ჭდე: იუვენტუსი

Home იუვენტუსი
ალეგრი: კვარას დარტყმული უხიფათო იყო
ჩანაწერი

ალეგრი: კვარას დარტყმული უხიფათო იყო

„დღეს ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმშივე გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდის პროცესისთვის ასეთი წარუმატებლობის გადატანა ნორმალურია. ისინი ამ გზით უფრო დიდ ბალანსს მიაღწევენ. რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებენ გამოცდილებას, მით უკეთესია. იმავდროულად უნდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. ის ცხრილში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ 11 თამაში...

ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ქომაგს ბოდიშს უხდის
ჩანაწერი

ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ქომაგს ბოდიშს უხდის

„მარადონაზე” „ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ ტურინელთა 24 წლის სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა თავის გულშემატკივარს გაცუდებული საგოლე მომენტებისთვის ბოდიში მოუხადა: „გულწრფელად ვნანობ ყველა შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან გავუშვი. თუ მინდა გავხდე ისეთი ფეხბურთელი, როგორზეც ვოცნებობ, ასეთი შანსები ხელიდან არ უნდა გავუშვა. სხვა, აბა, რა შემიძლია ვთქვა. მე შემეძლო ეს შეხვედრა ჩვენი მოგებით დამემთავრებინა. მთელი გასული...

კვარაცხელია — შეხვედრის სახე
ჩანაწერი

კვარაცხელია — შეხვედრის სახე

„ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ქვემოთ გაგაცნობთ, თუ როგორ შეაფასეს ქართველი გარემარბის თამაში იტალიურმა, მეტწილად ნეაპოლურმა საიტებმა. გარდა ამისა ილუსტრაციის სახით გთავაზობთ ორი საერთაშორისო პორტალის Flashscore-სა Whoscored-ის შეფასებებს. მოგეხსენებათ, ეს პორტალები თავიანთ ქულებს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ calciomercato 7,5 — მთელი მატჩის განმავლობაში ამოუცნობი იყო. ნებისმიერი მოქმედების დროს მეტოქეებისთვის ხიფათს წარმოადგენდა....

ნაპოლიმ იუვეს ადვოკატები შეუსია
ჩანაწერი

ნაპოლიმ იუვეს ადვოკატები შეუსია

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „საფეხბურთო ბიზნესის სამიტზე” „იუვენტუსის” წინააღმდეგ გაილაშქრა. მან თქვა, რომ ტურინელები ფიფას მომავალ, გაფართოებულ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაშვები არ არიან. მეორე დღეს, რადიო Kiss Kiss Napoli-მა გაავრცელა ცნობა, რომ დე ლაურენტისის ვექილებმა საბუთების შეგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ფიფას „იუვე” შეჯიბრების შესაძლო მონაწილეთა სიიდან წააშლევინონ. ზემოთ ნახსენები სამიტი ინგლისურმა გაზეთმა Financial Times-მა...

კიდევ კარგი ზამბო ანგისა გაერკვა
ჩანაწერი

კიდევ კარგი ზამბო ანგისა გაერკვა

იტალიური მედია განსაკუთრებულ ყურადღებას „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ვერ-გამოყენებულ ხელსაყრელ მომენტზე ამახვილებს, როდესაც ქართველი გარემარბი ვიქტორ ოსიმენის პასით მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ შევიდა და ვერ გაიტანა. ამ შეცდომის გამო ბევრმა საიტმა კვარაცხელია „აძურის” ფეხბურთელთა შორის ყველაზე დაბალი ნიშნით შეაფასა: ათბალიანი სისტემით ზოგმა 5, ზოგმა კი 4,5 დაუწერა. ისინი, ვინც გუშინ „პარტენოპეელთა”...

ისინი ნაპოლიშიც თამაშობდნენ და იუვენტუსშიც
ჩანაწერი

ისინი ნაპოლიშიც თამაშობდნენ და იუვენტუსშიც

პარასკევს, 8 დეკემბერს, „იუვენტუსი” „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს მე-15 ტურის მატჩი. „იუვე” 33 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ნაპოლი” 24 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. საჩემპიონო ბრძოლისა და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის აგრეთვე საყურადღებოა იმით, რომ ნეაპოლელებს თავი „ბებერი ქალბატონის” ოდინდელ მოქიშპედ მიაჩნიათ და მათი შეხვედრები პრინციპულობით გამოირჩევა. calciomercato-მ დათვალა, რომ...

ნაპოლი არაფერ შუაში იყო
ჩანაწერი

ნაპოლი არაფერ შუაში იყო

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა” მარკო ბარონის „ვერონას” უმასპინძლა და ანდრეა კამბიასოს მიერ 90+7 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო. გოლიდან ერთ წუთში მსაჯმა ერმანო ფელიჩიანიმ ალეგრის ქცევა ვეღარ აიტანა და „ბებერი ქალბატონის” თავკაცი მოედნიდან გააგდო. მანამდე კი მსაჯებმა მასპინძლებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს — პირველი მე-13 წუთზე მილიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის, ხოლო მეორე 53-ზე ჯარიმის გამო. ამ გამარჯვების...

ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო
ჩანაწერი

ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო

ეს მასიმილიანო ალეგრის პირველი შოუ არ იყო. ალბათ, არც ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ „სან სიროზე” მისი „იუვენტუსი” მასპინძელ „მილანს” 1:0-ს უგებდა და საბოლოოდ მოუგო კიდეც, მან ბოლო წუთებზე მაინც მოაწყო ისტერიკა, წიხლი ურტყა სარეკლამო დაფას, ისროლა წყლის ბოთლები, იყვირა, ჯერ თავისი პიჯაკი დაანაცხ მიწაზე, მერე კი ჰალსტუხი. მიზეზი? მწვრთნელმა როგორც ყოველთვის ჩათვალა, რომ შეხვედრის...

იუვე ისევ შარშია
ჩანაწერი

იუვე ისევ შარშია

ტურინის „იუვენტუსი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში ფეხბურთელების აგენტების მონაწილეობით. იტალიის აგენტების კომისიის სამდივნომ, „ბებერი ქალბატონის“ მიმართ  გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა მთელი რიგი ანგარიშ-ფაქტურები ტრანზაქციებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთ ისეთ აგენტს გადაუხადეს საკომისიო, ვინც ფეხბურთელების ტრანსფერებში არ ერეოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აგენტები ამ სქემაში საიდუმლო შუამავლების სახით მონაწილეობდნენ. დღეს, 26 სექტემბერს, იწურება აგენტებისთვის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაციის...

იუვენტუსის ნაცვლად ფიორენტინა
ჩანაწერი

იუვენტუსის ნაცვლად ფიორენტინა

„ფიორენტინა“ კონფერენციის ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს კლუბის პრესსამსახური. „იისფერებმა“ მონაწილეთა სიაში „იუვენტუსი“ ჩაანაცვლეს, რომელიც მანამდე უეფას გადაწყვეტილებით ევროპული შეჯიბრებიდან მოიხსნეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, 2022 წლის დეკემბერში უეფა-ს მიერ დაწყებული გამოძიების შედეგი გახდათ. კლუბს ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს.