„ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აგუსტი ბენედიტომ ESPN-ს ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად ლეო მესის კლუბში დარჩენა-არ დარჩენაზეც ილაპარაკა.
„კლუბისთვის არაფერი იქნება იმაზე უკეთესი, თუ გავრცელდება ცნობა, რომ მესი „კამპ ნოუზე” რჩება, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.
ნეტავ, ამ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ლეოს ეთქვა, რომ კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში” სურს, მაგრამ არ უთქვამს და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ დავიცადოთ და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
როგორც მოგახსენეთ, მე მისი კლუბში დატოვების საკითხს პესიმისტურად ვუყურებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქვა მესიმ ზაფხულში — „ბარსაში” გატარებული 20 წლის შემდეგ წასვლა მსურსო, მაგრამ სიტყვა არ დასცდენია იმაზე, თუ რას აპირებს.
მაინც მგონია, რომ ყველაზე სავარაუდო და მოსალოდნელი, მესის წლის შუაში წასვლაა. კლუბში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა გუნდშია. ცხადია, ლეო კარგად ხვდება, რანაირი ორი წელიწადი გველის წინ. მან ჩვენთან 20 წელი გაატარა, „ბარსას” ფანია და იმედი მაქვს, რომ აქაური ვითარების მიმართ ყოველთვის მგრძნობიარე დარჩება”.
„ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს არის დანიშნული. წინასწარი მონაცემებით, აგუსტი ბენედიტო „ბარსას” პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ლიდერი არ გახლავთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
