ინგლისში თავისებური ურთიერთობები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება ნამდვილად გამორჩეული და სახალისოა. წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის პირველ ტაიმში ესპანურმა „ვილიარეალმა” „ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა. ამით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში გათანაბრდა და ლეგენდარული „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა სოციალურ მედიაში თავისი ორი ფოტო დადო. პირველი პირველ გოლს მიუძღვნა,...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
რონალდუს საქმე ჯერ არ დამთავრებულა
გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 24-ე გოლი გაიტანა (18 პრემიერლიგაში). მან პენალტი დაარტყა. მანკუნიანელებმა „ბრანტფორდს” 3:0 მოუგეს. მიმდინარე სეზონში ეს იყო გუნდის ბოლო შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე”. მისი დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანს წრე შემოუარეს, გულშემატკივარს დაემშვიდობნენ და სწორედ ამ დროს მიაძახა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კამერას: ჩემი საქმე ჯერ არ დამთავრებულა! (I’m...
რა თავში სახლელად უნდოდა კინს ზამერის მაისურა?
მას მისტერ ბრაზიანს ეძახიან. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული კაპიტნის როი კინის შემართებისა და ჟინის ნახვა ფეხბურთელობის დროს ხომ ერთ რამედ ღირდა და სატელევიზიო ექსპერტობის დროსაც ძალიან საინტერესოა. მისი ხასიათის მქონე კაცს შეუძლებელია მუდამ რაღაც არ აღიზიანებდეს. მაგალითად, ღიმილი. „ყოველთვის, როდესაც თამაშის წინ, მოთელვის დროს მოედანს ვუყურებ, მარკუს რეშფორდი იღიმება. არ მიყვარს მომღიმარი ფეხბურთელები. გოლს რომ გაიტან...
ავსტრიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ავსტრიის ნაკრებს ჩაიბარებს, ოღონდ „ოლდ ტრეფორდზეც” დარჩება და ერიკ ტენ ჰაგს დაეხმარება. რანგნიკი 63 წლის არის. „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში რომ ნიშნავდნენ პირობა დაუდეს: თუ მიმდინარე სეზონში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ზაფხულიდან ორი წლით ახალი მწვრთნელის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მანჩესტერში გერმანელმა ოლე გუნარ სულშერი შეცვალა. რანგნიკს არ გაუმართლა. „იუნაიტედში” მისმა მუშაობამ...
ევრა — ქურდი და მათხოვარი
საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა პატრის ევრამ თქვა ის, რასაც ათწლეულობით მალავდა: როგორ ყიდიდა ბავშვობაში ნარკოტიკებს, მათხოვრობდა და სკოლის მასწავლებელი მას სექსუალურადაც კი ავიწროებდა. 40 წლის ვეტერანმა ამის შესახებ პირველად თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა (ფრაგმენტები 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა), ახლა კი მონაწილეობა მიიღო BBC-ს ახალ შოუში სახელწოდებით „გაყინეთ შიში”, სადაც ასევე გაიხსენა ბნელი...
ჩატიდანაც გავიდა
ბოლოხანს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის და აი, ამის კიდევ ერთი მტკიცებულება: ფრანგმა „იუნაიტედის” WhatsApp-ის ჯგუფი დატოვა. მან ეს მას მერე გააკეთა, რაც „რეალისა” და „იუვენტუსისგან” შეთავაზებები მიიღო. როგორც ჩანს, 29 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა „მანჩესტერის” შემადგენლობაში ბოლო თამაში უკვე ჩაატარა. მანკუნიანელთათვის ცუდად მოსაგონებელ შეხვედრაში, რომელიც მათ „ლივერპულთან” 0:4 წააგეს, პოგბა...
ხელი კი ასე მოაწერა: ლაჩარი ფანი
ვიღაცამ ჰარი მაგუაირს შეუთვალა, თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” არ წახვალ, სახლში სამ ბომბს აგიფეთქებთო. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი მუქარა სერიოზული არ არის, მაგრამ ვინ იცის… გადახედეთ შეშლილ მსოფლიოს. თავის დაზღვევის მიზნით, „იუნაიტედის” კაპიტანი თანაგუნდელთან ცხოვრობს, მისი ოჯახი კი კონსპირაციულ ბინაშია. თან, მანიაკმა ფეხბურთელს ვადაც დაუთქვა, 72 საათი. საინტერესოა ისიც, რომ მეილი თავად მაგუაირს კი არა,...
დაანებეთ თავი წარსულით ტკბობას!
მოსაზრებას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, „დეილი მეილის” ჟურნალისტი იან ჰერბერტი გამოთქვამს. ის ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად ახლა უკვე ოფიციალურად დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ჰოლანდიელს ერთი დიდი პლუსი აქვს — მან იცის როგორ გამოგლიჯოს კლუბი ხელიდან წარსულის დიდებას. 2017 წელს, „აიაქსის” თავკაცად ახალმა დანიშნულმა ტენ ჰაგმა თქვა: „აქ, ჰაერში ტრიალებს აურა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ...
იუნაიტედი კაპიტალურ რემონტზე
ინგლისში ბევრს წერენ იმის თაობაზე, რომ ერიკ ტენ ჰაგის მოსვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში” დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ ზაფხულში 12 ფეხბურთელი დატოვებს კლუბს. ამბობენ, რომ ჰოლანდიელს მანკუნიანელთა თავკაცად უახლოეს დღეებში დანიშნავენ. 52 წლის ტენ ჰაგი 2017 წლის შემდეგ „აიაქსს” უდგას სათავეში, თუმცა „გარდიანის” ინფორმაციით „ოლდ ტრეფორდზე” სამ თუ ოთხწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი მზად არის. მედიაში გავრცელდა...
იუნაიტედი ექვსი წლის წინანდელი ლივერპულის დონეზე
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულთან” სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს. გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი” იურგენ კლოპის „ლივერპულს” ექვსი წლით ჩამორჩება. არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის გუნდი მეოთხე ადგილს დაეწეოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტოქეს ოცნებაც არ აცადეს — კოლუმბიელმა ლუის დიასმა...









