„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ 2:2-ის შემდეგ პეპ გვარდიოლას იურგენ კლოპის შესახებ მხოლოდ აღმატებულ ხარისხში შეეძლო ლაპარაკი. „სიტი“ ორჯერ იგებდა. მანკუნიანელთა პირველი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, მეორე გაბრიელ ჟესუსმა, მაგრამ სტუმრებმა დიოგო ჟოტამ და სადიო მანემ ორივეჯერ გაქვითეს. პრეს-კონფერენციაზე გვარდიოლამ კოლეგის შესახებ თქვა: „მე არ ვიცი მცემს თუ არა იურგენი პატივს, მაგრამ მე მას ძალიან...
ჭდე: იურგენ კლოპი
აპრილი — ლივერპულის ჯოჯოხეთი
„ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს ჰკითხეს, „მანჩესტერ სიტისთან“ სათასო ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე რას იტყვითო, მან კი პასუხად მთელი აპრილის კალენდარი ჩამოთვალა. მაშ ასე, „ლივერპული“ და „სიტი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდნენ („ლივერპულმა” სტუმრად მოუგო „ნოტინგემს” 1:0, ხოლო „სიტიმ” საუთჰემპტონს” 4:1) და იქ გადაიკვეთნენ. მათი თამაში 16 აპრილსაა, მაგრამ მანამდე… მერსისაიდელები აპრილს შინ „უოტფორდით“ იწყებენ; შემდეგ მიდიან ლისაბონში,...
ლივერპულმა იწამა
„ლივერპულმა“ „არსენალს“ 2:0 მოუგო და ჯეიმი კარაგერმა იწამა, რომ ამიერიდან მის ყოფილ გუნდს ჩემპიონობა შეუძლია. მართალია, ამ გაზაფხულზე „მეთოფეები“ ჩინებულ ფორმაში არიან, მაგრამ „ლივერპულმა“ დიოგო ჟოტასა და რობერტო ფირმინოს მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, სამი ქულა შეიმატეს. ამ შედეგმა მერსისაიდელები „მანჩესტერ სიტის“ მაქსიმალურად მიუახლოვა, ახლა ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ცხადია,...
პეპი: ასეთი მეტოქე კარიერაში არ მყოლია
დაახლოებით ერთი თვის წინ იურგენ კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ პეპის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკანალში ტკივილივითაა, არ გვასვენებსო… პეპ გვარდიოლამ კი დღეს განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე „ლივერპულია“. მოკლედ, კომპლიმენტები იცვლება. ინგლისის ჩემპიონატში 3 ქულაა სხვაობა. „სიტი“ წინაა და ვნახოთ, როგორი ფინიში გვექნება. გვარდიოლამ სხვაც დაამატა: „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ლივერპულის“ უკანალში ტკივილს...
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ. „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო,...
ჟოტა მხსნელი
„ლივერპული“ აფრიკის თასის გადამკიდე დაბლა დაეშვება და თამაშებს ვერ მოიგებსო… ტყუილი შფოთვა გამოდგა. იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩში გაიმარჯვა, საერთო ჯამში 13:2. ამჯერად „ლესტერს“ 2:0 აჯობა და თან ხარისხიც უმაღლესი იყო – ნაღდი ლივერპულური. ამ პერიოდში, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის არყოფნაში, გაიბრწყინა დიოგო ჟოტამ. პორტუგალიელი აქამდეც ფიგურა იყო, ახლა კი უკვე სხვა დონეზე...
კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა
„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას თავისებურებებზე ისაუბრა. „ გვარდიოლას იდეებს ვერ გაუგებ. მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო. თუ ვინმე პეპის მიბაძვას დაიწყებს, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ინტერპრეტაცია შეუძლებელია. … ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეუძლებელია. … კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია თავისი სტილითა და ხასიათით....
ფირმინო, შენ თავისუფლება დაიმსახურე!
იურგენ კლოპის ცნობილი გამონათქვამები რობერტო ფირმინოზე: „გავა დრო და წიგნს დაწერენ თემაზე, თუ როგორ თამაშობდა ფირმინო ცრუ 9 ნომრად”. „სალაჰი მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; მანე მსოფლიო კლასია, მაგრამ არა ყოველთვის; ფირმინო კი ყოვეელთვის მსოფლიო კლასია”. რაზე გაგვახსენდა? „ლივერპული” ბრაზილიელ რობერტო ფირმინოს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. განვმარტავთ: მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება...
ლევანდოვსკი The Best
FIFA-ს დაჯილდოვება და ისევ რობერტ ლევანდოვსკის ტრიუმფი, როგორც შარშან… „ოქროს ბურთს“ ვერ იგებს, თორემ FIFA The Best მისია. სამეულში იყვნენ ლეო მესი და მოჰამედ სალაჰიც, მაგრამ პოლონელი რჩეულია. 2021 წლის რჩეულების დაჯილდოვება ონლაინ ჩატარდა. მსოფლიო პანდემია ხომ ყველაფერს ურტყამს და ურევს. ზოგადად გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და ქომაგები. უფრო სწორად, ქომაგები საუკეთესო...
როცა სალაჰი არ გწყალობს
„კარაბაოს“ თასის ნახევარფინალში „ლივერპული“ 66 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, თან შინ, მაგრამ „არსენალს“ ვერ მოუგო — 0:0. იურგენ კლოპის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა შეუვალ „მეთოფეებს“, რომელთაც პირველ ტაიმში გრანიტ ჯაკა გაუგდეს პირდაპირი წითლით დიოგო ჟოტას წინააღმდეგ სულელური უხეშობის გამო. ეს ჯაკას მეხუთე გაძევება იყო „მეთოფეების“ მაისურით. მთავარი, რაც ამ შეხვედრის მიმოხილვისას უნდა ვთქვათ არის ის,...









