რამდენი ვწერეთ კრიშტიანუ რონალდუს ახალ მანჩესტერულ სახლ-კარზე, ის კი სხვაგან გადასახლდა. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე დილაობით სოფლის ცხვრები აღვიძებდნენ. 36 წლის ვარსკვლავმა ერთი შვიდსაძინებლიანი აგარაკი მეორე ასეთსავე აგარაკში გადაცვალა. თამაშებს შორის კარგი დასვენება მჭირდებაო. რონალდუს ახალი საცხოვრებელი 3 მილიონი გირვანქა ღირს. ადრე ის სხვა მანჩესტერელ ფეხბურთის ვარსკვლავს ეკუთვნოდა. გეხსომებათ, როდესაც კრიშტიანუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
რონალდუს საღამო ჩაუმწარეს
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი ისტორიული საღამო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ათი კაცით დარჩენამ და „იანგ ბოიზთან“ 1:2 წაგებამ დაჩრდილა. საღამო რონალდუსთვის ისტორიული იმიტომ იყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ის იკერ კასილიასს გაუტოლდა. მცირე ისტორიულ შედეგად კი ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა პორტუგალიელმა, ლიგის პირველსავე შეხვედრაში გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ თანამემამულის, ბრუნო ფერნანდეშის პასით მე-13 წუთზე...
მე მინდა ბედნიერი ვიყო!
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ მეორე დებიუტის წინა საღამოს ახალი თანაგუნდელებისთვის სიტყვით მიუმართავს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვედრა შაბათს, „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. „მანჩესტერმა“ მოიგო 4:1. კლუბის წევრმა, რომელიც რონალდუს მიმართვას ესწრებოდა, ამბავი გამოიტანა, რომ მას მწვრთნელებით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული ყველა გარინდული უსმენდა. „მე „მანჩესტერ იუნაიტედში ორი მიზეზით...
ჰოლივუდის სადარი დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას დიდი ხმაური ახლდა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეჭვი ეპარებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ პორტუგალიელის დებიუტი ამხელა აჟიოტაჟის შესაფერისი ვერ იქნებოდა და შაბათ საღამოს გარდაუვალი იმედგაცრუების წამს ელოდნენ, მაგრამ მათ რონალდუ არ ცოდნიათ. მსოფლიო ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა ჰოლივუდის დარი საღამო ოსკაროსნის ბრწყინვალებით დაამშვენა — „ნიუკალს იუნაიტედის“ კარში პირველი ორი გოლი შეაგდო და ფრთაშესხმულ...
რონალდუს დებიუტი 18 წლის წინ
დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუს დებიუტს ელოდებიან და 2003 წლის ამბავს იხსენებენ, როდესაც 18 წლის პორტუგალიელმა პირველად ითამაშა ამ კლუბის მაისურით „ბოლტონის“ წინააღმდეგ. იმ თამაშში რონალდუმ კამერუნელ ერიკ ჯემბა-ჯემბასთან ერთად შედგა მოედანზე ფეხი. ჯემბა-ჯემბაც პირველად თამაშობდა მანჩესტერული გუნდის სახელით. ჯემბა-ჯემბა დღეს 40 წლის არის და იგონებს: „კრიშტიანუს და მე „ბოლტონთან“ ერთად გვქონდა დებიუტი. იმ...
რონალდუს პირველი ვარჯიში მანჩესტერში
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრს დაუბრუნდა. მან, ირლანდიასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, წუხელ აზერბაიჯანისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა გამოტოვა და საკლუბო საქმეებს მიხედა. ქერინგტონში, სადაც კრიშტიანუმ ბოლოს 2009 წელს ივარჯიშა, მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონის ნაცვლად ყოფილი თანაგუნდელი ოლე გუნარ სულშერი შეეგება. სანამ 36 წლის ვარსკვლავი სანაკრებო თამაშების პერიოდში...
გაზს ფეხი აუშვი, კრიშტიანუ!
სუპერმანქანების მოყვარული კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის იმ სოფელში, სადაც მისი ახალი, მდიდრული სახლ-კარი მდებარეობს, საათში 20 მილზე (32 კმ/სთ) სწრაფად ვერ იქროლებს. ასეთია შეზღუდვა. 36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მანჩესტერში წინა კვირას ჩავიდა და 6 მილიონად შეფასებულ აგარაკზე დასახლდა. სოფელს, სადაც რონალდუს და არა მარტო მისი მდიდრული საცხოვრებელი მდებარეობს, საკმაოდ ფართე გზა სდევს საიმისოდ, რომ სწრაფი ტარების...
კრიშტიანუ მანჩესტერშია და დაბინავდა
ფეხბურთის მეგავარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და მრავალ მილიონად ღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში დაბინავდა. აეროდრომზე მას „იუნაიტედის“ წარმომადგენლები და დაცვის სამსახური დახვდნენ. თვითმფრინავიდან ის პირდაპირ აგარაკისკენ გაეშურა, რომელისაც შვიდი საძინებელი აქვს. მდიდრულ კომპლექსში აგრეთვე შედის მაღალი ტექნოლოგიებით მოწყობილი ფიტნესის კომპლექსი, საცურაო აუზი და ჯაკუზი. ეს კრისს შინაც მისცემს ვარჯიშის და დასვენების შესაძლებლობას. მას შეეძლება...
რონალდუ გინესის რეკორდსმენია
მოგეხსენიბათ, კრიშტიანუ რონალდუს დუბლმა პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან 2:1 მოაგებინა. ეს 36 წლის ფორვარდის 110-ე და 111-ე სანაკრებო გოლები იყო. რონალდუმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, რაც “გინესის რეკორდების წიგნშიც” აისახა და ფეხბურთელს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. “მადლობა გინესის რეკორდების წიგნს. სასიამოვნოა, როცა მსოფლიოს რეკორდსმენად გაღიარებენ. ახლა უფრო შთამბეჭდავი რიცხვების მიღწევას შევეცდები” — განაცხადა თავად ფეხბურთელმა....
ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები
„რეალს“ ახალი გალაქტიკოს შექმნა გადაუწყვეტია: სურს ერთი წლის შემდეგ გუნდში კილიან მბაპეც ჰყავდეს და ერლიგნგ ჰოლანდიც. „რეალისა“ და მბაპეს ისტორია მოგეხსენებათ: მადრიდელებს ამ ზაფხულს 22 წლის ფრანგის შეძენა სურდათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. პარიზელებმა მსოფლიოს ჩემპიონი 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდეს. ამის მიუხედავად, მათ თავდამსხმელთან განშორება წლეულს ალბათ მაინც მოუწევთ. მიზეზი...









