„მანჩესტერ იუნაიტედის“ ავიარეისი ბოლო წამს გაუქმდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ მადრიდს მიემგზავრებოდა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია: მანჩესტერელები ევროთასებზე ჩვეულებრივ რუსული „აეროფლოტით“ დაფრინავენ, რადგან უამრავ ავიაკომპანიათა შორის მაინდამაინც მასთან აქვთ კონტრაქტი, მაგრამ სამშაბათს საქმეში რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა ჩაერია. შედეგად, რალფ რანგნიკი და მისი რაზმი დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანია „ტიტან ეარვეიზით“ გაემგზავრენ. როგორც ცნობილი...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
რეალი საქმეს ართულებს
ინგლისური პრესა წერს, რომ „რეალი“ მზად არის მაურისიო პოჩეტინოსთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ კონკურენცია გაუწიოს. „დეილი მეილის“ ცნობით მადრიდელები, ისევე როგორც „ტოტენჰემ ჰოთსპური“, გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ არგენტინელის მოთაფვლას, მაგრამ მაშინ „პარი სენ ჟერმენი“ კბილებით ჩაებღაუჭა თავის მწვრთნელს, ამ ზაფხულს კი ასე აღარ მოხდება. კი მაგრამ, „რეალის“ ახლანდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? თუ ინგლისში გავრცელებული ხმები მართალია, „სანტიაგო...
ვინ არის ის კაცი?
ჰარი მაგუაირმა ფანები გააოცა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა „ლიდს იუნაიტედს“ გოლი გაუტანა, მაგრამ ამ შემთხვევაში მცველის მიერ გატანილი გოლი კი არ გვიკვირს, არამედ ის, რაც მან სოციალურ ქსელში დაპოსტა. შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელებმა 4:2 მოიგეს, მაგუაირმა ანგარიში გახსნა და ტრიბუნების მიმართულებით მუხლებზე გასრიალდა, ხოლო თამაში რომ დამთავრდა, დაპოსტა თავისი ფოტო სადაც ის მოღუშული ლიდსელი გულშემატკივრის წინ ზემობს....
პსჟ მზადაა რონალდუსთან კონტრაქტის გასაფორმებლად
ამ ტრანფსერზე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს დაიწყეს საუბარი. პარიზულ კლუბში ლიონელ მესის გადასვლისთანავე. ხუმრობა ხომ არ იყო, ბოლო ათწლეულის ორი უდიდესი ფეხბურთელი ერთ გუნდში… ბევრი ამბობდა ამ საქმიდან არაფერი გამოვა, პიარის ამბავია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვსო. მერე ხმები მიწყნარდა. ახლა კი რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, კრიშტიანუ მანჩესტერში მთლად ბედნიერად ვერ გრძნობს თავს, ხელმძღვანელობას განუცხადა...
რონალდუს დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუმ „ბრაიტონთან“ (2:0) ჩინებულად ითამაშა — ექვსმატჩიან უგოლო პერიოდს წერტილი დაუსვა და რომ გამართლებოდა ჰეთ-თრიკის შესრულებაც კი შეეძლო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა 90+6 წუთზე გაიტანა. მანკუნიანელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ 37 წლის ვეტერანს ასე უკვე კვირებია არ უთამაშია: „ეს იყო საუცხოო გოლი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საუცხოოც“. ახლა „იუნაიტედს“...
უთქვამს, ასაკს ვგრძნობო
ბოლო ცნობების თანახმად კრიშტიანუ რონალდუ ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია დარჩეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თუ წავიდეს. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 თებერვალს 37 წლის გახდა. როგორც ამბობენ, მან თანაგუნდელებს უთხრა, რომ თავისი ხანგრძლივი, საუცხოო, ჯილდოებით სავსე კარიერის განმავლობაში პირველად იგრძნო ასაკი. პორტუგალიელ ვარსკვლავს საჯაროდ არასდროს უღიარებია, რომ პრემიერლიგის მოთხოვნები მისთვის უკვე მეტისმეტია. სხეულის წვრთნისა და რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით...
გრინვუდს ნაიკი ცენტსაც არ მისცემს, იუნაიტედი კი კვირაში 75 ათასს უხდის
„ნაიკმა“ მეისონ გრინვუდს სპონსორული ხელშეკრულება გაუწყვიტა და კომპენსაციის სახით ცენტსაც არ გადაუხდის. გრინვუდის შესახებ ვწერდით: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი პოლიციაში აღმოჩნდა. მას ბრალად გაუპატიურება, ძალადობა და სიკვდილით დამუქრება ედება. გრინვუდის აგრესიის ობიექტი 18 წლის სტუდენტი ქალი აღმოჩნდა. სპორტული ნაწარმის აღშფოთებულმა ამერიკულმა გიგანტმა კი განაცხადა, რომ მომხდარის გამო „იუნაიტედის“ თავდამსხმელი „მისი ათლეტი“ აღარ არის. „დეილი მეილი“ წერს,...
ბიჭებს პოჩი უნდათ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მომდევნო სეზონიდან მათი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახდეს. ახლა, როდესაც კლუბს ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს — 1 თებერვლიდან ედ ვუდვორდის კაბინეტი რიჩარდ არნოლდმა დაიკავა — რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიება აქტიურ ფაზაში გადავა. ცნობილი გახდა, რომ გუნდს „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ყოფილი თავკაცი მოსწონს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც —ხელმძღვანელობის სიმპათია „აიაქსის“ თავკაცის ერიკ ტენ...
ათი წელია ასეთი გვალვა არ ყოფილა
კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანა. ასეთი „გვალვა“ პორტუგალიელს ათ წელიწადზე მეტია არ ჰქონია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა იანვარში, „ბრენტფორდთან“ თამაშის შემდეგაც წონასწორობიდან გამოსულმა დატოვა მოედანი. და აი, მას გუშინ „ბარნლისთან“ ნათამაშები 1:1-ის მერეც იგივე მოუვიდა — გამწარებული შევარდა გასახდელში. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ შეყოვნებულა, რათა გულშემატკივრისთვის ტაში დაეკრა და ტრადიციული...
იუნაიტედში აზრი გაიყო
ესღა აკლდა პრობლემებით დატვირთულ „მანჩესტერ იუნაიტედს“. ფეხბურთელები მეისონ გრინვუდის დაჭერის გამო წაკიდებიან ერთმანეთს. როგორც ცნობილია, მოთამაშეების ნაწილმა, მათ შორის ედინსონ კავანიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, ვიკტორ ლინდელოფმა და სხვებმა 20 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელებში მეგობრებიდან წაშალეს და მის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გრინვუდი ჩავარდა. მას ქალის გაუპატიურებასა და ცემას სდებენ ბრალად. კავანის, რონალდუს,...









