დუშან ვლაჰოვიჩი გოლებს ითვლის და ალბათ „ფიორენტინაც“ თვეებს (ვინ იცის, დღეებსაც კი) ითვლის, როდის მოუწევს მასთან განშორება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა – დღეს, „სასუოლოსთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ზედიზედ 6 — ეს რეკორდის გამეორებაა „ფიორენტინას“ ფეხბურთელისთვის. ადრე 1994 წელს ეს გაბრიელ ბატისტუტამ მოახერხა. ამასთან, ვლაჰოვიჩმა წლეულს 33 გოლი გაიტანა და...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი 2021 წელს
რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მორიგი რეკორდი დაამყარა — ბუნდესლიგაში წლის 43-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის 1972 წლის შედეგს აჯობა. ეს მოხდა შეხვედრაში, რომელიც „რეკორდმაისტერმა“ „ვოლფსბურგს“ 4:0 მოუგო. ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს იყო პოლონელი ვარსკვლავის 69-ე გოლი 2021 წელს. ამდენივე ჰქონდა გატანილი 2013-ში კრიშტიანუ რონალდუს. რეკორდი კი ლეო მესის ეკუთვნის — 91 გოლი 2012 წელს....
უეფას მაგრად შეეშალა
დიდი გაუგებრობა მოხდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილიყრისას. ვინაიდან, დებულებით ერთი ჯგუფის გუნდები ფლეი ოფში ერთამანეთს აღარ უნდა შეხვდნენ, ხოლო დღევანდელი წილისყრისას შესაძლო იყო „ვილიარეალი“ „მანჩესტერს“ გადაყროდა, მით უმეტეს ინგლისური გუნდი „ატლეტიკოსაც“ ერიდებოდა, უეფამ თავდაპირველი წილისყრის შედეგები გააბათილა და ახალი მოაწყო… მოაწყო და გაცილებით მძლავრი წყვილებიც მიიღო. რონალდუ vs მესის ნაცვლად ახლა პარიზ-მადრიდულ წყვილს ვიხილავთ. პსჟ-ს...
ჯერჯერობით რანგნიკიც სულშერია
რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად რალფ რანგნიკი მივიდა, გუნდმა ორიდან ორი მოიგო. „ნორვიჩთან“, მანკუნიანელებს სამი ქულა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულმა პენალტმა მოუტანა. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც გერმანელ სპეციალისტს და „იუნაიტედის“ ქომაგებს სურთ. აქვე უნდა ითქვას, რომ მანჩესტერელთა გუნდი მეკარე დავიდ დე ხეამ იხსნა. მან სულ მცირე ორი დარტყმა ბრწყინვალედ აიღო. დასკვნა...
რონალდუ შეიძლება რეალში დაბრუნდესო?
კაცმა არ იცის რამდენად მართალია, მაგრამ ესპანურ პრესაშიც კი წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება „რეალში“ დაბრუნდეს. მიზეზი: „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი საქმე გაურკვეველია. პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდზე“ 2021/22 წლების სეზონში დაბრუნდა. მანჩესტერამდე ის „იუვენტუსში“ თამაშობდა. კრიშტიანუმ „იუნაიტედში“ თავი გამოიჩინა — დღემდე, ყველა შეჯიბრებაში ერთად 12 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, გერმანელი რალფ რანგნიკი, რომლის ხელშიც,...
ალერი და აიაქსი: ზედიზედ ექვსი
სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ შინ 42 დაამარცხა და მაქსიმალური 18 ქულით C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამსტერდამელებმა ჯამში 20 ბურთი გაიტანეს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე გათამაშებაში. ამსტერდამული კლუბი მე-9 გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე 20 და მეტი გოლის გატანა შეძლო. ამ გოლების ზუსტად ნახევარი კი...
რონალდუ ზეიმის დროს დაშავდა
ხვალ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ რალფ რანგნიკის დებიუტია, მაგრამ ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობა საჭვო გახლავთ. პორტუგალიელს მუხლი ტკივა. „იუნაიტედიდან“ ინგლისურ პრესაში გამოჟონა ჭორმა, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი „არსენალთან“ შეხვედრის დროს, ოღონდ თამაშის კი არა, გოლის აღნიშვნის ეპიზოდში დაშავდა. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ „მეთოფეებს“ 3:2 მოუგო და ორი გოლი კრიშტიანუმ გაიტანა. „არსენალთან“ შეხვედრაში რონალდუ 88-ე წუთზე შეცვალეს....
იუნაიტედმა რანგნიკს მოგება აჩვენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ტრიბუნიდან უყურებდა, თუ როგორც შემოატრიალა თამაში მისმა მომავალმა გუნდმა, მოუგო რა „ოლდ ტრეფორდზე“ „არსენალს“ 3:2. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის მე-800 და 801-ე გოლები გაიტანა. ლონდონელებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ვესტ ჰემს“ ადგილს გაუცვლიდნენ, მეოთხეზე ამაღლდებოდნენ და მათი მოწადინება დაფასდა — „მეთოფეებმა“ ანგარიში გახსნეს, თუმცა გოლი ცოტა უცნაური...
კრიშტიანუ, იყიდე ბოქლომი
კრიშტიანუ რონალდუს შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბაზაზე თავისი მდიდრული მანქანებით მისვლა აუკრძალონ. პორტუგალიელის ავტოპარკი ჯამში 17 მილიონ გირვანქად არის შეფასებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრობლემა შეიძლება მანკუნიანელთა ახალმა მწვრთნელმა, 63 წლის რალფ რანგნიკმა შექმნას. ცნობილია, რომ როდესაც რანგნიკი „ლაიფციგში“ მუშაობდა, ფეხბურთელებს მხოლოდ სპონსორი ფირმის ავტომობილებით გადაადგილებას აიძულებდა. ამრიგად, თუ წესრიგის მოყვარული რანგნიკი ლაიფციგურ წესს „იუნაიტედშიც“...
მესი მეშვიდედ
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი იმდენჯერ მოიგო, რამდენჯერაც ზიდანმა, ეუსებიომ, გერდ მიულერმა, ბაჯომ, ბესტმა, რონალდინიომ და ბობი ჩარლტონმა ერთად აღებულმა. სტატისტიკას უყვარს ასეთი დატოლებები, თუმცა სერიოზულად აღსაქმელად ასეთი დატოლებები არ ღირს. მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო. ამით არგენტინელმა ორი კურდღელი მოიგო – პანდემიის...









