ჭდე: ლა ლიგა

Home ლა ლიგა
ბარსელონამ მინუს 15 მოიგო
ჩანაწერი

ბარსელონამ მინუს 15 მოიგო

„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლუკ დე იონგის გოლისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეაქციის წყალობით მოუგო, 1:0. Covid 19-ით შემუსრილმა კატალონიურმა კლუბმა ცხრილში სამი ქულა შეიმატა. ახლა ის 19 თამაშის შემდეგ 31 ქულით მე-5 ადგილზეა. „ბარსა“ ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მისთვის ჯერჯერობით უფრო მთავარი ის არის, რომ მეოთხე ადგილამდე ერთი ქულაღა აკლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი დე...

ჩავი ტორესის თვალებში იყურება
ჩანაწერი

ჩავი ტორესის თვალებში იყურება

„ბარსელონას“ თავკაცმა ჩავიმ გუნდში ახალი ვარსკვლავის ფერან ტორესის გამოჩენა სიხარულით აღნიშნა. მოგეხსენებათ, ტორესი „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგება 2021 წლის ბოლოს შედგა. მართალია, კლუბები ქაღალდებს ოფიციალურად ჯერ კიდევ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთელი უკვე ჩავიდა კატალონიის დედაქალაქში. ესპანური პრესა წერს, რომ ჩასვლის მიუხედავად თავდამსხმელი ახალ გუნდში სათამაშოდ ჯერჯერობით არ არის მზად. მას ფეხი...

ვალენსია თოვლის პაპას დაავიწყდა
ჩანაწერი

ვალენსია თოვლის პაპას დაავიწყდა

„ვალენსიას“ მიმდინარე ჩემპიონატში ლა ლიგის ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს, მაგრამ ახალი წლის საღამოს ეს იმედი შეირყა — „ღამურებს“ „ესპანიოლმა“ 2:1 მოუგო, თან მათ მოედანზე, „მესტალიაზე“. ბარსელონელებმა ორივე გოლი თამაშის ბოლოს, 83-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს. არადა, დასვენებულმა ვალენსიელებმა, რომელთაც წინა თამაში ათი დღით ადრე ჰქონდათ, ყინჩად დაიწყეს. „ესპანიოლი“ თავის საჯარიმო მოედანს მიეჯაჭვა. „ჩეები“ ნახევარმომენტებს ქმნიდნენ....

ატლეტიკო კოვიდს ებრძვის
ჩანაწერი

ატლეტიკო კოვიდს ებრძვის

დიეგო სიმეონე, კოკე, ანტუან გრიზმანი, ექტორ ერერა და ჟოაო ფელიქსი — ასეთია მადრიდის „ატლეტიკოს“ კოვიდინფიცირებულთა სია. ინფორმაცია „ატლეტიკოს“ შესახებ დაემატა ლა ლიგის გუნდებში Covid 19-ის ახალი ძალით გავრცელების ამბავს. „ბარსელონას“ უკვე ათი ავადმყოფი ჰყავს, „რეალმა“ კი ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ კიდევ ოთხი ინფიცირებული შეემატა. „ატლეტების“ განცხადებაში წერია, რომ მათი ავადმყოფები უსიმპტომოები არიან და შესაბამისი პროფილის ექიმების...

ესპანეთში VAR-ზე ასე გადაწყვიტეს
ჩანაწერი

ესპანეთში VAR-ზე ასე გადაწყვიტეს

ესპანელ მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა VAR უფრო იშვიათად გამოიყენოს. წინა სეზონებში აშკარა იყო, რომ ესპანეთში VAR-ს ყველა შესაძლო და სადავო სიტუაციაში იყენებენ. ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილებები გულშემატკივარს თვალში ყველაზე მეტად ლა ლიგის თამაშებში ხვდებოდა, სადაც ვიდეორეფერის მითითებით პენალტი ყველანაირი შეხების გამო დანიშნულა. თუმცა, დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ მიმდინარე სეზონში VAR მსაჯების გადაწყვეტილებებში გაცილებით ნაკლებად ერევა....

