სულ რაღაც ხუთი ტურის წინ „ვალენსიას“ სეზონში 64 გოლის გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი პროგნოზით „ღამურები“ ათით ნაკლებს გაუშვებენ — წერს ესპანური გამოცემა AS და დასძენს:
ფაქტია, რომ გუნდმა გოლების გაშვება შეწყვიტა. სულ რაღაც ხუთი თამაშის წინ, ხოსე ბორდალასის ფეხბურთელები მიღებული გოლების რაოდენობით ლა ლიგაში მესამე ადგილზე იყვნენ. „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხების მერე ამბობდნენ, რომ „ვალენსიას“ ესპანეთის უმაღლეს ეშელონში ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავდა. „ჩეები“ არც ჰგავდნენ ბორდალასის გუნდს. სტილი სტილად და ალიკანტელ მწვრთნელს ასეთი მყიფე უკანა ხაზი არასდროს ჰყოლია, მაგრამ სიტუაცია თითქოსდა ხელის ერთი მოსმით შეიცვალა. „ვალენსიაამ“ ბოლო ხუთ თამაშში ერთადერთი გოლი გაუშვა. მართალია, გუნდი უძლიერესთა შესადარ დაცვას ჯერ მაინც ვერ თამაშობს, მაგრამ თუკი ადრე ვარაუდობდნენ, რომ ის სეზონის ბოლოს 64 გოლს გაუშვებდა, ახლა 54-ზე დაიწყეს ლაპარაკი.
ვიმეორებთ, ეს რიცხვები ჯერ კიდევ არ შეეფერება ბორდალასის გუნდს, მითუმეტეს, როდესაც მას ევროთასებზე უნდა მოხვედრა. თავად მწვრთნელს ჰქონდა ნათქვამი, გუნდი, რომელმაც ბოლო ორ სეზონში საშუალოდ 53 გოლი გაუშვა, დიდ მიზნებს ვერ დაისახავსო, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო, ახლა სხვა სურათია.
„ვალენსიას“ ლა ლიგაში 8 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი.
რამ განაპირობა „ღამურების“ დაცვის გაძლიერება? მიზეზი რამდენიმეა. ერთ-ერთი მათგანი სამ ცენტრალურ მცველზე გადასვლა გახლავთ; მეორე მიზეზია პაულისტას დაბრუნება; საყურადღებო მიზეზია ისიც, რომ გუნდმა მოედანზე „ერთი ნაბიჯით უკან დაიხია“… მაგრამ, გადამწყვეტი როლი, რასაკვირველია გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა. კედლად აღმართულ ქართველს 20 თებერვლის შემდეგ გოლი არ გაუშვია. ბოლო 15 დარტყმიდან, რომელიც მეტოქეებმა „ვალენსიას“ კარს დაუმიზნეს, მან ყველა მოიგერია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
