„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალიდან „მიდლსბრომ“ გააგდო. ბევრის აზრით ამაში სხვა მიზეზებთან ერთან როლი უსამართლობამაც ითამაშა. საქმე ის არის, რომ ჯეიდონ სანჩოს მიერ 25-ე წუთზე გატანილ გოლს, მეტ კრუკსმა 64-ე წუთზე უპასუხა გოლით, რომელიც შარშანდელი წესებით არ უნდა ჩათვლილიყო. კრუკსს საგოლე პასი მიაწოდა დანკან უოტმორმა, მან კი საჯარიმო მოედანში ბურთი ხელით დაამუშავა. მსაჯ ენტონი...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
ლინგარდი რანგნიკზე გაბრაზდა
ჯესი ლინგარდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რალფ რანგნიკის ნათქვამზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა. გერმანელმა თქვა თითქოს ის ორდღიან დასვენებას ითხოვდა. ლინგარდი ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება; „იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს და ამის მიუხედავად კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არც „ნიუკასლ იუნაიტედში“ გაუშვა და არც „ვესტ ჰემში“. ლინგარდი 29 წლისაა. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, მოედანზე სულ 88...
გრინვუდს საკნიდან არ უშვებენ
მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური უნდა იყო კაცი, რომელსაც კვირაში 75 000 გირვანქას გიხდიან, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, მთელი ქვეყანა გიცნობს, უყვარხართ და თავს ისეთ დღეში იგდებ, რომ აგერ უკვე სამი დღეა გისოსებს მიღმა ზიხარ; ვექილებს გარეთ ვერც კი გამოჰყავხართ, დაკითხვებზე შინიდან რომ იარო. 20 წლის მეისონ გრინვუდზე მოგახსენებთ, რომელიც კვირას გაუპატიურებისა და ძალადობის ბრალდებით აიყვანეს. ბოლო...
კარნა ოლეს ასულის დებიუტი
ოლე გუნარ სულშერი ამაყია: მისმა ქალიშვილმა კარნამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქალთა გუნდში ითამაშა. კარნას დებიუტი ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „ბრიჯვოთერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა. კარნა სულშერი მწვრთნელმა მარკ სკინერმა მოედანზე 87-ე წუთზე შეუშვა, როდესაც „იუნაიტედი“ 2:0-ს იგებდა და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო. მატჩს ესწრებოდნენ მამა ოლე და დედა სილიე. თავად კარნა 19 წლის არის. სტატისტიკოსებმა უცბად დაადგინეს, რომ...
მეისონ გრინვუდი დაიჭირეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებისა ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ 20 წლის თავდამსხმელი წინასწარი პატიმრობის საკანშია. ბრალდებათა შესახებ კვირას დილით გახდა ცნობილი. ფეხბურთელის დასაჭერად დიდ მანჩესტერში ანუ ჩვენებურად ქალაქს მიერთებულ დასახლებაში, რომელსაც ბოუდონი ჰქვია, პოლიციის მანქანები და ესკორტი მივიდა. დაცვა, რომელიც ფეხბურთელს სავარაუდოდ კლუბმა მიამაგრა, მეზობლად მდებარე მშობლების სახლში იყო. დაცვის თანამშრომლებმა დაადასტურეს,...
რონალდო WhatsApp-ში
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ WhatsApp-ის ჯგუფს შეუერთდა. მიზეზი: გუნდი უფრო ერთსულოვანი რომ გახდეს. ადრე, რონალდუმ თანაგუნდელებს თავდადება დაუწუნა, ახალგაზრდა მოთამაშეებს კი უსაყვედურა, რჩევებს ყურს არ უგდებენო. ახლა, როგორც ჩანს, 36 წლის სუპერვარსკვლავმა დამოკიდებულება შეცვალა — WhatsApp-ში იმ ჯგუფის წევრი გახდა, რომელშიც ახალგაზრდა მანჩესტერელები ერთმანეთს უკავშირდებიან და ლაზღანდარობენ ან რაღაცაზე მსჯელობენ. ახლა კრიშტიანუს შეუძლია ილაქლაქოს 24...
პოგბამ მომავალს გადახედა
თუ რალფ რანგნიკი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ არსად წავა. ფრანგი ნახევარმცველი გერმანელ მწვრთნელთან რამდენიმე საუბრით ისე აღფრთოვანებულა, რომ მზადაა „ოლდ ტრეფორდის“ დატოვებაზე ხელი აიღოს. მსოფლიოს ჩემპიონს ბარძაყის ტრავმის გამო რანგნიკის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. მან ტრავმა ნოემბერში, ნაკრებში მიიღო. პოგბასთვის „იუნაიტედის” ახალი, უფრო სწორად კი დროებითი თავკაცის იდეები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ...
არ ყოფილა რანგნიკი ცუდი
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი მწვრთნელის ძიებაზე ხელი აიღოო, წერენ ინგლისში. კლუბის ხელმძღვანელები რალფ რანგნიკით კმაყოფილები ყოფილან. გერმანელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის რვა შეხვედრიდან ხუთი მოიგო, წააგო მხოლოდ ერთი და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გუნდი მეოთხე რაუნდში გაიყვანა, სადაც მომავალ კვირაში „მიდლსბროს“ უნდა შეხვდეს. მაშ, რა პრეტენზია აქვს გულშემატკივარს? საყვედური უპირველეს ყოვლისა თამაშის ხარისხს და სანახაობრივ მხარეს ეხება, მაგრამ „იუნაიტედის“...
გინდა ფერგი თაიმი ეძახე და გინდა რალფი თაიმი
ამას წლობით „ფერგი თაიმი“ ერქვა, ახლა „რალფი თაიმი“ უწოდეს. მოკლედ, რაც გინდა ის დაარქვი ერთი ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბოლო წამს გოლის გატანა და მეტოქისთვის ქულების ხელიდან გამობდღვნა სისხლში აქვს. მანკუნიანელებმა „ვესტ ჰემთან“ ძალიან საჭირო გამარჯვება მოიპოვეს — 22 ტურის შემდეგ 38 ქულით მეოთხე ადგილზე არიან. ყურადღება იმანაც მიიპყრო, რომ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა რალფ რანგნიკის მიერ...
სიტი იუნაიტედს ბაზარშიც სჯობია
„მანჩესტერ სიტი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაფერში სჯობს, როგორც ჩანს ვაჭრობაშიც. „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილს შთამბეჭდავად ლიდერობს — მდევარ „ლივერპულს“ 11 ქულით უსწრებს. „ქალაქელებს“ იღბალიც სწყალობთ — აფრიკის ერთა თასიდან სრულიად მოულოდნელად გავარდა ალჟირის ნაკრები, რაც „ეტიჰედზე“ რიად მაჰრეზის დროულად დაბრუნებას ნიშნავს. „სიტი“ გახლავთ გუნდი, რომელსაც ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელი, ეგრეთწოდებული 9 ნომერი არ ჰყავს და ამის მიუხედავად მიმდინარე...









