კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, ინგლისის „ბრენტფორდში“ გადავიდეს. ეს გუნდი პრემიერლიგის ცხრილის შუაშია და ერთი საინტერესო რამით გამოირჩევა: 8 დანიელი ფეხბურთელი ჰყავს და მწვრთნელიც დანიელია – თომას ფრანკი. ვერ იტყვი, რომ რომელიმე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია. ამ რვიდან სამი კაცი ნაკრებშია, მაგრამ იქ სათადარიგოს როლი აქვთ. ნორგაარდი, იენსენი, იორგენსენი… „ბრენტფორდი“ მოსალოდნელზე კარგ სეზონს ატარებს. ბოლო დროს მოუხშირა წაგებებს,...
ჭდე: კრისტიან ერიკსენი
კონტე ერიქსენზე: მისთვის კარი ღიაა
ანტონიო კონტემ არ გამორიცხა, რომ კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს. კონტე „ინტერში“ იყო ერიქსენის მწვრთნელი და დიდად არ სწყალობდა, მათ მცირე კონფლიქტიც ჰქონდათ… დანიელი, როგორც იცით, ზაფხულში სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა: ევროპის ჩემპიონატის დანია-ფინეთის მატჩისას ის გულმა შეაწუხა, მინდორზე უგონოდ დაეცა. საფეხბურთო სამყარო შოკში ჩავარდა. მერე სპეციალური დეფიბრილიატორი ჩაუდგეს და გადაწყვიტა, რომ ისევ ითამაშებს… ერიქსენი ახლა უგუნდოდაა....
ერიკსენი ვარჯიშს იწყებს
კრისტიან ერიკსენი ამ იანვარში ერთ-ერთ ტოპ-გუნდში დაიწყებს ვარჯიშს. შემდეგ მას რომელიმე კლუბი გაუფორმებს კონტრაქტს. დაინტერესებულთა შორის არიან დანიის, ჰოლანდიის და ინგლისის კლუბები. შეგახსენებთ, რომ დანიელ ვარსკვლავს კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ აქვს გატარებული, საიდანაც 2020 წლის იანვარში „ინტერში“ გადავიდა. არის ერთი საინტერესო დამთხვევაც, დღეს „სფურზს“ ანტონიო კონტე უდგას სათავეში, კაცი,...
ინტერი ერიკსენს გაათავისუფლებს
„ინტერი“ თავის დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. მილანური კლუბი ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს, რათა მსურველმა კლუბმა ის უფასოდ აიყვანოს. არადა, კრისტიანს არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის დროს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ერიკსენს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მას კარდიოდეფიბრილატორი ჩაუყენეს. ასეთი აპარატით კი იტალიურ ლიგაში თამაში...
ისევ გული
„მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის მცველი, შვედეთის ნაკრების კაპიტანი ვიქტორ ლინდელოფი „ნორვიჩთან“ პრემიერლიგის გუშინდელი შეხვედრის (1:0) მეორე ტაიმში მოედნიდან გაიყვანეს. მიზეზი: დისკომფორტი მკერდის არეში. კერძოდ, დისკომფორტი შედგებოდა ტკივილისა და პულსაციის გახშირებისგან, რასაც წინ მსუბუქი ფიზიკური ორთაბრძოლა უძღოდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ლინდელოფი ერიკ ბეილით შეცვალა. მეკარე დავიდ დე ხეამ კი თქვა, რომ თანაგუნდელის ამბავმა ევროპის...
უეფამ დანიას სიცოცხლე დაუფასა
დანიის ნაკრების კაპიტანს სიმონ კიაერსა და ამავე ნაკრების სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც კრისტიან ერიკსენს სიცოცხლე შეუნარუნეს, უეფას პრეზიდენტმა 2021 წლის საგანგებო ჯილდოები გადასცა. კიაერს ჯილდო „ლიდერის განსაკუთრებული თვისებების“ გამო მიაკუთვნეს. მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, დანიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა, მინდორზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო....
ერიკსენმა დაბრუნება დათქვა
დანიელი კრისტიან ერიკსენი მილანის „ინტერის“ ბაზას სტუმრობდა. ფეხბურთელს თანაგუნდელებთან ურთიერთობა მონატრებია და გაუმხილა, რომ მაქსიმალურად ეცდება მწყობრში სწრაფად დაბრუნებას. სავარაუდოდ, ამას 4-5 თვე დასჭირდება. ასე გათვალეს დანიელმა ექიმებმა, რომელთა მეთვალყურეობითაც კრისტიანი სარეაბილიტაციო კურსს გადის. შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა ევროპირველობის მატჩის მსვლელობისას (ფინეთთან 0:1) გონება დაკარგა და 15 წუთის განმავლობაში ჩატარებული რეანიმაციის შემდეგღა გაახილა თვალი. ერიკსენი ფიზიკურ...
დანია ზღაპრების ქვეყანაა
დანიის ნაკრებს ევრო 2020-ს ემოციებიდან ერთი დიდი, დადებითი ემოციის მიღებაღა ჰქონდა დარჩენილი და ისიც სრულყოფილად მიიღო: სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გმირებივით შეეგებნენ. დანია, ჩემპიონატს ნახევარფინალში გამოეთიშა, ინგლისთან „უემბლიზე” 1:2 წააგო. დანიის ეროვნული გუნდი ნამდვილად იყო ევროპის ჩემპიონატის მშვენება. გუნდი, რომელმაც პირველ შეხვედრაში, მოედანზე, კრისტიან ერიქსენის გულის შეტევა გადაიტანა, მაგრამ შოკისგან გამოფხიზლდა და ოთხეულში შევიდა. თვითმფრინავიდან გადმოსულ...
ერიკსენის იტალიური პრობლემა
29 წლის დანიელი ვარსკვლავის, კრისტიან ერიკსენის დრამამ სატრანსფერო ბაზარზე გადაინაცვლა. მოგეხსენებათ, ერიკსენს, ევრო 2020-ის პირველ შეხვედრაში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:1) გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც, რამდენიმედღიანი კვლევის შემდეგ, გადაწყდა, რომ მას გულში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი უნდა ჩაუდგან. ჯერ არ არის ცნობილი, შეძლებს თუ არა „ინტერის” ვარსკვლავი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ გაირკვა, რომ იტალიური კანონების თანახმად ამ...
დანიამ სიკეთე ჩაიდინა!
კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრების მიერ რუსეთის ეროვნული გუნდის განადგურება ინსტაგრამში იზეიმა. ცხრა დღის წინ, როდესაც ფინელებთან შეხვედრის დროს ერიკსენს მოედანზე მცირე ხნით გული გაუჩერდა, ყველამ თქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია და ის არაფერია ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით. და ეს, რასაკვირველია, ჭეშმარიტებაა. წუხელ, როდესაც დანიელებმა B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთს 4:1 გადაუარეს, სამქულიან გუნდებს შორის...









