ჭდე: ლივერპული

Home ლივერპული
ჩვენ კი ნამდვილი ნეიმარი შეგვიტევს
ჩანაწერი

ჩვენ კი ნამდვილი ნეიმარი შეგვიტევს

დღეს „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩია, „ლივერპული” „პარი სენ ჟერმენს” ხვდება და მასპინძელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ნეიმარის გამოთიშვის მიზნით მის გადათელვას არ შეეცდებიან. მან ისიც აღიარა, რომ ბრაზილიელის განეიტრალება ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეა. „ნეიმარი პსჟ-მ ბოლო ტურის შეხვედრაში დაასვენა ასე რომ, ჩვენთან სათამაშოდ 100 პროცენტით იქნება მზად. ის დაშავებულიც აღარ არის. „ენფილდზე” სრულყოფილ ნეიმარს...

სალაჰ, მიეცი პასი!
ჩანაწერი

სალაჰ, მიეცი პასი!

იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისმა „ლივერპულმა” „თამაშების მოკვლა” უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იმის მტკიცება, რომ რაკიღა გუნდი გასულ სეზონში ფინალში იყო, ახლა მაინცდამაინც უნდა გაიმარჯვოს, გერმანელი მწვრთნელის აზრით გადაჭარბებულია. შაბათს მერსისაიდელები სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შეხვდნენ და 2:1 მოუგეს. ანგარიში ჟორჟინიო ვინალდუმმა გახსნა, მეორე რობერტო ფირმინომ შეაგდო, „დეზებმა” კი მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეძლეს...

გაბრაზდი, სიმონ?!
ჩანაწერი

გაბრაზდი, სიმონ?!

2018 წლის იანვარში, ანუ კალენდარული წელი რომ იწყებოდა, სიმონ მინოლე ჯერ კიდევ „ლივერპულის” მთავარი მეკარე იყო. მეტიც, იანვრის პირველ შეხვედრაში, „ბარნლის” წინააღმდეგ, რომელიც მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს, ბელგიელი გუნდს კაპიტნობდა. მაგრამ აი, გავიდა ცხრა თვე და სათადარიგოთა სკამზე ჩაკარგული მინოლე იურგენ კლოპზე გაბრაზებულია. გასული სეზონის ბოლოს კლოპმა მას გერმანელი ლორის კარიუსი ამჯობინა — კარიუსი ის მეკარეა,...

მილნერი და მისი მშობლიური ენა
ჩანაწერი

მილნერი და მისი მშობლიური ენა

„ლივერპულმა” „ბრაიტონს” 1:0 მოუგო, მერსისაიდელთა ძველმა ვარსკვლავმა სტივ მაკმანამანმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს მილნერი დაასახელა და საამისოდ ძალიან უცნაური მიზეზი დაასახელა. მაკმანამანი BT Sport-ზე თანა-კომენტატორი გახლდათ, როდესაც „ლივერპულმა” „ბრაიტონთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, „წითლებმა” მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. თავისი ყოფილი გუნდის შემყურე მაკმანამანმა თქვა, ფეხბურთელები არაფრისმეტყველები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოდ მილნერს...

ლორის კარიუსი წავიდა
ჩანაწერი

ლორის კარიუსი წავიდა

შეთანხმება შედგა: ლორის კარიუსი ორი წლით „ბეშიქთაშში” ითამაშებს! „ლივერპული” გერმანელ მეკარეს სტამბოლის გუნდში იჯარის წესით უშვებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომებით თავგამოჩენილი გოლკიპერი დღეს, ოჯახის წევრებთან და ერთგულ მრჩეველ ფლორიან გოლთან ერთად მანჩესტერის კერძო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქს გაემგზავრა. კარიუსმა მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ახალშეძენილ ალისონთან წააგო. „ლივერპულმა” ალისონში 62 მილიონი ევრო გადაიხადა. „ბეშიქთაშის” შემადგენლობაში კი...

მოურინიუ გაღიზიანდა
ჩანაწერი

მოურინიუ გაღიზიანდა

მიჩიგანში „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა — 4:1. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა გამწარებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი კლუბის ხელმძღვანელების გასაგონად მოურიდებლად ილაპარაკა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. პორტუგალიელმა თქვა, რომ ამ ზაფხულს „შახტარისგან” ნაყიდი ფრედის, „პორტუსგან” ნაყიდი დიოგო დალოტისა და „სტოკ სიტისგან” ნაყიდი მეკარე ლი გრანტის გარდა კიდევ ორი ახალი მოთამაშე სჭირდება....

გავაღიმოთ ჟოზე მოურინიუ
ჩანაწერი

გავაღიმოთ ჟოზე მოურინიუ

ამერიკულ შეკრებაზე, ენ არბორში, იურგენ კლოპმა ასე იხუმრა: „ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟოზეს გაღიმებაა, ვინაიდან ეს არც ისე ხშირად ხდება”. ახლა, მოვყვეთ რა ხდება. ორიოდ დღის წინ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპი სატრანსფერო პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი ახალ ფეხბურთელებში დიდძალი ფულის ხარჯვის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელის სიტყვამწარეობა ჰაერიდან არ მოსულა. მას...

ტეილორ სვიფტის გატკეპნილ გაზონზე
ჩანაწერი

ტეილორ სვიფტის გატკეპნილ გაზონზე

მო სალაჰმა „ლივერპულის” მაისურით თამაში ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც შეწყვიტა — მოედანზე შევიდა და 52 წამში გოლი გაიტანა. ეგვიპტელი, რომელმაც გასულ სეზონში 44 გოლი შეაგდო, არდადეგების შემდეგ ვარჯიშს წინა პარასკევს შეუდგა. შეხვედრა, რომელზეც მოგახსენებთ ნიუ ჯერსიში გაიმართა. ერთმანეთს „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ეთამაშნენ. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ მონაწილენი MetLife Stadium-ის გაზონზე დარდობდნენ — შაბათსა და...

კარიუსის მორიგი შეცდომა
ჩანაწერი

კარიუსის მორიგი შეცდომა

ცოდოა ეს კაცი — „ლივერპულის” დათარსულმა მეკარემ ლორის კარიუსმა მწვრთნელ იურგენ კლოპს ალბათ საბოლოოდ დაუმტკიცა, რომ მერსისაიდელთა კარს სხვა უნდა იცავდეს. აშშ-ის ქალაქ შარლოტში, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობს, „ბენქ ოფ ამერკა სთედიუმზე”, „ლივერპულისა” და „დორტმუნდის” თამაში სულ რაღაც სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც მან მორიგი უხეში შეცდომა დაუშვა: ბურთის მოსაგერიებლად გამოვარდა, მაგრამ შორს გადაგდების ნაცვლად...

ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი სეზონი გაუცდება
ჩანაწერი

ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი სეზონი გაუცდება

როგორც ჩანს „ლივერპულის” ვარსკვლავ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი შემდეგი სეზონი გაუცდება. 24 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მყესები აპრილის თვეში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „რომასთან” შეხვედრის დროს დაიზიანა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის 2018-19 წლების სეზონი მთლიანად მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ჩაივლის. „ეს რომ ასე იქნებოდა იმთავითვე ვიცოდით. ოქსს ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაცია რომ...