„რეალმა” „ლევანტესთან” შინ დამარცხება (1:2) მოახერხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მდგომარეობა გაიუარესა. მადრიდელებმა ფაქტობრივად მთელი მატჩი ათი კაცით ითამაშეს — მე-9 წუთზე მილიტაომ სერხიო ლეონი ბოლო იმედის წესის დარღვევით წააქცია, რისთვისაც მსაჯმა დავიდ მედიე ხიმენესმა მოედნიდან გააძევა. ამ გაძევებამ ზინედინ ზიდანის არყოფნაში (კორონავირუსს ებრძვის) დავიდ ბეტონის მომზადებულ გუნდს დაღი დაასვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოვლენები...
ჭდე: ლა ლიგა
სამეფო კლუბს გვირგვინა ვირუსმა შეუტია
„რეალმა” დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაჩო ფერნანდესსაც შეეყარა. ნაჩომ იცოდა, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდით დაავადებულ ადამიანთან და ამიტომ გუნდს, ამ ხუთი დღის წინ, „ალკოიანოსთან” სათასო შეხვედრაზე არ გაჰყვა. მაშინ, ნაჩოს ტესტის პასუხი ჯერ კიდევ უარყოფითი იყო. შემდეგ მცველს მეორე ტესტი ჩაუტარეს და პასუხის ლოდინში ის არც ბასკეთს გაემგზავრა „ალავესთან” სათამაშოდ, სადაც „რეალმა” 4:1 მოიგო. საბოლოოდ, 31...
ბარსელონაში არჩევნები გადაიდო
როგორც ჩანს, „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი 7 მარტი იქნება. პარასკევს, კატალონიის დედაქალაქში, რამდენიმე შეხვედრისა და თათბირის შემდეგ, გადაწყდა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში არჩევნების 24 იანვარს ჩატარება არ შეიძლება. ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ კლუბისა და კატალონიის მთავრობის წარმომადგენლები. იმავე დღეს, საღამოს საათებში, „ბარსას” პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსი შეხვდა სამ კანდიდატს — ჟოან ლაპორტას, ვიქტორ ფონტსა და...
რეალს პატარები უბედავენ
2020-21 წლების სეზონში „რეალი” ძლიერ მეტოქეებთან ყოჩაღობს, მაგრამ ეგრეთწოდებულ პატარა გუნდებთან ხშირად ფეხი უცდება. ასე მოხდა ლა ლიგის ბოლო ტურშიც, „ოსასუნასთან”. შეხვედრა დამთავრდა 0:0. მადრიდელებმა პამპლონაში ორი ქულა დაკარგეს და ახლა, იმ მეტოქეებთან დაკარგული ქულების რაოდენობა, რომლებთანაც უნდა მოეგოთ, უკვე ათს უდრის. „თეთრებს” ფეხი პირველად მეექვსე ტურში შინ, „კადისთან” დაუცდათ (0:1) და რამდენიმე დღეში, ჩემპიონთა...
გრიზმანის დაბრუნება
რაც „ბარსელონაში” გადავიდა, ანტუან გრიზმანმა გულშემატკივარი დააჩვია, რომ მეტწილად მუშაობს, მაგრამ გოლები ვერ გააქვს. „გრანადასთან” სხვა სურათი ვიხილეთ. ფრანგმა ორი შეაგდო და ზოგადად, „ბლაუგრანაში” გადასვლის შემდეგ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა. მატჩის შემდეგ, Movistar-თან საუბრისას გრიზმანმა თქვა, რომ ძალიან გახარებულია, რადგან: „აქამდე ბურთი კარში ჯიუტად არ შედიოდა, ახლა კი შევარდა და იმედია, ამიერიდან ასეც გაგრძელდება”. პირველ...
ზიდანი: ეს ფეხბურთი არ იყო
„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციებზე ჩვეულებრივ თავშეკავებული და დიპლომატიურია, მაგრამ პაპმლონაში 0:0-ს შემდეგ ბრაზი ვერ დამალა. ამ შეხვედრაში, „ოსასუნასთან”, მადრიდელებმა ცუდად ითამაშეს. ვერც ზიდანის ცვლილებებმა მოიტანა შედეგი, თუმცა ფრანგი ყველაფერზე მეტად იმით იყო უკმაყოფილო, რომ ლა ლიგის შეფებმა მატჩი არ გადადეს. მისი აზრით, ავდარში თამაში საერთოდ არ უნდა გამართულიყო. „თავი ვერაფერს გავართვით, მაგრამ ამ...
რეალი გადმოტანას ითხოვს
„რეალი” ელის, რომ „ოსასუნასთან” დღევანდელ შეხვედრას შუადღისთვის გადმოუტანენ. მიზეზი: მადრიდში უამინდობაა. გუნდმა ბარახასის აეროპორტში გაფრენის მოლოდინში სამ საათზე მეტი გაატარა. აღსანიშნავია, რომ „ლოს ბლანკოსის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ავდარი გაითვალისწინა და პამპლონაში გამგზავრება თამაშის წინა დღეს დანიშნა. არადა, მიმდინარე სეზონში მადრიდელები სტუმრად მატჩის დღეს მიემგზავრებიან, ხოლმე. საბოლოოდ, თვითმფრინავი, რომელიც დანიშნულების ადგილას 19 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, პამპლონაში...
ბენედიტო მესის დარჩენის შესახებ
„ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აგუსტი ბენედიტომ ESPN-ს ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად ლეო მესის კლუბში დარჩენა-არ დარჩენაზეც ილაპარაკა. „კლუბისთვის არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, თუ გავრცელდება ცნობა, რომ მესი „კამპ ნოუზე” რჩება, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. ნეტავ, ამ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ლეოს ეთქვა, რომ კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში” სურს, მაგრამ არ უთქვამს...
პედრისა და მესის შოუ
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ასე კარგად არ უთამაშია — „ბლაუგრანამ” „სან მამესზე” „ბილბაოს” 3:2 მოუგო. შოუს მთავარი გმირები პედრი და ლეო მესი იყვნენ. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — ინიაკი უილიამსმა მე-3 წუთზე გაიტანა, თუმცა მეთხუთმეტეზე პედრიმ გაქვითა. შესვენებამდე 7 წუთით ადრე „ბარსა” მესიმ” გაიყვანა წინ. ამ ეპიზოდში მესის დარტყმაზე არანაკლებ ეფექტური იყო პედრის მიერ...
ბარსას კოვიდმა შეუტია
„ბარსელონამ” სამშაბათს ვარჯიში გააუქმა. მიზეზი: სტაფის ორ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გადაიდო რონალდ კუმანის პრეს-კონფერენციაც, რომელიც 1 საათზე იყო დანიშნული. კატალონიური კლუბის მთელი შემადგენლობა, ფეხბურთელებიან-მოსამსახურეებიანად დამატებითი PCR ტესტების ჩასატარებლად წაიყვანეს. „ბარსას” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ორშაბათს ჩატარებული PCR ტესტების შედეგად გაირკვა, რომ პირველი გუნდის სტაფის ორ წევრს covid 19 სჭირს. ამის შესახებ კლუბმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სპორტულ და...









