ჭდე: ლუჩანო სპალეტი

Home ლუჩანო სპალეტი
სპალეტი ლექციაზე
ჩანაწერი

სპალეტი ლექციაზე

„ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კოვერჩანოში უეფა-პროსა და უეფა A-ს დამწყები მწვრთნელებისთვის ლექცია ჩაატარა. მსმენელთა შორის იყვნენ მისი ყოფილი ფეხბურთელები დანიელე დე როსი და ალბერტო აკვილანი. სპალეტის ლექციას აგრეთვე ესწრებოდნენ „ტორინოსა” და „რომას” ასისტენტი მწვრთნელები მატეო პარო და სალვატორე ფოტი, რომლებიც „ნაპოლის” თავკაცს მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდნენ. „ნაპოლიმ” „ტორინოს” შინ 3:1 მოუგო (ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ...

მას შეუძლია წიგნში შევიდეს
ჩანაწერი

მას შეუძლია წიგნში შევიდეს

ლუჩანო სპალეტი ცრუმორწმუნე კაცია. მას სკუდეტოზე ლაპარაკი არ უყვარს, არადა 15 ტურის შემდეგ მისი შესანიშნავი „ნაპოლი” 8 ქულით უსწრებს ჩემპიონ „მილანს” და 10 ქულით „იუვენტუსს”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ სკუდეტოზე ხშირად ეკითხებიან. ამასწინათ, კოვერჩანოში შედგა ჟურნალისტების ანდრეა სანტონისა და ჯანი მარკეზინის წიგნის  „იტალიელი მწვრთნელების” პრეზენტაცია, რომელშიც ბევრი საინტერესო ამბავი წერია, თუმცა მათგან ერთზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი...

კვარა მესის, ნეიმარისა და ჰალანდის გვერდით…
ჩანაწერი

კვარა მესის, ნეიმარისა და ჰალანდის გვერდით…

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდა. განვლილი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, goal.com-მა ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც „ნაპოლის“ ორი ფეხბურთელი მოხვდა – კიმ მინ ჯაე და ხვიჩა კვარაცხელია. goal.com-ი ქართველ თავდამსხმელზე წერს: „შევჩერდებით ფეხბურთელზე, რომელიც „წლის ტრანსფერის“ ნომინაციაში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია – „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია. 21 წლის ფეხბურთელი,...

ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა
ჩანაწერი

ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა

„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:0 მოუგო „ემპოლის”. ანგარიში 69-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი 88-ე წუთზე იმავე ლოსანოს პასით, ტექნიკური დარტყმით, მოედანზე 64-ე წუთზე შესულმა პიოტრ ჟელინსკიმ შეაგდო. ამ ორ გოლს შორის, 74-ე წუთზე სტუმრებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გაუძევეს. „ძალიან მინდოდა ამ პენალტის დარტყმა. ყველამ გამამხნევა,...

სპალეტი: ბიჭებს უპირველეს ყოვლისა თამაშის საშუალება უნდა მისცე
ჩანაწერი

სპალეტი: ბიჭებს უპირველეს ყოვლისა თამაშის საშუალება უნდა მისცე

„ატალანტასთან” თამაშის წინა დღეს „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მისმა გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, წამით არ უნდა დაივიწყოს, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდება. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ზურგის ტკივილის გამო ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე...

სპალეტი: ჯგუფის მოგება დიდი შედეგია
ჩანაწერი

სპალეტი: ჯგუფის მოგება დიდი შედეგია

„ჩვენ პრაქტიკულად ვერ გვაჯობეს. შეიძლება ბოლოს კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლა და…,” — თქვა „ლივერპულისა” და „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ. 85-ე და 90+8 წუთებზე მოჰამედ სალაჰისა და დარვინ ნუნიესის მიერ გატანილი გოლებით მერსისპირელებმა ვეზუვის კალთებიდან ჩამოსული სტუმრები 2:0 დაამარცხეს. „გაძეტა დელო სპორტის” აზრით ჯერ ერთი შედეგი არ ასახავს იმ თამაშს, რომელიც...

ლობოტკას ხელფასს უზრდიან
ჩანაწერი

ლობოტკას ხელფასს უზრდიან

სტანისლავ ლობოტკა ლუჩანო სპალეტისეული „ნაპოლის” ბურჯი არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც, მალე ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი მოთამაშე გახდება. სლოვაკი ნახევარმცველი ნეაპოლში 2020 წლის იანვარში ჩავიდა. მასში გვარიანი თანხა გადაიხადეს — ლობოტკას „სელტასგან” გამოსახსნელად „ნაპოლიმ” 20 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გაიღო და ეს ფული თავიდან ბევრს გადაყრილად მოეჩვენა. საქმე ის არის, რომ ახალწვეულს „ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი...

სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა
ჩანაწერი

სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა

დადგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე. ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი” ლივერპულში თამაშობენ, „ენფილდზე”. „აძურიმ”  წინა ხუთი მატჩი მოიგო და ის უკვე მერვედფინალშია, მაგრამ გასარკვევი დარჩა საბოლოო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. ამას წილისყრისთვის აქვს მნიშვნელობა. ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე როგორც მოსალოდნელი იყო იმედიანიც ჩანდა და ფრთხილიც. გარდა ამისა, მას კვარაცხელიასა და მერსისაიდელთა კერპის, მოჰამედ...

სპალეტი: ნაპოლი დაბალანსებულია, კიმი – ცხოველი
ჩანაწერი

სპალეტი: ნაპოლი დაბალანსებულია, კიმი – ცხოველი

„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „გლაზგო რეინჯერსს” 3:0 მოუგო. იტალიური კლუბის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასვენა, პიოტრ ჟელინსკი და ირვინგ ლოსანო კი მხოლოდ ბოლო წუთებში დატვირთა. „აძურის” მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თქვა: „დღეს ვათამაშე ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კვირას „რომასთან” არ უთამაშიათ, მაგრამ მანამდე ბევრ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შესაძლოა სხვა გუნდებში როდესაც მატჩის...

სპალეტი: ჩვენი ქალაქი მოედანზე უნდა ვაჩვენოთ
ჩანაწერი

სპალეტი: ჩვენი ქალაქი მოედანზე უნდა ვაჩვენოთ

დღეს „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „გლაზგო რეინჯერსს” მასპინძლობს. ოფიციალური პრეს-კონფერენციის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „სქაი სპორტს”, სადაც თქვა: „სიამაყით ვივსებით იმის გამო, რომ გულშემატკივართა გულები მოვინადირეთ და ხალხი ტრიბუნებზე დავაბრუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქომაგები ჩვენს შრომას აფასებენ, რაც ყველაზე მეტად გვიხარია. მთავარი ის კი არ არის,...