ჭდე: იუვენტუსი

Home იუვენტუსი
როდის გამოტოვა იუვემ ბოლოს ევროსეზონი?
ჩანაწერი

როდის გამოტოვა იუვემ ბოლოს ევროსეზონი?

„იუვენტუსი” შემდეგ სეზონში კონფერენციის ლიგაზე არ ითამაშებს. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა უეფამ ტურინულ კლუბს ფინანსური „ფეარ-ფლეის” დარღვევის გამო. ტურინელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმაც — 10 მილიონი ევრო, რომელიც გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 20 მილიონამდე გაიზრდება. კონფერენციის ლიგაში „ბებერი ქალბატონის” ადგილს „ფიორენტინა” დაიკავებს. თუ „იუვენტუსის” დასჯა გარდაუვალი იყო, მაშინ გამოტანილი ვერდიქტი კლუბისთვისაც უკეთესია და თავად უეფასთვისაც. იყო ლაპარაკი,...

ჯიუნტოლი: ალეგრის ბადალი არ ჰყავს
ჩანაწერი

ჯიუნტოლი: ალეგრის ბადალი არ ჰყავს

„დიდ შედეგებს რომ მიაღწიო, ნიჭი და დისციპლინა გჭირდება. ამ ორი თვისებით კი ის ყველას სჯობია”, — ეს სიტყვები „იუვენტუსის” ახლმა (და „ნაპოლის” ყოფილმა) სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის შესახებ თქვა, შემდეგ კი დასძინა: „გასული სეზონი განსაკუთრებით რთული იყო. ასეთ დროს კი „იუვეს” ამოცანებს თავს მხოლოდ ალეგრის კალიბრის ფიგურა თუ გაართმევდა. მას...

ვლაჰოვიჩს სამი თითის მოჭრით ემუქრებიან
ჩანაწერი

ვლაჰოვიჩს სამი თითის მოჭრით ემუქრებიან

სერბი დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსიდან” „პარი სენ ჟერმენში” გადასვლასთან არის ახლოს. პარიზელები მისი დახმარებით შეტევის გაძლიერებას აპირებენ, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქში „პარტიზანისა” და „ფიორენტინას” ყოფილ ფეხბურთელს ყველა სიხარულით არ ეგებება. პსჟ-ს გულშემატკივართა ერთმა ნაწილმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც გაშლილი აქვთ პლაკატი მუქარის ტექსტით. „თუ პარიზში ჩამოხვალ, სამ თითს მოგაჭრით”, — წერია ბანერზე. ტექსტი პოლიტიკური შინაარსისაა. 23 წლის ვლაჰოვიჩი...

იუვენტუსი სუპერლიგის პროექტს ტოვებს
ჩანაწერი

იუვენტუსი სუპერლიგის პროექტს ტოვებს

ბობოლა ევროპული კლუბების მიერ წამოწყებული სუპერლიგის პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ „იუვენტუსმა” ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო განცხადება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გააკეთა. და აი, გუშინ, 13 ივლისს, ტურინულმა კლუბმა ერთხელაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება უეფასთან დაპირისპირებული პროექტისადმი, რომელშიც მის ამფსონებად ესპანური კლუბები „რეალი” და „ბარსელონა” მოიაზრებოდნენ. ახალ პრეს-რელიზში წერია: „2023 წლის 6 ივნისის პრეს-რელიზში „იუვენტუსმა” გამოაცხადა, რომ...

ჯიუნტოლის უსიამოვნო სტუმრობა
ჩანაწერი

ჯიუნტოლის უსიამოვნო სტუმრობა

ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსიდან” გაუშვეს, ყიდიან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურინულმა კლუბმა 36 წლის ვეტერანთან დაკავშირებით, რომელიც „ბებერ ქალბატონს” 13 წელი ერთგულად ემსახურა. ამ 13 წლის განმავლობაში იყო ერთი წელიწადი, როდესაც ბონუჩი „მილანში” გამოდიოდა. და აი, გამოცდილი მცველი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში აღარ შედის. „იუვეს” ახალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი და მისი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა გუშინ ბონუჩის...

