კრისტიან ერიკსენმა „ტოტენჰემიდან“ „ინტერში“ წასვლის ბოლო დღეები და მოურინიოს შეთავაზება გაიხსენა, რომელმაც მილანში სახლის მიქირავება შესთავაზა.
„ჟოზემ იცოდა რომ წასვლა მინდოდა და ახალი „ტოტენჰემის“ აშენება დაიწყო, რომელშიც გათვალისწინებული უკვე აღარ ვიყავი. როდესაც „ინტერში“ ჩემი გადასვლის ამბავი გაცხადდა, მან წარმატებები მისურვა და მილანში თავისი სახლის ქირაობა შემომთავაზა,“ – თქვა ერიკსენმა.
მან მანჩესტერში ვერშემდგარ მის ტრანსფერზეც ისაუბრა:
„მანჩესტერი დიდხანს იყო ჩემი გადაბირებით დაინტერესებული, თუმცა ეს წინადადება არ მივიღე. პირობებმა არ დამაკმაყოფილა. ზოგადად, პრემიერლიგაში და „ტოტენჰემშიც“ კი დავრჩებოდი, მაგრამ სხვა ქვეყანაში გადასვლა უფრო მინდოდა.”
ტოტენჰემმა 27 წლის დანიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. მისი ახალი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
