ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ლუჩანო სპალეტი „იუვენტუსის’’ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. გუშინ ის კლუბის გენერალურ მენეჯერ დამიენ კომოლისა და სხვა ხელმძღვანელებს ელაპარაკა. შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თანამდებობიდან გაშვებული იგორ ტუდორის ნაცვლად „ბებერი ქალბატონის’’ საჭეს სწორედ იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი ჩაიბარებს. უნდა ითქვას, რომ სპალეტის კანდიდატურა ერთადერთი არ იყო. ჟურნალისტი ჯანლუკა დი...
ჭდე: ლუჩანო სპალეტი
სპალეტი: ისინი ყველანი საშუალოები არიან
იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მოლდოვასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ RAI-ს ინტერვიუ მისცა. ამ გამარჯვების წყალობით „სკუადრა აძურამ’’ მსოფლიოს ჩემპიონატის I შესარჩევ ჯგუფში 3 ქულა ჩაიწერა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეეცილოს პირველ ადგილს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც 4 თამაშიდან 4 მოგებით ურყევად უკავია პირველი პოზიცია. „დღესაც გაგვიჭირდა, მაგრამ ამას ბევრი...
ყველა გზა პიოლისკენ მიდის
ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. დღეს „სკუადრა აძურა’’ მისი ხელმძღვანელობით მოლდოვასაც უმასპინძლებს და ამით დასრულდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გადაწყვიტა ნაკრების პრეს-კონფერენციაში მიეღო მონაწილეობა და საზოგადოებისთვის შექმნილი რთული მდგომარეობა აეხსნა. სპალეტის სამსახურიდან გაშვება იტალიური ფეხბურთის შეფებს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ შეხვედრაში ნორვეგიასთან 0:3 წაგებამ გადააწყვეტინა. გაჩნდა შიში, რომ „სკუადრა აძურა’’ შეიძლება...
თუკი სპალეტის ახლავე შეცვლიან…
ხვალ იტალია მოლდოვას მასპინძლობს. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი I ჯგუფის მატჩია. ჯგუფს სამი თამაშიდან სამი მოგებით ნორვეგია ლიდერობს, მეორეზე სამიდან ორი მოგებით და ერთი მარცხით ისრალია, მერე ერთი მოგებით და ორი წაგებით ესტონეთი მოდის, იტალია კი მეოთხეა ― ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ნორვეგიაში 0:3 წააგო. ორი წაგებით ბოლო ადგილზეა მოლდოვაა. იტალია ჯგუფიდან საბოლოოდ ალბათ მაინც...
სპალეტი ყველას აავადებს?
„ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ერთი კვირის თავზე ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებდი, ― წერს იტალიური საიტის calciomercato-ს მიმომხილველი სანდრო საბატინი, ― ერთადერთი, დონარუმა იყო ჩვენთან. ის გასული შაბათის მსგავსად მატჩს პრივილიგირებული სტუმრის სტატუსით აღარ ადევნებდა თვალს. მეტოქე კი ამჯერად არა დიდი, წვრილი და ამომავალი ვარსკვლავებით სავსე „პარი სენ ჟერმენი’’, არამედ ნორვეგიის ნაკრები იყო. ჩემპიონთა ლიგის...
სპალეტიმ იცის, რომ სამოთხე არსებობს
კარგა ხანი გავიდა მას მერე, რაც ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის’’ სკუდეტო მოაგებინა და კლუბიდან წავიდა, მაგრამ მისი და „აძურის’’ მეპატრონის, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის ურთიერთობა სამუდამო თემად დარჩება იტალიური ფეხბურთის ისტორიაში. „სკუადრა აძურას’’ თავკაცმა რიმინიში გამართულ კონფერენციაზე თავად ილაპარაკა ამ საკითხის შესახებ. პრეზიდენტთან რთულ ურთიერთობებს სპალეტიმ თავის ახალ წიგნში Il paradiso esiste… Ma quanta sforza მთელი...
სპალეტის ოთახი ნაპოლის ბაზაზე
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია Nove-ს თოქ-შოუ Che tempo che fa-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ნაპოლის’’ პერიოდიც გაიხსენა. „ნეაპოლში მეორე წელიწადს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. სოფა მივიტანე და ჩემთვის პატარა ოთახი მოვაწყე. ქალაქის ცენტრი ბაზიდან კარგა შორს არის. მგზავრობაში დროის ხარჯვა არ მინდოდა. როდესაც რაღაც გიყვარს, დიდი დრო უნდა დაუთმო. სწორედ ეს გავაკეთე ნეაპოლში…...
სპალეტის ქველმოქმედება
ლუჩანო სპალეტიმ დიდებული ჟესტი გააკეთა: ცნობილი „პანდა დელო სკუდეტო” საჩუქრად ქალაქ ნეაპოლს გადასცა. ეს გახლდათ მანქანა-სიმბოლო, რომელიც „ნაპოლის” მესამე სკუდეტოს ეძღვნებოდა. ამიერიდან მას Santobono-Pausilipon Hospital-ში ნორჩ პაციენტებს გაახალისებს. საქველმოქმედო აქცია ორშაბათს თავად სპალეტის მონაწილეობით გაიმართება. „ფიატ-პანდა” მოხატულია, ზედ ვეზუვის გამოსახულება აქვს დატანილი და აწერია ციფრი 3, რაც „აძურის” სკუდეტოთა რაოდენობას ნიშნავს.
სპალეტი: როდესაც გარკვეულ დონეზე დაბლა ეშვები, სქემებს აზრი აღარ აქვს
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთან 0:2 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. „თამაშის ასეთი დასასრული მისი დასაწყისით შეიძლება ავხსნათ. მეტოქემ ტემპით გვაჯობა, როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური სისწრაფით. როდესაც ასე ნელა თამაშობ, სხვა ყველაფერზე ძნელია ლაპარაკი. წინა მატჩის შემდეგ გითხარით, რომ სავარაუდოდ ფეხბურთელებს ხეირიანად დასვენების საშუალება არ მივეცი და დაღლილები იყვნენ-მეთქი, მაგრამ ახლა ასე აღარ იყო. სქემაში...
ორშაბათამდე არაფერი შეიცვლება
„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ესპანეთთან საშინლად ითამაშა, რითაც მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. „გაძეტა დელო სპორტმა” მარჯვენა მცველის საკითხს ანალიტიკური წერილი მიუძღვნა. სტატიის ავტორი ამბობს, რომ შეხვედრის მეხუთე წუთზე ესპანელებისთვის უკვე ნათელი იყო, რომელი ფრთიდან უნდა შეეტიათ. დი ლორენცო შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კიეზა მას ვერ ეხმარებოდა. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაპოლის” კაპიტანი დიდი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური...









