ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად? იტალიურ მედიაში წერენ, რომ ეს ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ტექნიკურად რთულია. როდესაც სპალეტიმ „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა და გადაწყვიტა გუნდიდან გამარჯვებული წასულიყო, „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხელი მოაწერინა, რომ თუ რომელიმე სხვა გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, 3 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდა. რა მოხდება თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია...
ჭდე: ლუჩანო სპალეტი
სპალეტის რჩევა გარსიას: იმუშავე მშვიდად
„ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სატელევიზიო არხ „სპორტიტალიას” „აძურის” შესახებ რამდენიმე სიტყვა უთხრა. „გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემი ოჯახის სასარგებლოდ მივიღე, დიდი გულისდაწყვეტა მომიტანა — მომიხდა ისეთი ძლიერი კლუბის დატოვება, როგორიც „ნაპოლია”. დავემშვიდობე ნეაპოლის ფეხბურთში შეყვარებულ სამყაროს”. შემდეგ სპალეტიმ მომავლის შესახებაც გამოთქვა თავისი მოსაზრება. „კლუბმა უდიდესი სამუშაო გასწია. ჩემს მემკვიდრეს, რუდი გარსიას მინდა მშვიდად მუშაობა ვურჩიო. თუ...
მე ნაპოლის ყოველთვის დავიცავ
იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” ყოფილ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მშობლიურ ჩერტალდოში სხვა ტოსკანელ ჩემპიონ-მწვრთნელებთან ერთად შეხვედრა მოუწყვეს. სპალეტიმ საღამოზე თავისი შთაბეჭდილებებისა და გეგმების შესახებ ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ მის სიტყვებს: …ნეაპოლში ენთუზიაზმს და სიხარულს მიმაჩვიეს. აქ ყველაფერი სხვანაირად არის. მე კვლავ ვაღებ მოგონებათა ყუთს და ვხედავ, რომ ქალაქი და ჩემი სიყმაწვილის მეგობრები შეცვლილან. შუქნიშნებიც კი დაუყენებიათ… …ერთწლიანი შესვენება...
სპალეტი და დე ლაურენტისი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს
დაიწყო შვებულებების პერიოდი და როგორ ფიქრობთ, სად ისვენებს „ნაპოლის” ტრიუმფატორი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ოჯახთან ერთად? თუმცა, სანამ ამას ვიტყოდეთ… …სპალეტიმ „ნაპოლის” 33-წლიანი წვალების შემდეგ ნანატრი სკუდეტო მოაგებინა — ისტორიაში მესამე, რომელსაც კაცმა რომ თქვას არავინ ელოდა. სეზონის ბოლოს კი ჩერტლადოელმა სპეციალისტმა ყველასთვის მოულოდნელად გუნდი დატოვა. მან განაცხადა, რომ ერთი წელი უნდა დაისვენოს. „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო...
სპალეტიმ ნეაპოლი დატოვა
გუშინ ლუჩანო სპალეტი მშობლიურ ტოსკანაში დაბრუნდა. ასე დასრულდა ჩერტალდოელი მწვრთნელის ზღაპრული თავგადასავალი ნეაპოლში. მისი ხელმძღვანელობით „აძურიმ” მარადონას დროინედლის ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოიგო. ეს ნეაპოლელთა ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონის მესამე ტიტული გახლდათ. სპალეტიმ საქმეში გული ჩადო. მან უდიდესი პროფესიონალიზმი, მოთმინება და თავმდაბლობა გამოამჟღავნა. გასულ სეზონში მისტერმა გადაწყვიტა სასტუმრო „ბრიტანიკში” კლუბის დაქირავებული მდიდრული ნომერი დაეტოვებინა...
ვეუბნებოდი, მაგრამ თვითონ არ მქონდა წარმოდგენა
ფარდა დაეშვა. ეს უყო ლუჩანო სპალეტის ბოლო პრეს-კონფერენცია „ნაპოლის” მწვრთნელის რანგში. მან თქვა: „დღეს ფიქრებით ყველა იმ ადამიანთან ვარ, ვისაც ამ ორი არაჩვეულებრივი წლის განმავლობაში შევხვდი. ნეაპოლის წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან ის წარმოსახვის ფარგლებს სცილდება. ნეაპოლში უნდა იცხოვრო. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეტყობა ცოტათი ნეაპოლელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ იმისათვის, რომ სრულად ნეაპოლელი გავმხდარიყავი, ეს ორწლიანი...
ყველა ვარიანტი სპალეტის მერე
დადგა „ნაპოლიში” ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის ბოლო დღე. მას კამპანიის დედაქალაქი დაიმახსოვრებს, როგორც ადამიანს, რომელმაც ოცდაცამეტ წლიანი ლოდინის შემდეგ ვეზუვის ძირში სკუდეტო დააბრუნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა დაუვიწყარი სეზონი, უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი, ახლა კი გამომშვიდობების დროა. სპალეტი მომავალ სეზონში „ნაპოლის” აღარ გაწვრთნის. ის კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე აურელიო დე ლაურენტისს საჯაროდ გადაეხვია, რაც იმას...
მარადონას ოქროს ტერფი და ათ დღეში ერთხელ დარეკვა დე ლაურენტისთან
გუშინ, „ნაპოლის” ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა და კლუბის თანამშრომლებმა დიეგო მარადონას ყოფილი აგენტისა და მეგობრისგან სტეფანო ჩეჩისგან საჩუქარი მიიღეს — ლეგენდარული არგენტინელის ოქროში ჩამოსხმული ტერფი. ჩეჩი „აძურის” მთელს კოლექტივს გასულ ზაფხულს დაჰპირდა, რომ თუ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, ამ საჩუქარს მიართმევდა. „დიდი მადლობა სტეფანო ჩეჩის, რომელიც განუმეორებელ ადამიანს ეთაყვანებოდა, იგი ხშირად სტუმრობდა მას და მის მიერ მორთმეული...
სერია A-მ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიენიჭა „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება „ნაპოლისა” და „სამპდორიას” შეხვედრის წინ, ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონას” სახელობის სტადიონზე. ხსენებული წოდება სპალეტის მიანიჭა ჟიურიმ, რომელიც სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შედგებოდა. ისინი მწვრთნელებს ტექნიკური და სპორტული კრიტერიუმების მიხედვით აფასებდნენ, ითვალისწინებდნენ მათი გუნდების თამაშის ხარისხს და ფეარ-ფლეის პრინციპებს. საბოლოო დასკვნის...
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა....









