ესპანური და ინგლისური მედია წერს, რომ „ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის „რეალში” გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც 130 მილიონი ევრო ჯდება და რომელსაც საკუთრივ აზარის ხელფასად წელიწადში 23,4 მილიონი ევრო დაემატება. მაგრამ, ზინედინ ზიდანის გეგმას მარტო აზარის ყიდვა არ ჰყოფნის. „რეალის” ხარისხიანი რეკონსტრუქციისთვის მადრიდელებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაც სჭირდებათ. „თაიმის” თანახმად...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
დე ხეამ სულშერის გეგმები დახია
დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო შეთავაზებაზეც უარი უთხრა. ამით ესპანელმა მეკარემ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინგლისური კლუბის შეფებს აიძულებს ამ ზაფხულსვე გააყიდინოს თავი. თავის მხრივ „იუნაიტედმაც” პრინციპულობა გამოამჟღავნა — არ უღირს დე ხეა კვირაში 350 000 გირვანქად და მორჩა. სწორედ ამ გასამრჯელოს ითხოვდა მეკარე, რომელსაც სასურველ ხელფასს „პარი სენ ჟერმენი” ჰპირდება. პარიზელებს ასეთი გეგმა...
რეშფორდი ჭოჭმანობს
მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ იჩქაროს. ის ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ კლუბს მართლა შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში შესვლა. „ოლდ ტრეფორდზე” კი ცდილობენ, ინგლისის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი კიდევ ორი წლით დაიტოვონ. რეშფორდი, თავის მხრივ, ვერ შეგუებია ფაქტს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია. ახალგაზრდა, ამბიციურ პროფესიონალს...
ჩემპიონატი ლანძღვით დამთავრდა
იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ბრაიტონში ლამაზ-ლამაზი გოლებით 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, ლეგენდარულ „ოლდ ტრეფორდზე” „კარდიფ სიტისთან” 0:2 წააგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ორ მანჩესტერულ გუნდს შორის 32 ქულიანი განსხვავება ჩაიწერა, რაც „სიტისადმი” ტრადიციულად ირონიული „იუნაიტედისთვის” იოლი შესაგუებელი არ უნდა იყოს. „კარდიფთან” მწარე მარცხის შემდეგ მანჩესტერელთა...
ფეხბურთელთა ქიშპის მიზეზი
ალექსის სანჩისი და პოლ პოგბა — აი, ვინ ყოფილა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელთა განხეთქილებაში დამნაშავე. უფრო სწორად, დამნაშავე სანჩისისა და პოგბას პრემიები ყოფილა; ის უზარმაზარი თანხები, რომელთაც ამ ორს თითოეული გოლისა და საგოლე პასის გამო უხდიან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი, რომელმაც „იუნაიტედში” ვერ ივარგა და ამის მიუხედავად კვირაში 505 000 გირვანქას უხიდან, ყოველ გოლში...
გაისად ჩემპიონები ვერ გავხდებით
ოლე გუნარ სულშერმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს, სასწაული იქნებაო. ნორვეგიელი მწვრთნელის აზრით, ის 29 ქულა, რომელიც დღეს მის გუნდს „მანჩესტერ სიტისგან” აშორებს, ერთ წელიწადში ვერაფრით გაბათილდება. ამრიგად, შემდეგი სეზონი საძირკვლის ჩაყრისა იქნება, წარმატებებზე კი „ოლდ ტრეფორდის” საზოგადოებამ მომდევნო წლებში უნდა იფიქროს. სულშერმა თქვა: „ვფიქრობ, გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მომავალ...
ამათ გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ…
მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა… კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს...
უნიათო კაცების ჯგუფი
ყოფილმა ვარსკვლავმა, დღეს კი საფეხბურთო ტელემიმომხილველმა გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ჰადერსფილდის” საკვირაო 1:1-ის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ყოფილი გუნდის, „იუნაიტედის” თამაშში საინტერესო საერთოდ ვერაფერი დაინახა. ოლე გუნარ სულშერის ფეხბურთელებმა პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდი ვერ დაამარცხეს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის შანსი დაკარგეს — ინგლისის პირველობის დამთავრებამდე ერთი თამაშიღა დარჩა, „იუნაიტედსა” და მეოთხე პოზიციაზე მყოფ...
გუშინ იყო ჩემპიონატი
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქერინგტონის ბაზაზე პრემიერლიგის ბოლო ტურის მეორე დღეს დაიბარა. მიზეზი: მათ უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რამ განაპირობა სეზონის წარუმატებლობა. პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღაა დარჩენილი. ამ უქმეებზე მანჩესტერელები სტუმრად თამაშობენ „ჰადერსფილდთან”, ხოლო 12 მაისს, ბოლო დღეს, „კარდიფ სიტის” მასპინძლობენ. სეზონის დამთავრების მეორე დღეს თათბირის დანიშვნა ინგლისში უჩვეულო რამ არის. კლუბები,...
მოურინიუ: იურგენს საერთოდ არაფერი მოუგია
ჟოზე მოურინიუმ beIN Sports-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედში” ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც იურგენ კლოპს „ლივერპულში” ან პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში”. შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული” „ოლდ ტრეფორდიდან” 2018 წლის დეკემბერში დაიფრინეს. „იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ეს იმით ახსნა, რომ პორტუგალიელის ფილოსოფია მანჩესტერული კლუბისას არ ერგებოდა. და ახლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა” ბარსელონაში...
