„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან...
ჭდე: ოლე გუნარ სულშერი
ოლე გუნარ მოურინიუ და ერის გამამხნევებელი მატჩი
ტრადიციულად, ინგლისური სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაა. ამჯერად, ეს დაპირისპირება ჩვეულებრივზე მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან ლიდერი ჩემპიონს ხვდებოდა. დაამატეთ ამას ლოზუნგი, რომ covid 19-ის ეპოქაში ფეხბურთი არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ის ერს ამხნევებს და მიიღებთ სანახაობას, რომელსაც ბრიტანეთში ასე ძალიან ელოდნენ და რომელმაც, თუ პრესას თვალს გადავავლებთ, არ გაამართლა. „ენფილდზე”,...
ომი ინგლისთან
ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის „რეალი“ ინგლისურ კლუბებთან „იომებს“. ბრიტანული მედია წერს, რომ ესპანელები სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა ბრძოლას მოუგებს. მიუნხენის „ბაიერნის“ უნივერსალი დავიდ ალაბა „ლივერპულს“ სურს, მაგრამ გარდიანის ინფორმაციით, მერსისაიდელებს ავსტრიელი მცველის დამატების შანსი არ აქვს, ვინაიდან ალაბასა და „რეალის“ 4-წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმდა. „რეალს“ არც „სევილიას“ ჯულს კუნდე ავიწყდება,...
პრემიერლიგაში ინტრიგა გაიზარდა
ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე. თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი...
მანჩესტერელთა შეკვეცილი დღესასწაული
დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია. ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების...
კავანი შეეძლოთ გაეძევებინათ
მართალია, „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში „ევერტონს” 2:0 მოუგო და პირველი გოლი ურუგვაელმა ვეტერანმა ედინსონ კავანიმ გაიტანა, მაგრამ თავად კავანი გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ის მასპინძელთა კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს იარი მინას ყელში სწვდა და მოედანზე წააქცია, რაც ქვემოთ, ვიდეოზე კარგად ჩანს. არბიტრი გახლდათ ენდი მედლი. მოგეხსენებათ, „კარაბაოს თასს” ვიდეორეფერი არ ემსახურება და...
სულშერისთვის საუკეთესო თამაში
„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდის მიერ, ცოტა არ იყოს ერთფეროვან მანჩესტერულ დერბიში, ნაჩვენები ფეხბურთი იყო საუკეთესო — ასე, „სიტისთან”, რაც მე მწვრთნელი ვარ, არ გვითამაშიაო. შეხვედრა დასრულდა 0:0. სულშერის ნათქვამი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან გასულ სეზონში მისმა გუნდმა „ხმაურიანი მეზობლები” სამჯერ(!) დაამარცხა. ნორვეგიელი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პეპ გვარდიოლას ერთ...
მანჩესტერის კანდიდატებში ცვლილებაა
აგერ, გუშინ, ბრიტანულმა მედიამ, გაემზადეთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელად მაურისო პოჩეტინო მიდისო და… დღეს, უკვე ESPN-მა, დიდი შანსია „იუნაიტედი“ იულიან ნაგელსმანმა გაწვრთნასო. თავადვე წერენ, 33 წლის გერმანელი სპეციალისტის ინტერესი კლუბიდან მიდისო… ასევე იყო საუბარი ბრენდან როჯერსზეც, მაგრამ იმასაც იუწყებიან, იმის მიუხედავად, რომ არასახარბიელო შედეგებია, კლუბი ჯერ მხარდაჭერას უცხადებს ოლე-გუნარ სულშერსო.
მანჩესტერში პოჩეტინოზე დაფიქრდნენ
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მწვრთნელის შეცვლაზე დაფირდნენ. მიზეზი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგებია. თუ Manchester Evening News-ს დავუჯერებთ, „წითელმა ეშმაკებმა“ რადარზე „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მონიშნეს. საქმე ის არის, რომ თავად არგენტინელსაც სურს მანჩესტერელთა გაწვრთნა და ამაზე 2019 წლის დეკემბერშიც საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ახლანდელ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლშიარს გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მხარს ბოლომდე...
პოგბას თავი ეზიზღება
პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”...





