რა უნდა ქნას მცველმა, თუკი ბურთი უკვე კარში მიდის, ის კი საჯარიმოს გარეთ იმყოფება – თავში ხელი შემოიკრას, ხელები ჩამოუშვას თუ პარტნიორებს დაუწყოს ყვირილი? სხვას შეიძლება რომელიმე ეს ვარიანტი აერჩია, მაგრამ არა ბერგამოელ ანდრეა მასიელოს. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ნეაპოლელი არკადიუშ მალიკის დარტყმის მომენტში ის საჯარიმოს წინ ნახევარწრეში იმყოფებოდა, მაგრამ ბურთს მაინც დაედევნა. შედეგად, მასიელომ...
ჭდე: მილანი
შევჩენკომ კალაძე სკამზე დატოვა
ანდრეი შევჩენკო ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და მისი მოსაზრება ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ყოველთვის ანგარიშგასაწევია. რამდენიმე დღის წინ შევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ ინტერნეტარხ DAZN-ს. ჟურნალისტმა ახლა უკვე უკრაინის ნაკრების დამეიგებელს სთხოვა, მისი დროის „მილანის“ საუკეთესო შემადგენლობა დაესახელებინა. შევჩენკოს რჩეული თერთმეტეული (4-4-2) ასე გამოიყურება: დიდა – კაფუ, ნესტა, კოსტაკურტა, მალდინი – გატუზო, პირლო, კაკა,...
ლურჯი გონსალო დღეს ვერ ითამაშებს
გონსალო იგუაინი „ჩელსიში” გადავიდა და აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე. ოთხშაბათს, დასავლეთ ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ 31 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მათი მოთამაშე გახდა. „ლურჯების” ახალმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა თქვა: „როდესაც „ჩელსისგან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის წინადადება მივიღე მივხვდი, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ეს ის კლუბია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, რომელსაც...
ძვირი კრიშტიანუ
მართალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კინაღამ „მილანის” ფეხბურთელი გახდა? მასიმილიანო მირაბელის მტკიცებით, სწორედაც ასე იყო. მირაბელი კი ივლისამდე მილანელთა სპორტული დირექტორი გახლდათ. მან „ტელელომბარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „რონალდუსთან და მადრიდის „რეალთან” ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის „მილანმა” ჩაშალა. ბოლო წამს კლუბმა მითხრა, რომ პორტუგალიელის გადმოსაყვანად ფული არ ჰყოფნიდა”. შესაბამისად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო...
როგორ მოატყუეს ზლატანი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „პარი სენ ჟერმენში” ოთხი წელიწადი გაატარა, 2012-დან 2016-მდე. ამ ხნის განმავლობაში მან პარიზელთა შემადგენლობაში, ყველა შეჯიბრებაში ერთად 156 გოლი გაიტანა. ასეთი სტატისტიკის შემყურე გულშემატკივარი იფიქრებს, რომ იბრას ფრანგულ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგ ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც შვედმა ახლახან გამოსცა (წიგნს ჰქვია „მე ვარ ფეხბურთი”) ძალიან საინტერესოდ არის მოთხრობილი ამბავი, თუ როგორ...
დერბი დელა მადონინა ფაბრეგასისთვის
„ჩელსიმ” შესაძლოა სესკ ფაბრეგასი უბრალოდ დაკარგოს, მის სანაცვლოდ ცენტიც კი ვერ მიიღოს — „მილანმა” მუდმივ კონკურენტ „ინტერს” სასურველი მოთამაშის ცხვირწინ აცლა მოუნდომა და საამისოდ პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. ფაბრეგასს კი დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, ზაფხულში ეწურება. კატალონიელი ჯერჯერობით ელოდება შესთავაზებენ თუ არა „ლურჯები” მის განახლებას. „ჩელსიდან” წასვლაზე კი საქმე ასეა: 31 წლის ნახევარმცველს იანვარში...
კურტუას ნაცვლად რეინა მიჰყავთ
პეპე რეინა „მილანიდან” „ჩელსიში” გადასვლასთან არის ახლოს. დასავლეთ ლონდონელები მას 9 მილიონ გირვანქად ყიდულობენ, რაც ევროებში 10,08 მილიონს უდრის. რამ გაახსენათ „ლურჯებს” 35 წლის ესპანელი მეკარე? საქმე ის არის, რომ მათი ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი და რეინა „ნაპოლიში” მუშაობდნენ ერთად. უცნაურია: „რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით „მილანში” ამ ზაფხულს მივიდა, მაგრამ გუნება ეცვალა და თავის ყოფილ მწვრთნელთან...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
სად არის პატრიკ კლუივერტი? ბოლო ცნობებით ის მილანში იყო, თუმცა, რას აკეთებდა იქ, არავინ იცის. მაშინ რატომ არის კლუივერტი მილანში? იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მატარებელი ვერ აირჩია. როგორ მოხვდა კლუივერტი მილანში? შემთხვევით. მან და მისმა ძმაკაცმა უინსტონ ბოგარდმა სამხრეთში დასვენება გადაწყვიტეს, მილანში ჩასულებმა კი გაარკვიეს ,რომ იქ კურორტი არ ყოფილა. სად არის ახლა ბოგარდი? ბოგარდი...
მილანმა საჯარიმოში ბურთი ვერ შეაგორა
სერია A-ს მეცამეტე ტურში, “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრას “გაძეტა დელო სპორტში” გამოქვეყნებული რეპლიკის გამო მივაქციეთ გამორჩეული ყურადღება, თორემ შაბათ საღამოს რომაული დერბიც იყო — “რომამ” “ლაციო” ასევე 2:1 დაამარცხა. რეპლიკის მთავარი წინადადება ასეთი გახლდათ: “ვინჩენცო მონტელას მოთამაშეები, პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს საერთოდ არ შეხებიან”. სხვა სიტყვებით, “როსონერიმ” ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ვერ...







