ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
ასეთია და მორჩა!
ჩანაწერი

ასეთია და მორჩა!

ინგლისელმა ვეტერანმა და ტელემიმომხილველმა რიო ფერდინანდმა ფეხბურთელობის დროინდელი ამბავი გაიხსენა. ის კრიშტიანუ რონალდუს ეხება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” სიყმაწვილეში შეიძინა და ექვსი წლის შემდეგ „რეალს” უკვე სახელოვან მოთამაშედ მიჰყიდა. მადრიდელებმა მასში იმ დროისთვის გაუგონარი 94 მილიონი ევრო გადაიხადეს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი, ფერდინანდი ამბობს, რომ  პორტუგალიელის ბიჭიდან კაცად გარდაქმნა მის თვალწინ მოხდა და ამასი...

აუ!
ჩანაწერი

აუ!

ძალიან სახალისოდ დაწერა „სანმა”: „ეს, რა ხდება?! ამ სეზონში პროგნოზებს თავი დაანებეთ. კაცმა არ იცის რა იქნება. შეიძლება ჩემპიონი „ვესტ ჰემი” გახდეს. მეტიც, შეიძლება „შეფილდ იუნაიტედი” ცხრილში მაღლა ავიდეს. ეს გუნდი აშკარად „დიდ გაქცევას” (სერიალია) აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ გამარჯვებით — ეს მათი მეორე გამარჯვება იყო — გვირაბის თხრა უკვე დაიწყეს”. მწარე აუტსაიდერმა, „შეფილდ იუნაიტედმა”...

მამა კი ხელებს იფშვნეტს
ჩანაწერი

მამა კი ხელებს იფშვნეტს

„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს  — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან...

პოგბამ იუნაიტედი სათავეში დააბრუნა
ჩანაწერი

პოგბამ იუნაიტედი სათავეში დააბრუნა

„მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის სათავეში დაბრუნდა, „ფულემს” მოუგო 2:1. თავიდან აგებდა, მაგრამ ჯერ გაქვითა, 65-ე წუთზე კი ფრანგმა პოლ პოგბამ ისეთი გოლი გაიტანა, თქვენი მოწონებული. გოლს თავად 27 წლის ნახევარმცველმაც კი მშვენიერი უწოდა. „კრეივენ კოტეჯზე” გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედი” თანაქალაქელ „სიტის” 2 ქულით უსწრებს, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ფულემის” კარში შეგდებული გოლი პოგბასთვის ბოლო სამ...

ოლე გუნარ მოურინიუ და ერის გამამხნევებელი მატჩი
ჩანაწერი

ოლე გუნარ მოურინიუ და ერის გამამხნევებელი მატჩი

ტრადიციულად, ინგლისური სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაა. ამჯერად, ეს დაპირისპირება ჩვეულებრივზე მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან ლიდერი ჩემპიონს ხვდებოდა. დაამატეთ ამას ლოზუნგი, რომ covid 19-ის ეპოქაში ფეხბურთი არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ის ერს ამხნევებს და მიიღებთ სანახაობას, რომელსაც ბრიტანეთში ასე ძალიან ელოდნენ და რომელმაც, თუ პრესას თვალს გადავავლებთ, არ გაამართლა. „ენფილდზე”,...

ვინც რა უნდა, ის თქვას
ჩანაწერი

ვინც რა უნდა, ის თქვას

ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასთან გატოლების საშუალებას არ მისცემს — „ლივერპულმა” ამ სეზონშიც რომ მოიგოს ტიტული,  მანკუნიანელთა რეკორდს გაიმეორებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი გახდება. კვირას ეს გუნდები „ენფილდზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მანჩესტერელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა: „ვის უნდა, რომ მოქიშპე მის დონემდე ამაღლდეს ან ჯილდოების რაოდენობით გაუტოლდეს? არავის. ამიტომაც, ჩვენთან, კლუბში, გასახდელში, ყველასთვის ყველაფერი ნათელია....

რაღაცის დასაწყისი
ჩანაწერი

რაღაცის დასაწყისი

მარკუს რეშფორდი ამბობს, რომ ამ სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, ყველაფერი, ჩემპიონობის გარდა, წარუმატებლობა იქნება. „იუნაიტედი” კვირას „ლივერპულთან” სტუმრად თამაშობს და თუ მოიგებს, ჩემპიონს 6 ქულით გაასწრებს. რეშფორდმა თქვა: „ჩემპიონობას თუ შევძლებთ, დიდებული იქნება, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჩავატერთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა ის არ არის, რაც სეზონის წინ მიზნად...

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
ჩანაწერი

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება

„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ,...

ჩანაწერი

ფერგიმ „ფერგი თაიმს” უყურა

სერ ალექს ფერგიუსონი პირბადის მიღმა ალბათ იღიმებოდა… „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი იმ ყინვიან საღამოს სტადიონზე იყო და ცოცხლად ნახა, როგორ გაიტანა მეტოქის კარში გამარჯვების გოლი მარკუს რეშფორდმა ეგრეთწოდებულ „ფერგი თაიმში”. რეშფორდმა გოლი 90+3 წუთზე შეაგდო. არადა, საქმე 0:0-კენ მიდიოდა. გასაკვირი არც იყო, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ვულვერჰემპტონმა” ზეპირად ისწავლეს ერთმანეთი — გასულ სეზონში ოთხჯერ ითამაშეს....

ჩანაწერი

რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?

ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...