„ჩელსის” ახალი მეპატრონე ტოდ ბოელი კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ეს გასული კვირის ამბავია, რომელიც ახლა გახდა ცნობილი. საუბრის თემა სუპერვარსკვლავის მომავალი ყოფილა. ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ The Athletic-მა მოიპოვა. ბოელისა და მენდეშს პორტუგალიელის „სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლო გადასვლის შესახებ ულაპარაკიათ. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ 37 წლის თავდამსხმელი აუცილებლად გადაბარგდება ლონდონში. მას „მანჩესტერ იუნაიტედთან”...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
გინების ერთი დღე
თუ გაინტერესებთ „მანჩესტერ იუნაიტედში” როგორი ურთიერთობებია, ინებეთ: ბრუნო ფერნანდეშმა ბრაზილიელ თანაგუნდელებს ფრედსა და ალექს ტელეშს ქერინგტონის საწვრთნელი ცენტრის შესასვლელიდან გასძახა, ნუ ხართ ასეთი გამო….ები, თქვენ აქ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ, ფილმი კი არ უნდა გადაიღოთო. ვიდეომ, სადაც ეს ამბავია ასახული სოციალური ქსელები მოიარა, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი როდინდელია. ერთი ფაქტია, რომ ბრაზილიური სამარკეტინგო სააგენტო O...
კრიშტიანუს ბუგატი კედელს შეასკდა
კრიშტიანუ რონალდუს 2 მილიონ ევროდ ღირებული „ბუგატი” მალიორკაზე ავარიაში მოყვა. შემთხვევას საგზაო პოლიცია იძიებს. როგორც ამბობენ, საჭესთან რონალდუს დაცვის წევრი იჯდა. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იქ არ იყო. ინციდენტი პალმა დე მალიორკაში, უფრო ზუსტად ბუნიოლაში დილის 11 საათზე მოხდა. ავტომობილი სა კომად წოდებული კერძო საკუთრების კედელს შეასკდა. როგორც ამბობენ, მძღოლმა...
მანჩესტერ იუნაიტედმა მთელი ფული დაწვა
„მანჩესტერ იუნაიტედი” უკმაყოფილოა, რომ გულწრფელი საუბარი, რომელიც რიჩარდ არნოლდსა და ფანებს შორის შედგა, ვიღაცამ გადაიღო და დაპოსტა. არნოლდი „იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფია. მან თქვა, რომ კლუბმა „მთელი ფული დაწვა” და გასულ წელიწადს f****** კოშმარი უწოდა. ეს პაბში მოხდა, სადაც მას და ფანებს შორის იმპროვიზებული შეხვედრა გაიმართა. არნოლდმა გულწრფელად აღიარა, რომ ვითარება მძიმეა, თუმცა ისიც დასძინა, რომ...
ლეგენდებმა ბურთი გააგორეს
არ უმართლებს „მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში და მორჩა! „ოლდ ტრეფორდზე” ლეგენდების მატჩიც კი „ლივერპულის” გამარჯვებით დამთავრდა. ამ შეხვედრაში გამორჩევით ლამაზი გოლი ჩილელმა მარკ გონსალესმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ კაცმა „ენფილდზე” მხოლოდ 2006-07 წლების სეზონი გაატარა და პრემიერლიგაში ორად-ორი გოლი შეაგდო, ასე რომ სიტყვა ლეგენდა მასზე ძნელად თუ ითქმის, მაგრამ ფაქტია, რომ მიიწვიეს, ჩავიდა და შეაგდო....
რეშფორდი გასაშვებია?
ერიკ ტენ ჰაგს სთხოვეს არ აჩქარდეს. მართალია, ბოლო პერიოდში მარკუს რეშფორდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელს ჯერ კიდევ დიდი მომავალი ელის და მისი თავიდან მოშორება სწორი არ იქნება. ფოტოზე ხედავთ ტენ ჰაგსა და მის აგენტ კის ვოსს, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლონდონის ოფისიდან გადიან. აქ ისინი კლუბის წარმომადგენლებს ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ელაპარაკებოდნენ. როგორც ითქვა ტენ...
ერთმანეთს მუშტით დაერივნენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” სამარცხვინო სეზონის ერთ-ერთი ბოლო აკორდი ასეთია: ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე ორი ფეხბურთელი ფიზიკურად შეება ერთმანეთს. ეს ამბავი „სანმა” შეიტყო ექსკლუზიურად. ჩხუბი ხუთშაბათს, ვარჯიშის მიწურულს მოხდა. ატეხილები გააშველეს. წვრთნა ამით დასრულდა. ფეხბურთელები გასახდელებში დაბრუნდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ თვით ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც თანაგუნდელებთან ღრენითა და კამათით არიან ცნობილები, პირდაღებულები უყურებდნენ იმას რაც მათ წინ ხდებოდა....
ტენ ჰაგი აიაქსს ტრიუმფით დაემშვიდობა
ერიკ ტენ ჰაგმა „აიაქსს” ერედივიზიონის ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და დაემშვიდობა. ამსტერდამის სახელოვანმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 მოუგო „ჰეერენვენს”. „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალ მწვრთნელს ამ შეხვედრაში სამი ქულა სჭირდებოდა, რათა „ეინდჰოვენისთვის” მიუწვდომელი გამხდარიყო. ახლა, ნიდერლანდების ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე „აიაქსს” მდევარზე 4 ქულით მეტი აქვს და საქმე დამთავრებულია. ერედივიზიონიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს პირველი ორი გუნდი...
ბრუნო ფერნანდეში: მეც არ ვარ ღირსი
ბრუნო ფერნანდეშმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ამ კლუბში თამაშის ღირსები არ ვართო — შაბათს მანკუნიანელებმა ბრაიტონში 0:4 წააგეს. თავგადაკლული გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს ქვეყნის სამხრეთში გაჰყვნენ, თამაშის ბოლოს მღეროდნენ „თქვენ არ ხართ მზად ამ მაისურის ჩასაცმელად” (you’re not fit to wear the shirt). პორტუგალიელს ამ მინამღერის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ვეთანხმები. ჩემი ჩათვლით ასეა. ის, რაც...
სიტი?
თუ პოლ პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მის გადაბირებას არც მეტი-არც ნაკლები „მანჩესტერ სიტი” შეეცდება. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ამჟამად „სიტის” მოქიშპე, თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს და ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 29 წლის ნახევარმცველის აყვანის ყველაზე აქტიური მსურველები „პარი სენ ჟერმენი” და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი” იყვნენ, მაგრამ „სანმა” შეიტყო,...









