ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ისე თამაშობს, რომ იტალიაში გავრცელდა გამოთქმა: „ნაპოლის” გაჩერება” მხოლოდ „ნაპოლის” შეუძლია. ლუჩანო სპალეტის შეგირდები ყველგან დაფრინავენ, სერია A-სა თუ ჩემპიონთა ლიგაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა მუდმივად ისმის კითხვა: რამდენ ხანს შეძლებს გუნდი ასეთი ფორმის შენარჩუნებას? ვეტერან იტალიელ ფეხბურთელს კრისტიან პანუჩის, რომელიც „მილანის” შემადგენლობაში სერია A-ს ორგზისა და ჩემპიონთა...
