კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 3:0 ძლევით მანკუნიანელთა უხეირო პერიოდი დამთავრდება. ლონდონში ჩასულ „იუნაიტედს“ შინ, „ლივერპულთან“ წაგებული 0:5 და სტუმრად, „ლესტერთან“ ნაწვნევი 2:4 უმძიმებდა გულს. სასწორზე იდო მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის თანამდებობაც, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საკითხი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. როგორც ირკვევა, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებმა ნორვეგიელს...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუმ თანაგუნდელებს შეუძახა
„სანმა“ შეიტყო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ატალანტას“ ჩემპიონთალიგური შეხვედრის შესვენებისას, როდესაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელებს შავი დღე აყარა. უკბილო პირველი ტაიმის შემდეგ ოლე გუნარ სულშერი თურმე ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გადაწყვიტა საქმეში ჩარეულიყო და სერ ალექს ფერგიუსონის არსენალიდან ნაცადი იარაღისთვის მიემართა. წყარომ, რომელსაც „სანი“ ბუნებრივია არ ასახელებს, თქვა: „კრიშტიანუმ...
სჯობდა, რონალდუ ადრე წასულიყო
ხანდახან ასეც ხდება – ფარა მოტრიალდება და კოჭლი ცხვარი სათავეში მოექცევა. არავინ ამბობს, რომ ჯორჯო კიელინი ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თვითშეფასების ზღვარი გადალახა. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდა, როცა მან კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერში“ გადასვლასა და „იუვენტუსის“ წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა. „რონალდუ გუნდიდან 28 აგვისტოს წავიდა. ეს არ იყო ძნელად გადასატანი, მაგრამ გაგვიკვირდა. მისი ასეთ...
ვისაც ეჭვი ეპარება, უბრალოდ უყუროს!
ეს კვლავ ჩემპიონთა ლიგაში მოხდა. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგ სენსაციურ „ქამბექს“ დაადგა გვირგვინი. F ჯგუფში ოლე გუნარ სულშერის გუნდმა „ატალანტას“ მოუგო. გეხსომებათ კრიშტიანუს გოლი „ვილიარეალთან“, მსაჯის წამატებულ წუთებში. და აი, კვლავ გამარჯვების დარტყმა. ამჯერად 81-ე წუთზე. მანკუნიანელები ბერგამოელებთან 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ შემოატრიალეს — 3:2 მოიგეს. ბედის ირონიაა, რომ ამ შეხვედრის წინ, ყოფილმა თანაგუნდელმა გარი...
კარაგერი: არა, რონალდუს!
ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთობლივ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდებოდა, იურგენ კლოპი პორტუგალიელს ამ ორი გუნდის ნაკრებში არ აიყვანდაო. არადა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, 36 წლის ვარსკვლავმა ყველა შეჯიბრების 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კვირას, 24 ოქტომბერს, რონალდუ კარიერაში მეცამეტედ ითამაშებს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. კლოპის გუნდი „ოლდ ტრეფორდს“ სტუმრობს. მერსისაიდელთა ყოფილი...
თუ დავიღლები, მე თვითონ გეტყვი
ინგლისური პრესა წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს უთხრა, ფიზიკურად მზად ვარ პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში თავიდანვე რომ ვითამაშოო. პორტუგალიელ ვარსკვლავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელისა და თავისი ყოფილი თანაგუნდელისთვის ამის თქმა იმიტომ დასჭირდა, რომ მან ორი კვირის წინ, „ევერტონთან“ შეხვედრაში, ის სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და 57-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად ჩაერთო...
ბენზემა პირველია
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მომხმარებელთა შორის ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, ვის მისცემდნენ „ოქროს ბურთს“. გამოკითხვაში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. მას მკითხველთა ხმების 38% ერგო. ბენზემას სულ ერთი პროცენტით ჩამორჩა არგენტინის ნაკრების და ფრანგული პსჟ-ის ლიდერი ლეო მესი. დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: 3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) – 14%. 4. კრიშტიანუ რონალდუ...
მესი — პოჩეტინოს ფავორიტი
29 ნოემბერს „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთის“ მფლობელს დაასახელებს. „პარი სენ ჟერმენის“ არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ესპანურ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში პრეტენდენტების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა. პოჩეტინო: „ვფიქრობ ტიტულს ლეო მესი მოიგებს. რომც არ ვიყო იმ გუნდის მწვრთნელი, რომელშიც მესი თამაშობს, მაინც ამას ვიტყოდი. ორი აზრი არ არსებობს. მეორე ადგილზე კი ლევანდოვსკის დავასახელებდი. მესამეზე, ჩემს ვერსიაში…...
ერთ შეხვედრაში ორი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ რეკორდი დაამყარა. თან ერთი კი არა, ერთბაშად ორი. უფრო ზუსტად, ერთ შეხვედრაში ორი. ეს გახლდათ პორტუგალიისა და ყატარის ნაკრებთა ამხანაგური გაჯიბრება, რომელიც პორტუგალიელების გამარჯვებით დასრულდა — 3:0. ამ თამაშში CR7-მა თავისი ქვეყნის ეროვნული მაისურით 112-ე გოლი გაიტანა და… სანაკრებო თამაშების რაოდენობით გადაასწრო სერხიო რამოსს — ანუ, ახლა, ევროპელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი...
ფერგი ხაბიბს: რონალდუ თავიდანვე უნდა ეთამაშებინა
სერ ალექს ფერგიუსონს ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის უთქვამს, ოლე გუნარ სულშერი შეცდა „ევერტონთან“ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ თავიდანვე რომ არ ათამაშაო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც მანკუნიანელებს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ მოაგებინა, შაბათს ბევრი ცნობილი სპორტსმენის გარემოცვაში იმყოფებოდა და ეს ფაქტი ფოტოებზეც დაფიქსირდა. იქ იყვნენ უსაინ ბოლტი, პატრის ევრა და სხვანი. სწორედ ამ საღამოს მოისმინეს, როგორ უთხრა სერ...









