კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ, ლონდონში, „ჩელსისთან“ შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ დაინახა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი მომავალი შესაძლოა ნათელი არ იყოს. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ ქერიკმა ის სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა. პორტუგალიელი მოედანზე მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა. ინგლისურ პრესაში კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ „იუნაიტედის“ მომავალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი მასზე თურმე ამბობს, რომ ის ხუთი წლის წინ...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუს ცრემლი და რისხვა
ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების მერვედფინალში ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და „პორტუ“ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი „დრაგაოზე“ მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმიც პორტუგალიელებისა იყო და რა გასაკვირია, რომ შესვენებისას ტურინელები მთლად მშვიდად ვერ იყვნენ… გაცეცხლებული ყოფილა კრიშტიანუ რონალდუ. თურმე ყველას უყვიროდა და ახსენებდა მათ, რამდენად ცუდ ფეხბურთს თამაშობდნენ. მოულოდნელად პორტუგალიელ ვარსკვლავს სიტყვა ხუან კუადრადრომ გააწყვეტინა და...
რონალდუს გოლები მაინც გააქვს
„ლივერპულის“ ლეგენდა, ინგლისელი სატელევიზიო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ლეო მესი, რომელსაც ბევრი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ უპირობო კანდიდატად მიიჩნევს, ყველა ღონე ხმარობს კრიშტიანუ რონალდუს რომ არ ჩამორჩეს. მესი ახალი სეზონის წინ „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა და ახალ ადგილს იოლად ვერ შეეგუა. არგენტინელმა ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 2...
პოჩეტინო მანჩესტერში ჩავიდა
მესი თუ რონალდუ? ჰკითხეს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ანუ სად უფრო სურს, მანჩესტერში კრიშტიანუსთან თუ პარიზში – ლეოსთან? „მე ვცხოვრობ ფეხბურთით, ადრე თავად ვთამაშობდი და აგერ, უკვე 12 წელიწადია რაც მწვრთნელი ვარ. ვთამაშობდი პსჟ-ში და მიყვარს ეს გუნდი. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კონტრაქტი 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული. პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს და...
ვილიარეალი ქერიკის ორმოში ჩავარდა
ეს იყო მაიკლ ქერიკის პირველი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც თავკაცის როლში, რომელიც მან მოიგო. „იუნაიტედმა“ სტუმრად დაამარცხა „ვილიარეალი“. ქერიკმა ეს გამარჯვება კვირას გაშვებულ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა. საოცრება: მაიკლ ქერიკი გახდა ბოლო 90 წელიწადში პირველი ინგლისელი მწვრთნელი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისი სადებიუტო შეხვედრა მოაგებინა. და რაკი პირველ წარმატებებზეა ლაპარაკი: ჯეიდონ სანჩომ...
რონალდუს არასდროს ესტუმროთ
პატრის ევრა ერთხელ კრიშტიანუ რონალდუს შინ ესტუმრა და ინანა. გულშემატკივარს ეხსომება რომ ფრანგი ევრა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც კრიშტიანუმ მეგობარი ლანჩზე დაპატიჟა, ევრას იმედი გაუცრუვდა. მეორე მხრივ, „მონცას“, „ნიცას“, „მონაკოს“, „იუვენტუსის“, „მარსელისა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში...
მანჩესტერში ცუდი მდგომარეობაა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილს, ოლე გუნარ სულშერი გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე დატოვოს, პირველი დარტყმა „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხებამ მიაყენა, მანჩესტერულ დერბიში ნაწვნევმა 0:2-მა კი ნორვეგიელი მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. და ეს ხდება იმ სეზონში, როდესაც კლუბმა 135,6 მილიონ გირვანქად ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და თვით კრიშტიანუ რონალდუ...
75 წლის რონალდუ
პეპ გვარდიოლამ იხუმრა, კრიშტიანუ რონალდუ 75 წლის რომ გახდება, ოჯახურ ბარბექიუებზე მაინც გოლებს გაიტანსო. გვარდიოლა, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცია, რონალდუ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს და ეს გუნდები პრემიერლიგაში დღეს ხვდებიან ერთმანეთს. დღეს, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე დიდი დერბია და ინგლისური მედია მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ეს გახლავთ პირველი მანჩესტერული დაპირისპირება მას...
რონალდუ მწვრთნელზე მეტია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს “ატალანტას” წყვილი გოლი ორივე ტაიმის დამატებულ წუთებზე გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ეს პორტუგალიელის 126-ე და 127-ე “მანჩესტერული” გოლები იყო. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. ნორვეგიელი “მანჩესტერის” ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და 126 გოლის გასატანად 366 მატჩი დასჭირდა, 36 წლის პორტუგალიელმა...
სიგიჟე გრძელდება!
ხუთი მცველით თამაში მხოლო 38 წუთს გაგრძელდა. პოლ პოგბა 69-ე წუთზე შეცვალეს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორჯერ მოუხდა ჩამორჩენის გამოსწორება — თავად წინ არ გასულა. და მაინც, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში F ჯგუფს ლიდერობს. დიდი ალბათობით ის ფლეი-ოფში გავა — „ვილიარეალი“ და „ატალანტა“ ბოლო ტურში თამაშობენ და ალბათ ქულებს დააკარგვინებენ ერთმანეთს. მანამდე „იუნაიტედს“ „ვილიარეალთან“ სტუმრად...