იუვენტუსი დისკვალიფიკაციას დათანხმდა
ჩანაწერი

იუვენტუსი დისკვალიფიკაციას დათანხმდა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ოპტიმალურ დისკვალიფიკაციას“ მიაგნო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა უეფას შეუთანხმდა და მომდევნო სეზონში კონფერენციის ლიგაში მონაწილეობას არ მიიღებს. გეხსომებათ, ტურინელები საკუთარ ქვეყანაში დასაჯეს, 10 ქულა დააკლეს, რის გამოც გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე და რანგით მესამე ევროტურნირის საგზურით დაასრულა. შედეგად, „იუვენტუსის“ გარშემო გამოძიება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომაც დაიწყო და კლუბისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამზადებული...

ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა
ჩანაწერი

ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა

„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი „იუვენტუსში” მივიდა და „ბებერი ქალბატონის” სატელევიზიო არხს პირველი ტურინული ინტერვიუც მისცა. – როგორია თქვენი პირველი განცდა „იუვენტუსის” მენეჯერის რანგში? —  წარმოუდგენელი. ენით აუწერელი. მე ის ბავშვი ვარ, რომელიც პრატოდან მატარებლით 8 საათი ვმგზავრობდი რათა „იუვენტუსის” თამაშს დავსწრებოდი. ამიტომაც აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და წარმოუდგენელი ემოციაა. — ვინ გახსენდებათ დღეს,...

ჯიუნტოლი: ტრანსფერებში ცოტა გაგვიმართლა კიდეც
ჩანაწერი

ჯიუნტოლი: ტრანსფერებში ცოტა გაგვიმართლა კიდეც

კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ნაპოლი” დატოვა. ტოსკანელი მენეჯერი აღარ არის აურელიო დე ლაურენტისის კლუბის თანამშრომელი. მან და „პარტენოპეელებმა” გაწყვიტეს ხელშეკრულება, რომელიც წესით 2024 წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში. ჯიუნტოლიმ უარი თქვა პრემიაზე, რომელიც „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებისთვის ეკუთვნოდა. მას უნდა მიეღო წინა წლებში გამომუშავებული რამდენიმე ბონუსიც. ყველაფერი ერთად დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენდა. — „ნაპოლი” მადლობას უხდის...

დღეს ან როდესმე, სხვა დროს
ჩანაწერი

დღეს ან როდესმე, სხვა დროს

„ნაპოლის” სპორტული დირექტორისთვის კრისტიანო ჯიუნტოლისთვის გადამწყვეტი დღე დგას. ახლა უნდა გადაწყდეს, გადავა ის „იუვენტუსში” თუ არა. „ლა რეპუბლიკამ” პოპულარული მენეჯერის მდგომარეობა გააანალიზა. გაზეთმა დაწერა: „ტურინელებმა ნამდვილი ულტიმატუმი წამოაყენეს. მათთვის ამდენი ლოდინი გაუსაძლისი გახდა. მათ გამოაცხადეს: ჩვენ და ჯიუნტოლი სეზონს ან პირველივე დღიდან ერთად დავიწყებთ ან ჯობს თანამშრომლობა სხვა დროისთვის გადავდოთ. თუ ის 30 ივნისისთვის „ნაპოლისგან”...

დე ლაურენტისი ჟელინსკის გაყიდვას აპირებდა
ჩანაწერი

დე ლაურენტისი ჟელინსკის გაყიდვას აპირებდა

საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი იცვლება. დღეს მენეჯერებს მოთამაშეებზე არანაკლები ფასი ადევთ. ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ ტელეკომპანია „სქაის” გადაცემა Calciomercato-ში „ნაპოლის” დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის შესახებ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ჯიუნტოლის „იუვენტუსში” სურს გადასვლა მაგრამ „ნაპოლისგან” ჯერ ოფიციალურად არ არის გათავისუფლებული. მას უნდოდა 30 ივნისამდე მოეგვარებინა ეს საკითხი, რათა 1 ივლისიდან უკვე ტურინში შესდგომოდა საქმეს, მაგრამ დაბრკოლდა. „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო...