დავიწყოთ ხოსე ბორდალასით. „ვალენსიასა” და „ლევანტეს” 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელს ჰკითხეს: გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი ჩინებული მატჩი ჩაატარა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონი ევროა. ხომ არ იგეგმება ამ თანხის გაზრდა? ბორდალასმა უპასუხა: წარმოდგენა არ მაქვს. კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები კლუბს ეხება; მათ შესახებ არაფერი ვიცი, ვერ დაგეხმარებით. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მამარდაშვილი...
ჭდე: ლა ლიგა
ვალენსია, ბოლო ხუთი ტური და ფული
როგორც ჩანს, „ვალენსია” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ ვერ გავა, რაც კლუბის შემოსავალზე სეროზულად აისახება. 60 მილიონ ევროს მარტო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა მოიტანდა, მის გარეშე კი სპორტული შეჯიბრებებიდან მიღებული შემოსავალი 5,9 მილიონამდე მცირდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომავალ სეზონშიც დაახლოებით იგივე სურათია მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, ხოსე ბორდალასის გუნდისთვის ლა ლიგის დარჩენილ ხუთ ტურს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან...
რატომ არ იდგა მამარდაშვილი კარში?
სილესენი კარში რატომ დააყენეთ, ამით ფინალის წინ მამარდაშვილი დაიცავით? — ჰკითხეს „ვილიარეალთან” 0:2 წაგების შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს. მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: „ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენი სამივე მეკარე თავდაუზოგავად მუშაობს, ისინი მოტივირებულები არიან, მე კი კმაყოფილი ვარ. დღეს კარში ჯასპერის დაყენება გადავწყვიტე. ეს იყო თამაში, რომელშიც სილესენი გუნდში უნდა მოხვედრილიყო. შაბათის ამბავს...
კანისარესი მსაჯებს მოსდგა
დღეს ლა ლიგაში მორიგი ტურის მატჩებია. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ვილიარეალთან”, შაბათს კი შინ წააგო „ოსასუნასთან” 1:2. ესპანეთში 32-ე ტური საკამათო ეპიზოდებით იყო სავსე. მსაჯებმა და VAR-მა ბევრ ეპიზოდში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეხვედრის ბედზე გავლენა იქონია. სადავო მომენტები იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაშიც, სადაც „სევილიამ” „რეალთან” 2:3 წააგო. „ატლეტიკომ” „ესპანიოლს” თითოდან გამოწოვილი პენალტის წყალობით...
რემონტადა!
სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის...
მადრიდში ვალენსია მამარდაშვილს ეყრდნობოდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდში „რაიო ვალეკანოსთან“ 1:1 ითამაშა. „ღამურები“ კარლოს სოლერის მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა სერხიო გვარდიოლამ 83-ზე ანგარიში გაქვითა. მადრიდელები ფრეს ნამდვილად იმსახურებდნენ. ვალენსიელთა ქართველი მეკარე რომ არა, ისინი უეჭველად მოიგებდნენ. გიორგიმ სამ ეპიზოდში ჩინებული რეაქცია გამოავლინა, 90+2 წუთზე კი ის საჯარიმოში შევარდნილ რანდი ნტეკას ფეხებში ჩაუვარდა და...
კედლად აღმართული ქართველი
სულ რაღაც ხუთი ტურის წინ „ვალენსიას“ სეზონში 64 გოლის გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი პროგნოზით „ღამურები“ ათით ნაკლებს გაუშვებენ — წერს ესპანური გამოცემა AS და დასძენს: ფაქტია, რომ გუნდმა გოლების გაშვება შეწყვიტა. სულ რაღაც ხუთი თამაშის წინ, ხოსე ბორდალასის ფეხბურთელები მიღებული გოლების რაოდენობით ლა ლიგაში მესამე ადგილზე იყვნენ. „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხების მერე ამბობდნენ, რომ „ვალენსიას“ ესპანეთის...
შიშველი ხორვატის დაბრუნება
ხორვატმა ივან რაკიტიჩმა „კამპ ნოუზე” ფორმა გაიხადა და „ბარსელონას” ქომაგებს უსახსოვრა. ეს გახლდათ ნახევარმცველის პირველი დაბრუნება იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელთათვისაც მან 2014-20 წლებში ოთხჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ მოიგო „სამეფო თასი”, ერთხელ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ერთხელ უეფას სუპერთასი აღმართა და ერთხელაც კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შარშან, როდესაც ვეტერანმა განშორების შემდეგ ამავე სარბიელზე...
მატჩის მეფე!
„ვალენსიამ” შინ „კადისთან” 0:0 ითამაშა. ესპანურ, განსაკუთრებით კი ვალენსიურ პრესაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა ამით ევროპულ თასებზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — ყოველ შემთხვევაში, ახლა „ღამურებისთვის” ლა ლიგიდან ევროპაში „ფანჯრის გაჭრა” ძნელი იქნება. თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩინებულად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. შეხვედრის ბოლოს ის ეგრეთწოდებულ...
ასე რამ აგაჭრელათ კლასიკოსებო?
„ბარსელონამ“ „რეალს“ მადრიდში ბრწყინვალედ რომ მოუგო (4:0) ყველამ იცის. კაცმა რომ თქვას, ამ ორი დიდი გუნდის შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასაკვირი მხოლოდ ეს იყო: ვერავინ გაიგო, რატომ ეცვათ წუხელ „ელ კლასიკოს“ მონაწილეებს არაკლასიკური ფორმები. ჩვეულებრივ ასეა ხოლმე: მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” იმართებოდა შეხვედრა თუ ბარსელონაში, „კამპ ნოუზე”, მეტოქეები ტრადიციულ ფერებში ეწყობიან. ამჯერად სხვანაირად მოხდა: „თეთრებს“ იოჯი...