ატლეტიკომ ისევ წააგო
ჩანაწერი

ატლეტიკომ ისევ წააგო

„ატლეტიკომ“ ყველასთვის მოულოდნელად „ლოს კარმენესზე“ „გრანადასთან“ 1:2 წააგო. მადრიდელები მე-2 წუთზე პორტუგალიელმა ჟოაო ფელიქსმა დააწინაურა, მაგრამ 15 წუთში ვენესუელელმა დარვინ მიჩისმა ანგარიში გაქვითა. მასპინძელთა გამარჯვების გოლი 39 წლის ხორხე მოლინამ გაიტანა. ამ წაგების გამო ესპანეთის ჩემპიონი ახალ წელს მეხუთე ადგილზე შეხვდება. მას ერთი ქულით უტიტულო თანაქალაქელი „რაიო ვალეკანო“ უსწრებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „თეთრ-წითლები“ ლიდერ...

თვითონ თუ დაკარგავს თორემ…
ჩანაწერი

თვითონ თუ დაკარგავს თორემ…

„რეალმა“ ბილბაოში, „სან მამესზე“ ბრძოლით 2:1 მოიგო. ამ გამარჯვებას მადრიდელთათვის დიდი მნიშვნელობა მხოლოდ სატურნირო კი არა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ჰქონდა — რთულ მეტოქესთან გაიმარჯვეს მაშინ, როდესაც კლუბში ბევრს Covid 19 შეეყარა. ამას სასიკეთოდ დაერთო კონკურენტი გუნდების მიერ ქულების კარგვა: „სევილიას“ ფრე „ბარსელონასთან“ წინა დღეს; „ატლეტიკოს“ მარცხი „გრანადასთან“ „რეალის“ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე. ესპანური გაზეთები წერენ, რომ ამიერიდან...

შვიდი გოლი ვალენსიურ დერბიში
ჩანაწერი

შვიდი გოლი ვალენსიურ დერბიში

ეს იყო ვალენსიური დერბი, რომელსაც ესპანეთის სიდიდით მეოთხე ავტონომიურ რეგიონში ბოლო დღეები მოუთმენლად ელოდნენ. დერბიმ გაამართლა. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა (ამ შეხვედრაში გიორგი კვლავ თადარიგში იყო), 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა და სტუმრად 4:3 მოუგო „ლევანტეს“, რომელიც საშინელ ანტირეკორდს ამყარებს — ლა ლიგაში უკვე 26 თამაშია არ მოუგია. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ბურთს მასპინძლები ფლობდნენ. ხოსე კამპანიამ 21-ე...

სიმეონემ, პასუხისმგებლობა ჩემზეაო
ჩანაწერი

სიმეონემ, პასუხისმგებლობა ჩემზეაო

„ატლეტიკომ“ „სევილიასთან“ 1:2 წააგო, მადრიდელთა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კი პასუხისმგებლობა მთლიანად იკისრა. „როხიბლანკომ“ 2021 წლის მიწურულს ტიტულის დაცვის შანსი კიდევ უფრო გაიუარესა. „ატლეტიკოს“ კარში გოლები პირველ ტაიმში ივან რაკიტიჩმა, მეორეში კი ლუკას ოკამპოსმა გაიტანეს. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა სამი ქულა მიითვალა, სიმეონეს გუნდმა კი ოთხეულს ქვემოთ ჩაინაცვლა. რაკიტიჩმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. 33-ზე ფელიპემ გაათანაბრა, ოკამპოსმა...

ბარსელონელი ყმაწვილების გამარჯვება
ჩანაწერი

ბარსელონელი ყმაწვილების გამარჯვება

„ბარსელონას“ ყმაწვილებმა ახალ მწვრთნელს ჩავის მეშვიდე შეხვედრაში მესამე გამარჯვება მოუტანეს — „ელჩესთან“, 3:2. გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკომ გაიტანა. მას საგოლე პასი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გავიმ მიაწოდა და ბევრისთვის საბოლოოდ შეიქნა ნათელი, რომ კატალონიური გუნდის მომავალი მის ახალგაზრდობაზე უნდა აშენდეს. 19 წლის პედრი კვლავ დაშავებულია. ამიტომ ლიდერის ფუნქცია 17 წლის გავიმ იკისრა და...