ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ისე თამაშობს, რომ იტალიაში გავრცელდა გამოთქმა: „ნაპოლის” გაჩერება” მხოლოდ „ნაპოლის” შეუძლია. ლუჩანო სპალეტის შეგირდები ყველგან დაფრინავენ, სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა მუდმივად ისმის კითხვა: რამდენ ხანს შეძლებს გუნდი ასეთი ფორმის შენარჩუნებას?
ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს კრისტიან პანუჩის, რომელიც „მილანის” შემადგენლობაში სერია A-ს ორგზისა და ჩემპიონთა ლიგის, ხოლო „რეალის” შემადგენლობაში ლა ლიგის გამარჯვებულია, თავისი მოსაზრება და ეჭვები აქვს:
„ლუჩანო სპალეტის ბიჭებს გასულს სეზონშიც შესანიშნავი სტარტი ჰქონდათ. რად უნდა ლაპარაკი, რომ თანდათანობით გარემო დამძიმდება და სწორედ აქ მაინტერესებს, როგორ გაართმევს სპალეტი ამოცანას თავს. ის გამოცდილი მწვრთნელია, მაგრამ სეზონი ბევრჯერ დაუწყია კარგად, შემდეგ კი უეცრად გამტყდარა. თუ გახსვოთ, „რომაშიც” მეორეზე გავედით,” — თქვა პანუჩიმ.
ვინც იტალიურ საიტებზე გამოქვეყნებული სტატიების კომენტარებს კითხულობს, აქა-იქ გადააწყდებოდა იმავე მოსაზრებას, რომ სპალეტის გამორჩევით კარგი სტარტი ახასიათებს, თუმცა იმავე დონეს ხშირად ვერ ინარჩუნებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
