„ტრანმერის” ფეხბურთელმა ბენ ტოლიტმა „ლივერპულის” გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს f****** s*** უწოდა — თარგმნას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ქართულად სრული სისულელე გამოდის. ვინც ინგლისური გინება კარგად არ იცით გვენდეთ, რომ ცუდი სიტყვებია. ეს ყველაფერი შუა თამაშის დროს მოხდა. თამაში ამხანაგური იყო და ის „ლივერპულმა” 3:2 მოიგო. გინების მიზეზი ლორის კარიუსის მორიგი უხეში შეცდომა გახლდათ. ამჯერად ასე მოხდა:...
ჭდე: ლივერპული
კვირაში 200 000! ვაჭრობა დასრულებულია!
იურგენ კლოპს შეუძლია სამომავლო გეგმები კვლავ მოჰამედ სალაჰზე ააგოს: „ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 26 წლის ეგვიპტელმა მათთან ხანგრძლივი ვადით გააგრძელა ხელშეკრულება. ამრიგად, სალაჰის გამო ვაჭრობა, რომელშიც ყველაზე მეტად „რეალი” აქტიურობდა, დასრულებულია. თავდამსხმელისთვის ახალი ხელშეკრულება ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ნიშნავს. მას კვირის შემოსავალი ფაქტობრივად გაუორმაგეს და 200 000 გირვანქას ანუ 226 000 ევროს გაუტოლეს. ამრიგად, მოჰამედ სალაჰი...
სალაჰი: შეიძლება განზრახაც დამამტვრია
არა და არ ბეზრდება საფეხბურთო მსოფლიოს მოჰამედ სალაჰისა და სერხიო რამოსის ამბის მოსმენა. კვლავ ისმის კითხვა: ძალად დააშავა „რეალის” კაპიტანმა „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი თუ რაც მოხდა შემთხვევითობა იყო. ამჯერად დუმილი სალაჰმა დაარღვია. ესპანური „მარკას” კითხვაზე მისი აზრით განზრახ ატკინა თუ არა მადრიდელმა მხარი, თავდამსხმელმა უპასუხა: „არ ვიცი, შესაძლოა განზრახაც. მოედანზე რომ დავეცი ერთბაშად მომერია ფიზიკური...
ფირმინო: სერხიო რამოსმა იდიოტობა თქვა
რობერტო ფირმინომ სერხიო რამოსს იდიოტი უწოდაო, წერს მსოფლიო პრესა. მიზეზი რამოსის ცინიკური კომენტარი გახლდათ. მას მერე, რას „რეალის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰის შემდეგ მეკარე ლორის კარიუსის დაშავებაც დაბრალდა და ითქვა, რამოსთან შეტაკება რომ არა კარიუსი ორ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებდაო, ესპანელმა სარკასტულად იხუმრა: „ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და...
რამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე....
დამნაშავე ისევ რამოსია
სერხიო რამოსი ან მართლა ტარტაროზია ან ყველაფრის მისთვის დაბრალება მოდაში შემოვიდა. ახლა ამბობენ, რომ „ლივერპულის” გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომა იმის ბრალია, რომ თამაშის დასაწყისში მას რამოსი შეასკდა და ტვინი შეურყია. სხვა სიტყვებით, რამოსის უხეშობა რომ არა, კარიუსი ფინალში ორ უპატიებელ გოლს არ გაუშვებდა. „ბილდი” წერს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ კარიუსს ქცევაში ნორმიდან...
რეალზე ორჯერ ძლიერი ბაიერნი
რა მაცოფებს? ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებისას აშკარად დავინახე — „რეალის” დამარცხებაც შეგვეძლო და „ლივერპულისაცო”, თქვა „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „აბენდცაიტუნგთან” ინტერვიუში ფინალიდან ერთი კვირის მერე. ჰიონესმა თავისი აზრი უფრო მძაფრადაც კი გამოხატა: „ნახევარფინალში „რეალს” ორჯერ ვჯობდით. ხოლო შემდეგ, როდესაც ფინალს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს თასი ჩვენ უნდა აგვეღო”. მეორე ხრივ, პრეზიდენტის ნათქვამი იმას...
კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ
ოლივერ კანი შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ „ლივერპულის” 24 წლის მეკარეს, მის თანამემამულეს, გერმანელ ლორის კარიუსს შეიძლება კარიერა დაუნგრიოს. ვეტერანმა გოლკიპერმა ZDF-თან ინტერვიუში თქვა: „სიტყვებიც კი ვერ შემირჩევია. არ მაგონდება მეკარეს იმაზე დიდი კოშმარი გადახდენოდეს, კარიუსს რომ გადახდა ამ ფინალში. ერთმა ასეთმა საღამომ შეიძლება მთელი კარიერა დაამსხვრიოს”. მართლაც, ლორის კარიუსმა ისეთი...
დასაწყისში თამაში მხოლოდ იწყება!
დღეს, კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ევროპული… უფრო სწორად მსოფლიო საკლუბო სეზონის მთავარი მატჩი. „ლივერპული” „რეალს” ხვდება — გუნდს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ არის ფინალში და წინა სამ შემთხვევაში თასი აიღო. ლივერპულელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა:„ჩვენ კიევში დიდი საქმეებისთვის ჩამოვედით!” BBC წერს, რომ მერსისაიდელებს სისხლის ყივილი აქვთ, დნმ-ს ეყრდნობიან. თუ ისინი თასს მოიგებენ, ეს...
ლივერპულელებს კიევში აღარ იღებენ
„ლივერპულის” ათასამდე ფანი შეიძლება კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ვერ ჩავიდეს — უკრაინის დედაქალაქისკენ სამი რეისი გაუქმდა. ტუროპერატორი Worldchoice Sports მერსისაიდელ ფანებს „ლივერპულისა” და „რეალის” შეხვედრაზე ჩასვლას უპრობლემოდ ჰპირდებოდა, მაგრამ ახლა იძულებულია ხალხს ფული დაუბრუნოს. მიზეზი: კიევის ბორისპოლის აეროპორტი ამდენ რეისს ვერ აუდის. უკრაინელები ფიზიკურად ვეღარ პოულობენ დროს, ეს რეისები სადმე რომ ჩასვან. თუმცა, მდგომარეობა შეიძლება...









