ფრანგული კლასიკო კვირას დიდ დაძაბულობას გვპირდება. ლიგა 1-ის 26-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის მეოხედფინალში ბრწყინვალედ გასული „პარი სენ ჟერმენი’’ „მარსელს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის გუნდს დედაქალაქის დასალაშქრად ადრიან რაბიო მოუძღვება. 2023 წელს „პარკ დე პრენსზე’’ „მარსელის’’ ფეხბურთელებს პარიზელი მაყურებელი ტრიბუნებიდან შეურაცხყოფას აყენებდა. Free Ligue 1-ის კამერებმა გადაიღო, თუ როგორ ყვიროდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები: „მარსელელებო, წადით, საკუთარი...
ჭდე: მარსელი
მარსელის პრეზიდენტი სექტემბრამდე დასჯილია
სადისციპლინო კომიტეტმა „მარსელის’’ პრეზიდენტსა და საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის ვიცე პრეზიდენტ ესპანელ პაბლო ლონგორიას შეღავათი არ გაუკეთა. არც იყო ღირსიო, წერს „პარიზიენი’’. შაბათს ოსერში თამაშის შემდეგ („მარსელმა’’ 0:3 წააგო) ლონგორიამ მსაჯებს კორუფციაში დასდო ბრალი და ლიგა 1-ს განავალი უწოდა, რის გამოც მას 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. სხვა სიტყვებით ლონგორიას სასჯელის მოხდა 2025-26 წლების სეზონის მეოთხე ტურამდე...
ბენასერი ბოლოს და ბოლოს მარსელში გადავიდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საღამოს, „მარსელმა’’ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „მილანიდან’’ 1 მილიონ დოლარად იჯარით ისმაელ ბენასერი დაიმატა. კონტრაქტში ჩაიწერა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბს ჩამშლელი ნახევარმცველის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. გათვალისწინებულია 3 მილიონიანი ბონუსიც. ბენასერი 27 წლისაა. მან 18 და 19-წლამდელებში საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა ეროვნულ გუნდად ისტორიული სამშობლოს ალჟირის ნაკრები აირჩია...
ცუდი გატუზო
„მარსელს” 2024 წელს თამაში არ მოუგია. ბოლო შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ 1:1 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცთან”. იტალიელ მწვრთნელს ცუდი შედეგები აქვს და როგორც ფრანგული პრესა წერს, 15 შეხვედრის ჯამში „მარსელის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა. Rmc Sport-ი წერს: „ეს იყო გატუზოს მორიგი იმედგაცრუება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 2014 წლის შემდეგ გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა,...
ახალი სკანდალი იტალიაში
იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი მწიფდება. საფეხბურთო კლუბების კომისიის ანგარიშის შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 2019-დან 2021 წლამდე განხორციელებულ 62 ტრანსფერს შეისწავლის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყურადღება კლუბების საეჭვო ტრანსფერებზეა გამახვილებული. მაგალითისთვის: 2021 წელს, „იუვენტუსმა“ მარლი აკე შეიძინა, რომლის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადა. იგივე თანხის სანაცვლოდ „იუვედან“ „მარსელში“ ფრანკო ტონჯა გადავიდა. სადღეისოდ, ტონჯა საფრანგეთის რანგით მეოთხე...
დიდი ჩხუბი ნიცაში
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით. შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს...
მივიდა, ნახა, გაიმარჯვა!
მაურისიო პოჩეტინომ მწვრთნელის კარიერა მეტად იღბლიანად განაგრძო. არგენტინელი „პარი სენ ჟერმენში” სულ სამი თამაშია რაც მივიდა და უკვე ჯილდო მოიგო — პარიზელებმა ლანსში მთავარი მოქიშპე, „მარსელი”, 2:1 დაამარცხეს და საფრანგეთის სუპერთასს დაეპატრონენ. არადა, როდესაც „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა, პოჩეტინომ, რომელიც ახლა 48 წლისაა, ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო. „მარსელთან” შეხვედრაში ანგარიში პსჟ-ს ახალი მწვრთნელის...
ერთი გადაფურთხება – ოთხი თამაში
ანხელ დი მარიას ალვარო გონსალესისთვის მიფურთხების გამო ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს საქციელი „პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა 13 სექტემბერს, „მარსელთან” შეხვედრის დროს ჩაიდინა. თამაში, რომელიც „პარკ დე პრენსზე” ჩატარდა, მოიგო „მარსელმა” 1:0. ადრეც მოგახსენეთ, რომ იმ მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში გუნდებს შორის ატყდა ჩხუბი. მსაჯმა ხუთი წითელი ბარათი ამოიღო. ერთ-ერთი მათგანი მასპინძელთა ბრაზილიელ ვარსკვლავ...
ნეიმარმა იაპონელს ჩინელი ეძახა
საფრანგეთის პირველობის მესამე ტურში პსჟ „მარსელთან“ 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთ-ერთი ეპიზოდი ჩხუბით გაგრძელდა და ხუთი გაძევებით დასრულდა. მარსელელებმა ბრალი დასდეს ნეიმარს, მატჩის მსვლელობისას ჩვენს იაპონელ ლეგიონერ ჰიროკი საკაის სულ „ჩასვრილ ჩინელს“ ეძახდაო. „მარსელის“ ხელმძღვანელობამ ვიდეომტკიცებულებაც წარადგინა და სპეციალისტიც იქირავა, რომელიც ტუჩების მოძრაობით კითხულობს ვინ რას ამბობს. შედეგად, ნეიმარმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. არადა, ბრაზილიელი იქით სდებდა...
ნეიმარსა ნეიმარისა
„მარსელის” მოთამაშის, ალვარო გონსალესისთვის თავში წარმორტყმის გამო „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ლიგა ერთმა, ამის პარალელურად დაიწყო გამოძიება, მართლა მიაყენა გონსალესმა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა თუ არა. ბრაზილიელი პსჟ-სა და „მეცის” შეხვედრას, რომელიც პარიზელებმა 1:0 მოიგეს, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” მატჩში, რომელიც პარიზში, ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრებმა...









