იურგენ კლოპი ამბობს, რომ შაბათს, კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „რეალითან” მის „ლივერპულს” გამარჯვების კარგი შანსი აქვს. „მოწინააღმდეგეს მართლა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაქვს: ჩვენც კარგი გუნდი გვყავს”, — თქვა კლოპმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ფინალისთვის მზადებას მიეძღვნა. მადრიდელები ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გასაკვირი არ არის, რომ ფავორიტებად ითვლებიან,...
ჭდე: ლივერპული
ლივერპულის აღლუმი 27 მაისს
„ლივერპულის” ფანები უკმაყოფილონი არიან — ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საზეიმო აღლუმის გეგმები ისე ვერ ეწყობა როგორც მათ უნდათ. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ „რეალს” დაამარცხებენ და თასს მოიგებენ. გეგმა კი ასეთია: „ლივერპულმა” 26 მაისს კიევში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო მეორე დღეს, 27-ში, კვირას, ქალაქში, გულშემატკივართა გასახარად თასი ჩამოატაროს. მათდა სამწუხაროდ, ამ აღლუმს ვერ უსწრებენ გუნდის ყველაზე თავგადაკლული...
კლოპმა ნუ მოიმუნობო!
მო სალაჰს „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უსაყვედურა გაფორმებასა და ეგრეთწოდებულ დაივინგს თავი დაანებეო. გერმანელი უკმაყოფილოა, რომ „ჩელსისთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში მისმა მთავარმა ვარსკვლავმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის გერი კეჰილთან ოდნავი კონტაქტის გამო წაიქცა, რაც მსაჯმა არ აპატია. კლოპმა თქვა: „ასეთი რამის ნახვა მეტად აღარ მინდა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს სიმულაცია იყო. ან, შეიძლება...
ლივერპულის კაცური საქციელი
„ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და… საგანგებო ბანერით შონ კოქსს მიაგო პატივი. შონ კოქსი ის ირლანდიელი კაცია, რომელსაც პირველი შეხვედრის წინ, ლივერპულში, რომაელმა ხულიგნებმა თავში რაღაც ჩაარტყეს და კომაში ჩააგდეს. ის დღემდე საავადმყოფოშია. ექიმები მის მდგომარეობას კვლავაც კრიტიკულს უწოდებენ. მერსისაიდელი ფეხბურთელების საქციელი (მათ ხომ ამ საქციელით ფინალში გასვლა ფაქტობრივად თავიანთ მძიმე დღეში ჩავარდნილ გულშემატკივარს მიუძღვნეს) აშკარად...
სალაჰი მდიდრდება
მოჰამედ სალაჰს „ლივერპული” ხელფასს გაუორმაგებს. თავდამსხმელს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 43 გოლი აქვს გატანილი, მერსისაიდული კლუბის შეფებმა კვირაში 185 ათასი გირვანქა შესთავაზეს. ეს 210 ათასი ევროა. ასე ცდილობენ ლივერპულელები 25 წლის ეგვიპტელის შენარჩუნებას, თორემ ბოლოხანს „რეალის” ინტერესზე დაიწყეს ლაპარაკი. „წითლებს” კი ესპანელებისგან მხოლოდ ცუდი ახსოვთ: „ბარსელონამ” მისგან ჯერ ლუის სუარესი გადაიბირა, მერე კი ფილიპე კოუტინიუ. იბერიელთა...
მოურინიუს სალაჰის გაყიდვას აბრალებენ
საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა? მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის”...
ხუთი ათასი ინგლისელი, რომი და ომი
„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის. შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2. რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ...
გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან
ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე...
ლივერპულელის მდგომარეობა კრიტიკულია
ორი კაცი დაიჭირეს. ისინი იურისტების ენით რომ ვთქვათ მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. დაზარალებულია 53 წლის ლივერპულელი მოქალაქე, რომელიც „დეილი მეილის” ცნობით ქუჩაში ეგდო და სიკვდილს ებრძოდა. ინგლისური გაზეთი წერს, რომ ჩხუბი თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ატყდა, როდესაც რომაელმა ფანებმა, რომლებსაც კლუბის მაისურები არ ეცვათ, „ენფილდთან” ახლოს „ალბერტ პაბს” შეუტიეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ იტალიელი ხულიგნები...
პიცა, სინიორ, ჰერ თუ მისტერ კლოპისთვის
„ლივერპულისა” და „რომას” ჩემპიონთალიგური ნახევარფინალის წინ მეტოქეთა მწვრთნელებს რას აღარ ეკითხებიან. ინგლისური გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, მაგალითად, შეჭამეს, მანდედან სხვა გუნდში როდის უნდა გადახვიდეო და დაუზუსტეს კიდეც, სერია A-ში გადაბარგებაზე რა აზრისა ხარო. „მეეჭვება იტალიურ კლუბში ჩემს მუშაობას აზრი ჰქონდეს, რადგან იტალიურად მხოლოდ რესტორანში სპაგეტის შეკვეთა შემიძლია, ეს კი გუნდის გაძღოლისთვის საკმარისი არ უნდა...









