ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
რიო ფერდიანდი: რუნი ქუჩის ფეხბურთელი იყო
ჩანაწერი

რიო ფერდიანდი: რუნი ქუჩის ფეხბურთელი იყო

ხომ თქვა უეინ რუნიმ რიო ფერდინანდზე ამპარტავანი, ქედმაღალი ვინმეაო, ჰოდა ყოფილი თანაგუნდელის პასუხმაც არ დააყოვნა. ვეტერანები — ფორვარდი და მცველი — ერთად 2004-14 წლებში, „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ. „სარბიელის” მკითხველმა იცის, რომ რუნის მოგონებების საღამო ჰქონდა — ვახშამი, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ბევრი რამ ხალისით, გულწრფელად უამბო. და მის მიერ მოყოლილ ამბებს შორის იყო მისი და ფერდინანდის...

სად ნაკრები და სად მანჩესტერი
ჩანაწერი

სად ნაკრები და სად მანჩესტერი

პოლ პოგბამ თქვა, ჩემი კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედში“ გავფლანგეო. 89 მილიონ გირვანქად ნაყიდი ფრანგი ვარსკვლავის კონტრაქტს ზაფხულში ვადა გაუდის, ის თავისუფალი აგენტი გახდება. იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირება „იუვენტუსს“, „რეალსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ უნდა, ახალი არაფერია, მაგრამ ამ სამ კლუბს ორიც დაემატა: ახალი გამდიდრებული „ნიუკასლ იუნაიტედი“ და „ასტონ ვილა“. პოგბამ თქვა: „ბოლო ხუთ...

ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?
ჩანაწერი

ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს. როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში. მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ...

ასე გაცეცხლდა რონალდუ
ჩანაწერი

ასე გაცეცხლდა რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუ უდიდესი ვარსკვლავია, ოღონდ ესაა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი დაბრუნება ზღაპრულ გეგმას აცდა. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი შარშან ზაფხულში მივიდა „ოლდ ტრეფორდზე“, რათა თავისი სიყმაწვილის გუნდს ტიტულების მოპოვებაში დახმარებოდა, მაგრამ… თვითონ დარჩა ტიტულის გარეშე. ასეთი რამ მას 12 წელიწადია არ დამართია. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგიდან „ატლეტიკომ“ გამოთიშა. პირველი შეხვედრის შედეგი იყო 1:1, საპასუხო კი ინგლისში...

ტრიბუნიდან წყლის ბოთლები ესროლეს
ჩანაწერი

ტრიბუნიდან წყლის ბოთლები ესროლეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოცნება ჩემპიონთა ლიგაში წარმატებისთვის მიეღწია, „ოლდ ტრეფორდზე“ დაიმსხვრა. რალფ რანგნიკის გუნდმა „ატლეტიკოსთან“ პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, მაგრამ კარგად თამაში ყოველთვის როდი ნიშნავს გამარჯვებას. 41-ე წუთზე, სტუმართა 23 წლის ბრაზილიელმა მცველმა რენან ლოდიმ თავური დარტყმით შეხვედრის ერთადერთი გოლი შეაგდო და მადრიდელებს ორი მატჩის ჯამში 2:1 მოაგებინა. „ატლეტიკოს“ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა 29 წლის სლოვენიელმა...

რონალდუ უბადლოა!
ჩანაწერი

რონალდუ უბადლოა!

კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე ჰეთ-თრიკით ახალი სიმაღლეები დაიპყრო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში ოფიციალური 805-ე, 806-ე და 807-ე გოლები შეაგდო, რითაც ფიფას ბომბარდირთა სიაში იოჟეფ ბიცანი (805) ჩამოიტოვა. ეს მოხდა შაბათს, მატჩში, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 3:2 მოუგო. ფიფას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ახალი ხუთეული ასეთია: კრიშტიანუ რონალდუ (2001-დღემდე) — 807; იოჟეფ ბიცანი (1931-55) — 805; რომარიო...

ვარჯიშზეც არ იქნება?
ჩანაწერი

ვარჯიშზეც არ იქნება?

„სანის” ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედში” კრიშტიანუ რონალდუს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კიდევ, იმედგაცრუებულ მარკუს რეშფორდს კარიერაში პირველად ეძლევა საშუალება „ოლდ ტრეფორდი” დატოვოს. ადრეც მოგახსენეთ, რომ როდესაც მანჩესტერულ დერბიმდე ორი დღით ადრე რალფ რანგნიკმა რონალდუს უთხრა სასტარტო შემადგენლობაში არ მჭირდებიო, პორტუგალიელი გაბრაზდა. შაბათს, თამაშის წინა დღეს, სასადილოში ფეხბურთელებმა აღმოაჩინეს, რომ ის მათთან ერთად არ იყო. რონალდუ...

რაღაც არ გამოდის
ჩანაწერი

რაღაც არ გამოდის

გუშინდელი მანჩესტერული დერბის წინ რომ შეიტყო შემადგენლობაში არ ვარო, კრიშტიანუ რონალდუმ გამოაცხადა, რომ ბარძაყი ტკივა და პორტუგალიაში გაფრინდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, როდესაც რალფ რანგნიკმა უთხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, სუპერვარსკვლავს გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. რანგნიკს უთქვამს, მეორე ტაიმში დასვენებული კაცი დამჭირდება და ამიტომ თავიდან სკამზე დაჯექიო, „იუნაიტედის” ლეგენდა კი დარწმუნებული იყო, რომ თამაშზე გავლენას...

ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი
ჩანაწერი

ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი

ბერნარდო სილვამ თავის ფრანგულ ბულდოგს ჯონი დაარქვა. ჯონს ასეთი პატივი წილად „მანჩესტერ სიტიში” სილვას თანაგუნდელის და უახლოესი მეგობრის ჯონ სტოუნზის პატივსაცემად ხვდა. სილვა „სიტიში” 2017 წელს „მონაკოდან” გადავიდა და მისი „ეტიჰედზე” მისვლის დღიდან ის და სტოუნზი დამეგობრდნენ. პორტუგალიელისა და ინგლისელის მეგობრობა მოედანს გასცდა. დღეს საღამოს პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბია, „სიტი” „იუნაიტედს” ხვდება. „თაიმსმა” მატჩის წინ ბერნარდო...

სულშერის რეინკარნაცია ვანდა მეტროპოლიტანოზე
ჩანაწერი

სულშერის რეინკარნაცია ვანდა მეტროპოლიტანოზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებს ოლე გუნარ სულშერი გაახსენდათ. მწვრთნელი კი არა, ფეხბურთელი. ის იყო ბოლოწამს გატანილი გოლების სპეციალისტი და აი, გუნდში ამ საქმის ახალი სპეციალისტი გამოჩნდა — 19 წლის შვედი ანტონი ელანგა. სულ ახლახან, კვირას, პრემიერლიგაში, „ელანდ როუდზე“, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ ელანგა და ფრედი ერთად შევიდნენ მოედანზე და ორივემ გაიტანა —როდესაც ისინი მოედანზე შედიოდნენ ანგარიში 2:2...