პრემიერლიგის მე-14 ტურში მერსისაიდური დერბი ანუ „ლივერპულისა” და „ევერტონის” შეხვედრა ყველაზე კარგი სანახავი ალბათ არ იყო, მაგრამ ყველაზე კურიოზული გოლი, თან „პრემიერლიგურად”, მსაჯის წამატებული დროის თითქმის ბოლო წამზე, სწორედ აქ გავიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ინგლისის ჩემპიონატი რაგინდ გადაივსოს უცხოელი ფეხბურთელებით, თავის ეშხსა და თვისებებს არ კარგავს. ანგარიში 0:0 იყო, როდესაც საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან ...
ჭდე: ლივერპული
ჯობს სალაჰი ლივერპულიდან წავიდეს
გუშინ „ლივერპულმა” „უოტფორდს” სტუმრად 3:0 მოუგო. მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ შორია, ეგვიპტის ნაკრების ახალ მწვრთნელს, 59 წლის მექსიკელ ხავიერ აგუირეს კი არ მოსწონს, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი, 26 წლის მოჰამედ სალაჰი კვლავ დიდი ტიტულის გარეშე დადის. „თუ ერთ-ორ წელიწადში „ლივერპული” ისევ...
ყველაზე დიდი სიხარული: თავისი გუნდის დამარცხება!
იურგენ კლოპს „ლივერპულში” მუშაობის სამი წელიწადი შეუსრულდა და New Balance Football-თან ინტერვიუში განვლილ პერიოდს გადახედა. 51 წლის გერმანელს სთხოვეს გაეხსენებინა მისი მერსისაიდზე მუშაობის საუკეთესო მომენტი. საინტერესოა, რომ მან არც კი ახსენა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება, სადაც „წითლები” ფინალში გავიდნენ და მხოლოდ იქ დამარცხდნენ „რეალთან”. ხსენებული სამი წლის განმავლობაში 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა კლოპმა 2016...
არ ვიცნობ, მაგრამ მადლობელი ვარ
ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდის” ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, არადა სულ 20 წლისა გახლავთ. ის გერმანიაში 2015 წელს გადმობარგდა, როდესაც ჯერ კიდევ საყმაწვილო გუნდის ფეხბურთელი იყო. მაშინ „დორტმუნდის” დიდ გუნდს იურგენ კლოპი წვრთნიდა და პულიშიჩი უკვე თვალში მოსდიოდა. „ჯერაც ყმაწვილთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც კლოპმა პირველად მავარჯიშა პროფესიონალებში, — მოყვა ამერიკელმა „გოლთან” ინტერვიუში, — ამით მან დიდი...
ლივერპულის და ბარსას პირობა
„მირორი” წერს, რომ „ლივერპულს” და „ბარსელონას” გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე” გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც ნაახალწლევს ტრანსფერი მაინც შედგა, Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით „წითლებმა” „ბარსელონას” პირობა დაადებინეს, რომ კოუტინიუს შეძენიდან სამი...
სტარიჯის კუზენის ფსონი და ნათესაური კონფლიქტი
დენიელ სტარიჯის ახლო ნათესავი 10 000 გირვანქიან ფსონს ჩავიდა, რომ ფეხბურთელი „ლივერპულს” დატოვებდა და „ინტერში” გადავიდოდა. ეს ამბავი წლეულს, 17 იანვარს მოხდა, როდესაც სტარიჯის სატრანსფერო მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არანაირი ცნობა არ არსებობდა. ფეხბურთელი მართლა „ინტერში” რომ გადასულიყო, კუზენი (ბიძაშვილი, მამიდაშვილი ან დეიდაშვილი) 27 000 გირვანქას მოიგებდა. დღეს ეს ეგრეთწოდებული ოჯახური ნიძლავი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში წამოწყებული...
კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
დღე ისე არ გავა, 21 წლის ფრანგ თავდამსხმელზე ოსმან დემბელეზე რაიმე ახალი რომ არ ითქვას. ამჯერად, „სანმა” გამოაცხადა, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ლივერპულის” მწვრთნელის იურგენ კლოპის ინტერესი ბარსელონელის მიმართ. კლოპი მზად ყოფილა მასში 85 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც კლუბის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელში გადაიხადა 75 მილიონი გირვანქა გახლდათ. ამ...
კლოპი ერთა ლიგას უტევს
„მსოფლიოში ყველაზე უაზრო შეჯიბრება” — ასე შეამკო ცოტა ხნის წინ ქართველების მოწონებული ერთა ლიგა „ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ამ დღეებში კი ახალი ენერგიით შეუტია მას: „მე მიყვარს დიდი შეჯიბრებები, მაგრამ ხანდახან სიჩქარე უნდა გამოცვალო. ერთა ლიგა კარგი იდეაა, ოღონდ სხვა სპორტში. ფეხბურთში მისთვის ადგილი არ არის”. რასაკვირველია, კლოპის უკმაყოფილება სანაკრებო წყვეტით არის განპირობებული. მისი...
პოლიციელები ლუდით ხელში
ხვალ, „მანჩესტერ სიტი” აპრილის შემდეგ პირველად ჩადის ლივერპულში, „ენფილდ როუდზე”. გაზაფხულზე კი, თუ გახსოვთ, ეს ორი ინგლისური კლუბი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდა და მაშინ მერსისაიდელმა ხულიგნებმა სტადიონისკენ მიმავალ „ქალაქელთა” ავტობუსს სერიოზულად შეუტიეს. ახლა „სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა მათ აფრთხილებს, რომ მსგავსი რამ გულში არც კი გაივლონ. „სიტის” გულშემატკივართა ნაწილს თავიანთი ვარსკვლავების ესკორტირებაც კი ჰქონდა...
სალაჰს ეწყინა თუ გაუხარდაო?
რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფირმინო სათადარიგოთა სკამზე...









