„სტადიო ოლიმპიკოზე” გამარჯვებით ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად დაამარცხა ჟოზე მოურინიუ, მაგრამ მნიშვნელოვანი მარტო ეს არ იყო, მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ ამ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „რომას” ყველაფრით აჯობა. ეს იყო ლუჩანოს ულამაზესი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე ცხოვრობდა ამ სტადიონზე, „ჯალოროსიში” მუშაობა მისი ოცნება იყო, მაგრამ „ოლიმპიკო” მტრად მოუტრიალდა. იმ სეზონზე, მედიაში იმიტომ კი არ ლაპარაკობდნენ, რომ სპალეტიმ...
ჭდე: ლუჩანო სპალეტი
სპალეტი და ზამთრის ხანგრძლივი არდადეგები
სადაცაა სერია A-ს ჩემპიონატი დაისვენებს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა. „სპალეტის კარიერაში ბევრი საუცხოო სტარტი ჰქონია, მაგრამ შემდეგ მარცხდება”; „სპალეტის გუნდებს ზამთრობით ჩავარდნა აქვთ”; „ეს იქნება ანომალიური ჩემპიონატი” — რამდენჯერ მოვისმინეთ ბოლო კვირების მანძილზე ამ ტიპის მოსაზრება? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. და მაინც, ჩვენ შეგვიძლია ეს გამონათქვამები შევკრიბოთ, მათზე დაყრდნობით კი საყურადღებო დასკვნები გავაკეთოთ. ფაქტია, ჩერტალდოელ მწვრთნელს...
დიდი ბერტონი ხვიჩას შესახებ
„კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინელი დანიელ ბერტონის მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. „კვარაცხელია აშკარად ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მე მას ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ამ ბიჭის განვითარებაში მისტერ სპალეტის ექნება ფუნდამენტური როლი. რომელი სჯობია, კვარაცხელია თუ ლეაო? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთ ტოპ-ლიგაში, როგორიც არის იტალიის სერია A”.
დაუფასებელი გენიოსი
ლუჩანო სპალეტის უწოდეს დაუფასებელი გენიოსი, რომელმაც „ნაპოლი” ააღორძინა. ცნობამ ტოსკანელი მწვრთნელის წარმატების შესახებ ლა მანშს გადაღმაც დაიქუხა. ყველამ შეიტყო, რომ სპალეტის „ნაპოლი” იტალიასა და ევროპაში შოუებს დგამს. ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ საგანგებო ყურადღება დაუთმო ნეაპოლელთა თავკაცს და გაიხსენა, რომ ის კამპანიელ გულშემატკივარს არ უყვარდა. მანქანაც კი მოპარეს და შეუთვალეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიბრუნებთ, თუ ჩვენი გუნდის...
კრისტიან პანუჩის აინტერესებს სპალეტი რას იზამს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ისე თამაშობს, რომ იტალიაში გავრცელდა გამოთქმა: „ნაპოლის” გაჩერება” მხოლოდ „ნაპოლის” შეუძლია. ლუჩანო სპალეტის შეგირდები ყველგან დაფრინავენ, სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა მუდმივად ისმის კითხვა: რამდენ ხანს შეძლებს გუნდი ასეთი ფორმის შენარჩუნებას? ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს კრისტიან პანუჩის, რომელიც „მილანის” შემადგენლობაში სერია A-ს ორგზისა და ჩემპიონთა...
სპალეტი: არ მეტყობა რომ 6:1 მოვიგეთ?
ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამში „აიაქსის” 6:1 განადგურების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „დღევანდელმა მატჩმა მე ერთადერთი სწორი და სამართლიანი დასკვნა გამომატანინა: ეს არ იყო თამაში, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის. მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს, როგორ ითამაშე და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. მაგრამ, როგორც კი შეხვედრა მთავრდება, იმწუთასვე შემდეგზე იწყებ ფიქრს. რადგან თუ არ მოიგებ, ტალღიდან...
სპალეტი: აიაქსს ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს
ჩემპიონთა ლიგაში დღეს „ნაპოლი” „აიაქსს” სტუმრობს. ნეაპოლელები A ჯგუფს ლიდერობენ. გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩვენ ზღაპრულ სტადიონზე, დიდი კლუბის წინააღმდეგ მომაჯადოებელი თამაში გველის. მეტოქის შეტევას რამე უნდა მოვუხერხოთ და გამარჯვება უნდა ვცადოთ, რადგან დიდ გუნდად მხოლოდ ასე ჩამოვყალიბდებით”. რანაირი თამაში იქნება ტაქტიკურად? „გუნდს სიძლიერე მუშაობის ეთიკაზე ეტყობა. თუკი დამალვას ეცდები, „აიაქსი”...
ხვიჩას თანაგუნდელები ტორინოსთან გამარჯვების შესახებ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ტორინოს” 3:1 მოუგო. ორი გოლი, 6 წუთიან მონაკვეთში, 26 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაიტანა, მესამე — კვარამ. გოლები გავიდა მე-6, მე-12 და 37-ე წუთებზე, რასაც ტურინელებმა 44-ე წუთზე ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გოლი აღარ გასულა. „ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ შეხვედრაში წარმატებას რომ მივაღწიეთ. არის თუ არა ეს...
სპალეტი მცირე უპირატესობას ეძებს
დღეს „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” მასპინძლობს. „ეს იქნება იმ ორი გუნდის შეხვედრა, რომლებიც კარგად თამაშობენ და დიდი მიზნები აქვთ, – თქვა ბოლო პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ, — ძნელი სათქმელია რომელი აჯობებს. რომელი მოიფიქრებს, როგორ მოიპოვოს მოედანზე ის მცირე უპირატესობა, რომლის წყალობითაც მოწინააღმდეგეს დაამარცხებს. ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ. მისი დაკარგვა არ ივარგებს, რადგან მილანელები მის ფლობაზე...
ხვიჩას მონადირებული პენალტი, 90 წუთი და ნაპოლის 3:0
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გლაზგოში „რეინჯერსს” 3:0 მოუგო. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც იტალიურმა გუნდმა შოტლანდიურს სამი პენალტი დაურტყა, რომელთაგან ორი ვერ გაუტანა. შეხვედრას სჯიდა ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი, რომელმაც სამივე თერთმეტმეტრიანი სწორად დანიშნა. მეორე პენალტი პირველის გამეორება იყო. როდესაც პიოტრ ჟელინსკიმ პირველად დაარტყა და 40 წლის ალან მაკგრეგორმა მოიგერია, მსაჯმა შეამჩნია, რომ „ნაპოლის” ერთ-ერთი ფეხბურთელიც ადრე...









