იტალიაში, კოვერჩანოში, გაიმართა დაჯილდოება: „სპორტი 2023″ — სატრანსფერო ბაზარი ბიზნესსა და გატაცებას შორის”, სადაც ლუჩანო სპალეტიმ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო და იქვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ნაპოლიდან” მიდის. — ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, რომლის ფასი გულშემატკივრებმა შეგვაგრძნობინეს. ისინი დილიდან საღამომდე მხარში გვედგნენ. ნეაპოლელთა ენთუზიაზმი უსაზღვრო იყო. ისინი ავსებდნენ სტადიონის ტრიბუნებს. ისინი ფეხბურთით დიდ სიამოვნებას იღებდნენ და...
ჭდე: ლუჩანო სპალეტი
ბიჭებო, ეს პრივილეგიაა
ჯიჯი დ’ალესიო გახლავთ ნეაპოლელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 26 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა. ის „ნაპოლის” თავგადაკლული ფანია და ვინაიდან კამპანიის დედაქალაქში მესამე სკუდეტოს მოგებასთან დაკავშირებული ზეიმი არ წყდება, დ’ალესიომ პიაცა დელ პლებიშიტოზე კონცერტი გამართა. იქ მან სცენაზე „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი აიყვანა. მაყურებლიდან სცენაზე ასულ დე ლაურენტისს მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან დაკავშირებით დაუყვირეს...
დე ლაურენტისის სია
„ნაპოლის” გულშემატკივრები დღითიდღე რწმუნდებიან, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს ტოვებს. ამ თემას „ლა რეპუბლიკაც” გამოეხმაურა. გაზეთმა დაწერა, რომ „პარტენოპეელთა” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელთა სია შეადგინა, რომელშიც საბოლოოდ ხუთი კანდიდატი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკეც ყოფილა. რომაულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა დაწერა: „დე ლაურენტისის სიაში უცხოელი მწვრთნელებიც შედიან. აქ, იულიან ნაგელსმანის გარდა ყურადღებას...
და მაინც მიდის?
„ნაპოლიმ” სერია A-ს 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერზე” შური იძია — 3:1. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, ნაახალწლევს, 4 იანვარს, სწორედ სიმონე ინძაგის გუნდმა დაამარცხა „აძური” და ყველას აჩვენა, რომ შეუჩერებელი „პარტენოპეელების” მჭიდრო მარწუხებში მოქცევა შესაძლებელია. მას მერე „ნაპოლი” რიგ შეხვედრებში დაბრკოლდა. მაგრამ, 21 მაისს, „მარადონაზე” მოპოვებულმა ლამაზმა გამარჯვებამ, იტალიურ პრესაში ვერ დაასრულა ლაპარაკი იმის...
სპალეტის განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობაა
იტალიურ პრესაში წერენ, რომ „ნაპოლის” ის შემადგენლობა, რომელმაც სკუდეტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა, „ინტერთან” სათამაშოდ მზად არის. გამოჯანმრთელდა მარიო რუი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან” თამაშის დროს დაშავდა. ერთადერთი, ვინც 36-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო, რომელიც ისეა დაშავებული, რომ მოედანზე მომავალ სეზონამდე ვეღარ ვიხილავთ. ბოლო ხანს ყურადღების...
დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს
ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი”… თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერი ისმის. მეტიც, ბოლო ინფორმაცია უფრო გზათა გაყრის მომასწავებელია. „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და მწვრთნელის ბიზნეს-სადილზე სპალეტიმ დრო ითხოვა. უფრო სწორად მან დრო მოიგო, რადგან ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთი წლით, კლუბის სურვილისამებრ გაგრძელება არ უნდოდა. ამბობენ, რომ ტოსკანელს არც ის მოეწონა, რომ...
დე ლაურენტისი: სპალეტი? ფრთებს ვერავის შევუკრავ
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს, ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან” წასვლა გადაწყვიტა — დარწმუნებულია „კორიერე დელო სპორტი”. გაზეთი ამტკიცებს, რომ ნეაპოლელთა სკუდეტოს შემოქმედი და მხედართმთავარი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისგან გათავისუფლებას შეეცდება. ბიზნესმენსა და მწვრთნელს შორის დისტანცია გაიზარდა, ურთიერთობა გაცივდა. სახელმწიფო ზარაფხანის ოფისში გამართულ სკუდეტოს მედლების პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა თქვა: „სპალეტი ნამდვილი ჩემპიონია, ჩემპიონები კი უნდა...
რამდენჯერმე ულაპარაკიათ
რაგინდ საკვირველია იყოს, იტალიური, კერძოდ ნეაპოლური პრესა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენაზე ლაპარაკისას თავშეკავებულია. კატეგორიულად ვერავინ ამბობს, დარჩება თუ არა ტოსკანელი მწვრთნელი კამპანიის დედაქალაქის გუნდში. ამის შესახებ თავისი ინფორმაცია გაასაჯაროვა მილანურმა „გაძეტა დელო სპორტმაც”, რომელიც ისტორიულად იტალიის ყველაზე დიდტირაჟიანი სპორტული გამოცემაა. გაზეთმა დაწერა, რომ როდესაც აურელიო დე ლაურენტისს რაღაც უნდა, ის მიზანს აუცილებლად აღწევს. გუშინ,...
დე ლაურენტისი და სპალეტი — თამაში კოზირებით
ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ”, რაც დილას ნიშნავს, გამოაქვეყნა პინო ტაორმინას წერილი „ნაპოლის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისა და მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის შესახებ. ჟურნალისტმა მიმოიხილა სპალეტის წასვლა-დარჩენის საკითხი და განმარტა დაახლოებით რა მდგომარეობა ახლა. ტაორმინა წერს, რომ ყველგან, სადაც მწვრთნელი მიდის, გულშემატკივრები უყვირიან: დარჩი ჩვენთან! და მაინც, არსებობს შიში, რომ მან შეიძლება „აძური” დატოვოს. სპალეტი ყველას უღიმის,...
სპალეტი: გასახდელში ასეთი რამ არასდროს მინახავს
„მონცამ” „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებას ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ეს კვირას, გუნდების დაპირისპირების წინ მოხდა. ტელეეკრანიდან ყველამ ნახა, თუ როგორ მოუწყეს მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობთ — იმას, რის შესახებაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავად ილაპარაკა. „როდესაც გასახდელში შევედით, კედელზე დაგვხვდა წარწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნაპოლი!. ასეთი რამ არასდროს...









