დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოზსენმა განაცხადა, რომ კრისტიან ერიკსენს რთული ოპერაციის გადატანა მოუწევს. მას კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორს ჩაუდგამენ. დანიელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ თავად ერიკსენმა ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა. იმპლანტი ფეხბურთელს არითმიისა და გულის მოულოდნელი გაჩერებისგან დაიცავს. ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სრულფასოვანი კარიერის გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ დანიელ ფეხბურთელს ცუდი ამბავი...
ჭდე: კრისტიან ერიკსენი
ძმები
დანიელი კრისტიან ერიკსენი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა და მის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშეს დანიელმა მედიკოსებმა, უეფას ექიმებმა, ჰოსპიტლის პერსონალმა დ მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა. დანიელ მედიკოსებს შორის, ახლა უკვე გმირი ძმები, მორტენ და ანდერს ბოესენებიც იყვნენ. საინტერესოა, რომ ისინი თავის დროზე ბადმინტონის პროფესიონალი მოთამაშეები ყოფილან და ერთი მათგანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეც ბრძანებულა. მაგრამ შემდეგ თამაშისთვის...
ის სუნთქავს და ლაპარაკობს…
კრისტიან ერიკსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიკსენი კოპენჰაგენის კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ევრო 2020-ის დანია –...
ერიკსენს კარისკენ მიუთითეს
მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აღარ აპირებს კრისტიან ერიკსენთან თანამშრომლობას. 28 წლის დანიელს ტრანსფერზე დააყენებენ და იანვარში გაყიდიან. არადა, მოლოდინი სულ სხვაგვარი იყო. „ტოტენჰემში“ გატარებული 7 დიდებული სეზონის შემდეგ მისგან „ინტერში“ არანაკლებს ელოდნენ, მაგრამ ერიკსენი გუნდს აშკარად ვერ მოერგო. წლეულს შემტევმა ნახევარმცველმა 8 შეხვედრაში ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით...
37 წლის შემდეგ
წუხელ, ერთა A ლიგის მეორე ჯგუფის მატჩში, დანიის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ინგლისის კაცნაკლული ეროვნული გუნდი. მსაჯმა 32-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ჰარი მაგუაირს. ინგლისის ნაკრებისთვის ეს მორიგი სამარცხვინო დღე იყო. საზიზღრად ითამაშა ყველამო. ერადერთი გოლი კრისტიან ერიკსენმა 35-ე წუთზე პენალტით გაიტანა. ეს შედეგი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა. დანიელებს „უემბლიზე“ 37 წელიწადი აღარ მოეგოთ. 1983 წლის...
ინგლისმა წააგო, ფანები ვენგერს ითხოვენ!
ინგლისელი ფანები ფეხბურთის ასოციაციას ნაკრების მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის გაშვებას და მის ნაცვლად არსენ ვენგერის დანიშვნას სთხოვენ. გულშემატკივარმა გუშინ, შინ, დანიასთან 0:1 წაგება ვერ აიტანა და მიაჩნია, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია — საუთგეიტი შანსს აღარ იმსახურებს. ეს იყო ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ისლანდიაში 2:1 მოიგო. ამრიგად, ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე...
ჭიქა კი ნახევრად სავსეა, მაგრამ ფინალში ნაპოლი გავიდა
ანტონიო კონტემ თქვა, რომ იტალიის თასის ორი ნახევარფინალური შეხვედრის ჯამში მისი „ინტერი” „ნაპოლიზე” მეტად იმსახურებდა ფინალში გასვლას. კონტეს აზრით უპირატესობას „ნეროაძური” ფლობდა, მეტოქემ კი წარმატებას მეკარის წყალობით მიაღწია. პირველი შეხვედრა „სან სიროზე” ნეაპოლელებმა 1:0 მოიგეს. საპასუხო მატჩი „ინტერისთვის” კარგად დაიწყო. მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კრისტიან ერიკსენმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან შეაგდო (იხილეთ ვიდეო) და ჯამური ანგარიში...
რამდენად აქირავებ?!
კრისტიან ერიკსენმა „ტოტენჰემიდან“ „ინტერში“ წასვლის ბოლო დღეები და მოურინიოს შეთავაზება გაიხსენა, რომელმაც მილანში სახლის მიქირავება შესთავაზა. „ჟოზემ იცოდა რომ წასვლა მინდოდა და ახალი „ტოტენჰემის“ აშენება დაიწყო, რომელშიც გათვალისწინებული უკვე აღარ ვიყავი. როდესაც „ინტერში“ ჩემი გადასვლის ამბავი გაცხადდა, მან წარმატებები მისურვა და მილანში თავისი სახლის ქირაობა შემომთავაზა,“ – თქვა ერიკსენმა. მან მანჩესტერში ვერშემდგარ მის ტრანსფერზეც ისაუბრა: „მანჩესტერი დიდხანს იყო...
მოურინიუს დაპირდნენ!
გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის. ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს...
ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო
დღეს ინგლისური მას-მედიის მთავარ თემად მაურისიო პოჩეტინო და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მისი არეული მდგომარეობა იქცა. „დეილი მეილი” წერს, რომ არგენტინელ მწვრთნელს შესაძლოა მალე ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლა მოუხდეს, ვინაიდან „დეზების” დიდ შეფებს მისი აღარ სწამთ. პოჩეტინო მეექვსე სეზონია, რაც „სფურზში” მუშაობს, მაგრამ ამჯერად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო: 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. პოჩეტინო ის...








