტონთან” წააგეს 1:2 და ეს გერმანელი ვეტერანისთვის, მესუთ იოზილისთვის, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ყველაზე მძაფრად მან გამოხატა თავისი სიბრაზე. ამ თამაშამდე „არსენალს” ზედიზედ რვა შეხვედრა არ ჰოქონდა მოგებული. „ბრაიტონმა” კი, როგორც გითხარით, ჩრდილოლონდონელებს მორიგი წარუმატებლობის დღე გაუთენა. ანგარიში ბრაიტონელმა ადამ ვებსტერმა გახსნა, რასაც არგენტინელმა „მეთოფემ”...
ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”
ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა. და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით. ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი...
ოლე ჟოზესა და პეპის მოლოდინში
ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, თუ ამ კვირაში „ტოტენჰემთან” და „სიტისთან” წავაგებთ, იცოდეთ, მომხსნიანო. დღეს, პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეცხრე ადგილზეა. მისი მდგომარეობა ბოლო ტურში „ასტონ ვილასთან” შინ ნათამაშებმა 2:2-მა დაამძიმა და სოლსკიაერის გუნდში დარჩენა-არდარჩენაზეც კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. ამრიგად, სულშერმა ფეხბურთელების მოტივაციის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. მან ბიჭები შეკრიბა და შეახსენა, რომ ოთხშაბათს,...
თუ დელე ხარ, დელე იყავი
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელად გატარებულ პირველ დღეს ჟოზე მოურინიუმ დელე ალი გაიხმო და ჰკითხა, ძველებურად მაგარი რატომ აღარ ხარო. „მე მას ველაპარაკე, — უამბო შემდეგ პორტუგალიელმა ჟურნალისტებს, — ვკითხე, შენ დელე ხარ თუ დელეს ძმა მეთქი. მიპასუხა, დელე ვარო. ძალიან კარგი, მაშინ დელესავით ითამაშე მეთქი”. დრო გვაჩვენებს, როგორ უპასუხებს ამ ფსიქოლოგიურ სვლას 23 წლის ფეხბურთელი. თუმცა,...
მოურინიუ და ბევრი ფული
ინგლისი „ტოტენჰემის” ამბებზე გადაირია. ჩრდილო ლონდონელების თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ მრავალი დამსახურების მქონე მაურისიო პოჩეტინო გაუშვა და მის ადგილას ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. ბრიტანული მას-მედია ამ ამბავს ათასი კუთხით აშუქებს. ასე მაგალითად, წერენ, რომ მოურინიუ პოჩეტინოზე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს — წელიწადში 15 მილიონ გირვანქას. 56 წლის პორტუგალიელმა „სფურზთან” სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. „დეილი მეილი” ამბობს, რომ ეს...









