„რეალის” ბელგიელ ვარსკვლავს, 30 წლის ედენ აზარს შეიძლება კარიერისთვის თავის დანებება მოუხდეს. ის კვლავ დაშავდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამბობენ, ტრავმა თვითონ მიიღოო. არადა, გასულ შაბათს, „ელჩესთან” შეხვედრაში, აზარი მოედანზე ვინისიუს ჟუნიორის ნაცვლად ბოლო 15 წუთით შევიდა და გამოჯანმრთელებასთან ერთად გამარჯვებაც (2:1) იზეიმა. ახლა კი, ისევ კვირები უნდა გამოტოვოს. ესპანური მედია წერს, რომ კოჭთან კუნთის...
ჭდე: ლა ლიგა
ბოდიში, ლეო, მაგრამ მიყვარხარ!
ოთხშაბათს, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად მოირგო „ბარსელონას” პრეზიდენტის სავარძელი. როგორც კატალონიური პრესა წერს, ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის კლუბში დატოვებაა. ლაპორტას ინაუგურაციის ცერემონიალს „კამპ ნოუზე” 300 სტუმარი დაესწრო. ლაპორტამ მათ ნახევარსაათიანი სიტყვით მიმართა: „მე აქ იმიტომ ვარ, რომ კლუბს ვუხელმძღვანელო, გადაწყვეტილებები მივიღო. პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და თავის მართლება ჩემი...
ბარსამ ლამაზად მოიგო
რასაკვირველია, „ბარსელონას” გაცილებით უკეთესი ფეხბურთიც ბევრჯერ უთამაშია, მაგრამ „უესკასთან” შეხვედრაში გუნდმა ლამაზი გოლები გაიტანა და 4:1 მოიგო, ეს კი შთამბეჭდავი ანგარიშია. აგრეთვე შთამბეჭდავია ლა ლიგის ცხრილი, სადაც კატალონიელები მეორე ადგილზე არიან და „ატლეტიკოს” მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან — სრულიად შესაძლებელია, საბოლოოდ ჩემპიონები გახდნენ. კატალონიელი ჟურნალისტი ივან სან ანტონიო წერს, რომ მე-13 წუთისთვის „ბარსა” ლაღად ვერ...
ბენზემამ რეალს მოაგებინა
„რეალმა” შინ ძნელად მოუგო „ელჩეს”, 2:1, მაგრამ ამ გამარჯვების წყალობით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. იმავე საღამოს, ლიდერმა, „ატლეტიკომ”, ხეტაფეში 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა მადრიდის ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა. ორივეს 27 შეხვედრა აქვს ნათამაშები. „რეალისა” და „ელჩეს” შეხვედრა საინტერესო გახლდათ იმითაც, რომ „თეთრებს” დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც მთელი ორი თვე ტრავმებს მკურნალობდა....
ზიდანი მსაჯებს არ აკრიტიკებს
გუშინ, „ატლეტიკოსა” და „რეალის” შეხვედრაში (1:1) იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესმა „თეთრების” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. მატჩის დამთავრების შემდეგ, არბიტრის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს, რომელმაც აზრის გამოთქმისგან ტრადიციულად თავი შეიკავა: „როგორც ყოველთვის, არც ახლა ვაპირებ მსაჯის გადაწყვეტილების გარჩევას. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ ურთულესი საქმე აქვთ. ამიტომ, არბიტრების ყველა ნაბიჯს...
ჟოან ლაპორტა: გვიყვარდეს „ბარსელონა” ისე, როგორც არასდროს!
შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში „ბარსელონას” პრეზიდენტი იქნება ჟოან ლაპორტა ი ესტრუჩი. გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოაგროვა 30 184 ხმა. მეორე ადგილზე გავიდა ვიქტორ ფონტი, რომელმაც კლუბის 16 679 წევრის ნდობა დაიმსახურა, მესამე კი იყო ტონი ფრეიშა, 4 769 ხმით. ამდენ ამომრჩეველს „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. პანდემიის გამო იყო 20 000 პლუს ხმა, ანუ...
ილაიშ მორიბას პირველი გოლი
18 წლის ილაიშ მორიბა, რომელსაც სინამდვილეში მორიბა კურუმა კურუმა ჰქვია, „ოსასუნასთან” შეხვედრას არასდროს დაივიწყებს. ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებისა და „ბარსელონას” ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა. „ახლაც ვერ ვიჯერებ, — თქვა მან მატჩის შემდეგ, — ლეომ პასი მომაწოდა, მე კი არ ვიცი როგორ, ის გავისწორე და ბედად, მარცხენა ფეხით, კარში შევაგდე. ეს არასდროს დამავიწყდება. საფლავში ჩავიყოლებ. მინდა ჩემი...
რეალმა რამოსს კარლოსი უპოვა
მადრიდის “რეალსა” და სერხიო რამოსს შორის მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ვეტერანი მცველი გუნდიდან წავა. განხეთქილება ახალმა კონტრაქტმა გამოიწვია. “რეალი” 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ერთწლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტს არ სთავაზობს, სერხიო კი 35-ის მარტში მოიყრება. ამას გარდა, კლუბი ფეხბურთელისგან ხელფასის 30%-თ შემცირებას მოითხოვს. რამოსს აქვს სათადარიგო ვარიანტი – „პარი სენ ჟერმენი”, 3-წლიანი...
რეალმა ტაქტიკა შეცვალა და იოლად მოიგო
„რეალმა” „ხეტაფეს” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ზინედინ ზიდანმა ტაქტიკური ცვლილებებით მიიპყრო ყურადღება. მადრიდელთა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი დაცვის გაძლიერება გადაწყვიტა და მეტოქე გუნდის შეტევებს ფაქტობრივად ხუთი უკანახაზელით ხვდებოდა — ფერლანდ მენდიმ მარცხენა ცენტრალური მცველის როლი მოირგო. ფრანგის ტაქტიკამ გაამართლა. „ხეტაფემ” კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ხოლო მენდიმ დაცვას ხომ არგო და შეტევაშიც გამოიჩინა...
555 237 619 – მესის მილიონები დაუთვალეს
„ელ მუნდოს” ცნობით, ჯამური თანხა, რომელიც ლეო მესის ივნისში, „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ანგარიშზე დაუგროვდება, არის 555 237 619 ევრო. არგენტინელი 2017 წლის შემდეგ სეზონში 138 მილიონ ევროს იღებს. „ბარსელონაში” ბოლო კონტრაქტი მან კლუბის ყოფილ პრეზიდემტთან ჟოზეპ მარია ბარტომეუსთან სწორედ 2017 წლის ნოემბერში გააფორმა. არის მოსაზრება, რომ ბარტომეუს მხრიდან ასეთი ასტრონომიული თანხის გადახდა შეცდომა...









