თომას ტუხელმა „ლივერპულთან“ რომელუ ლუკაკუ არ ათამაშა. მიზეზი: პრესაში ატეხილი ხმაური, რომ „ჩელსიში“ ფეხი ვერ მოიკიდა, კლუბში ვერ უგებენ და ასე შემდეგ. მერე კი ხმაური „სტემფორდ ბრიჯზე“ ატყდა — მატეო კოვაჩიჩმა და კრისტიან პულიშიჩმა 0:2 ჩამორჩენა პირველსავე ტაიმში აღმოფხვრეს. თამაში დრამატული იყო, პრემიერლიგისთვის დამახასიათებელი არითმიით. მაყურებელმა იხილა განიავებული საუცხოო მომენტები და გოლები, ჩამორჩენა და დაწევა,...
ჭდე: იურგენ კლოპი
ლივერპულმა ისევ დაკარგა ქულები
ინგლისში ყველაზე ბუზღუნა მწვრთნელად იურგენ კლოპი მიაჩნიათ. ეს ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანელმა ამჯერად ვერავის ვერაფერი დააბრალა და თუ ბუზღუნია, თავისთვის უნდა იბუზღუნოს: ის რომ „ლივერპულმა“ „ლესტერთან“ (0:1) წააგო არც გადატვირთული კალენდრის ბრალი იყო, არც მისი კოლეგების და არც ათასი სხვა მიზეზის, ჩვეულებრივ მერსისაიდელთა მწვრთნელის ჩივილის საგანი რომ ხდება ხოლმე. „ლივერპულმა“ უბრალოდ ვერ ილივერპულა...
ჰკითხეთ მაგ მსაჯს, რას ერჩის კლოპს?
„ტოტენჰემმა“ და „ლივერპულმა“ ლონდონში ფრედ ითამაშეს — 2:2. მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მსაჯ პოლ ტიერნის როგორც თამაშის დროს, ასევე მისი დამთავრების შემდეგ შეუტია. არბიტრმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მან ყვითელი ბარათი აჩვენა ჰარი კეინსაც, არადა ენდი რობერტსონთან უხეშობის ეპიზოდი შესაძლოა წითელს იმსახურებდა. კლოპი იმანაც გააბრაზა, რომ ტიერნიმ დიოგო ჯოტას წაქცევისთვის „სფურზის“ კარში პენალტი არ დანიშნა....
ნიუკასლი გამდიდრდა, მაგრამ ლივერპული იგებს
„ნიუკასლი“ რომ გამდიდრდა ყველამ იცის. მალე „კაჭკაჭები“ ალბათ კილიან მბაპესა და მსგავს გალაქტიკოებზე დაიწყებენ ნადირობას, მანამდე კი ჯონჯო შელვი და მისი ჯანი. „კაჭკაჭების“ ნახევარმცველმა, რომელიც ადრე „ლივერპულშიც“ თამაშობდა, „ენფილდ როუდზე“ ჩინებული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე… შეცდა და მო სალაჰს შეხვედრის გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცა. დღეს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო პრემიერლიგა ლამისაა გაჩერდეს, შეხვედრის პირველმა...
რანგნიკი — კლოპის აგენტი და ტუხელის მენტორი
რალფ რანგნიკი მანჩესტერში ჩავიდა როგორც მესია, რომელიც კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებს და… საძულველი „ლივერპულისა“ და მისი მწვრთნელის იურგენ კლოპის უპირატესობას გააცამტვერებს. არადა, ძლიერი გუნდი რომ ჰყავთ, მერსისაიდელები თურმე სწორედ მის მადლიერები უნდა იყვნენ. ოცი წლის წინ რანგნიკის ბრძნულმა რჩევამ დააყენა კლოპი სწორ გზაზე, რამაც საბოლოოდ „ენფილდზე“ და ტრიუმფთან მიიყვანა. 2001 წელს, „იუნაიტედის“ ახლანდელი შეფი გერმანიის...
კლოპი ჟურნალისტმა გაკიცხა
„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს ჟურნალისტმა, რომელიც მას ეკამათა, სწორედ ვერ გაუგო. ჩემპიონთა ლიგაში „პორტუსთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, გერმანელს გაახსენეს მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი, „აფრიკის ერთა თასი“ პატარა შეჯიბრებააო. შაბათს კლოპი სანაკრებო წყვეტებზე ლაპარაკობდა და ჩიოდა, რომ მო სალაჰი, ნაბი კეიტა და სადიო მანე მთელი იანვრის განმავლობაში არ ეყოლება. და აი, ოთხშაბათს,...
სერ ალექსი მხოლოდ მეოთხეა
დამსახურებული ინგლისელი მწვრთნელი ნილ უორნოკი 72 წლისაა. ის 41 წლიან კარიერაში სარეკორდო 1603 შეხვედრაში გასძღოლია 18 გუნდს, მათ შორის „მიდლსბროს“, „ქუინზ პარკ რეინჯერსს“, „ლიდს იუნაიტედს“, „შეფილდ იუნაიტედსა“ და „კარდიფ სიტის“. და აი, როდესაც უორნოკს პრემიერლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) ხუთი ყველაზე დიდი მწვრთნელის დასახელება სთხოვეს, მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავკაცისთვის სერ ალექს ფერგიუსონისთვის მხოლოდ მეოთხე ადგილი...
პარტახი ოლდ ტრეფორდზე
ეს იყო ყველაზე შავი დღე ოლე გუნარ სულშერისთვის მას მერე, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი გახდა. მანკუნიანელებმა „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგეს. ამ ისტორიულ მოქიშპესთან „იუნაიტედი“ შინ ასე მწარედ არასდროს დამარცხებულა და კიდევ — რაც პრემიერლიგაა, პირველი ტაიმი 0:4 არ წაუგია. მო სალაჰმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეცვლაზე შესვენებისას შესული პოლ პოგბა 15 წუთში გააძევეს — ფრანგმა პირდაპირ წითელი...
კლოპის აფროხლაფორთი
„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს. სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც...
გიჟური მატჩი და გაქცეული მწვრთნელი
მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში გაიქცა. მას გამარჯვებული კოლეგისთვის, „ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპისთვის არ მოულოცავს. პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა არგენტინელს ასეთი საქციელის განმარტება სთხოვეს. სიმეონემ შორიდან დაიწყო: „ეს იყო რთული შეხვედრა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც თამაში წაუვიდა. იმ შეხვედრებში, რომელთაც იგებს, „ლივერპულს“ ბევრი გოლი გააქვს. ჩვენ კი მატჩი ისე...









