რონალდუ გინესის რეკორდსმენია

Home კატეგორიის გარეშე რონალდუ გინესის რეკორდსმენია
რონალდუ გინესის რეკორდსმენია

მოგეხსენიბათ, კრიშტიანუ რონალდუს დუბლმა პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან 2:1 მოაგებინა. ეს 36 წლის ფორვარდის 110-ე და 111-ე სანაკრებო გოლები იყო. რონალდუმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, რაც “გინესის რეკორდების წიგნშიც” აისახა და ფეხბურთელს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

“მადლობა გინესის რეკორდების წიგნს. სასიამოვნოა, როცა მსოფლიოს რეკორდსმენად გაღიარებენ. ახლა უფრო შთამბეჭდავი რიცხვების მიღწევას შევეცდები” — განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

და ბარემ ერთი ახალი ამბავიც: რონალდუმ მისი საყვარელი N7 დაიბრუნა. სეზონის მსვლელობისას ნომრების შეცვლა საკმაოდ პრობლემურია, მაგრამ დენიელ ჯეიმსის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ლიდსში” გადასვლის შემდეგ N21 გათავისუფლდა. ჯეიმსის ნომერი ედინსონ კავანიმ აიღო, N7 კი რონალდუს დაუთმო.

ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას: “ლეგენდა დაბრუნდა!”

 

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".