„მარადონაზე” „ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ ტურინელთა 24 წლის სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა თავის გულშემატკივარს გაცუდებული საგოლე მომენტებისთვის ბოდიში მოუხადა:
„გულწრფელად ვნანობ ყველა შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან გავუშვი. თუ მინდა გავხდე ისეთი ფეხბურთელი, როგორზეც ვოცნებობ, ასეთი შანსები ხელიდან არ უნდა გავუშვა. სხვა, აბა, რა შემიძლია ვთქვა.
მე შემეძლო ეს შეხვედრა ჩვენი მოგებით დამემთავრებინა. მთელი გასული კვირის განმავლობაში დაუზარლად ვშრომობდი, ყველა ღონე ვიხმარე მატჩისთვის მზად რომ ვყოფილიყავი, მაგრამ გოლი ვერ შევაგდე.
ყოველთვის, როდესაც ინტუიციას არ ვუჯერებ, საქმე ცუდად მიდის. ერთ ეპიზოდში, მაგალითად მინდოდა ბურთი გამეჩერებინა, მაგრამ მერე დარტყმა ვამჯობინე და ვერ გავიტანე გოლი, რომლის მაგვარიც ათიდან ცხრა შემთხვევაში გამაქვს. მეგონა მეტოქე ვარდნით დაფარავდა ჩემს დარტყმას და ვიფიქრე დავასწრებ, მეთქი.
მინდა დიდი ფორვარდი გავხდე, არადა დღეს სამი თუ ოთხი მომენტი ვერ გამოვიყენე. ჩემი ღრმა რწმენით ამ შეხვედრაში სამი ან ოთხი გოლი უნდა გამეტანა. ახლა მუხლჩაუხრელი შრომა უნდა გავაგრძელო და დღეს დაშვებული შეცდომები შემდეგ შეხვედრაში გამოვასწორო. სამწუხაროდ, მომდევნო ტურში, „ატალანტასთან”, დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვითამაშებ.
დღეს გუნდმა მართლა კარგად ითამაშა. ჩვენ შევასრულეთ ყველაფერი, რაც მწვრთნელმა გვთხოვა, მაგრამ, სამწუხაროდ მე გოლი ვერ გავიტანე. ერთი მაინც რომ შემეგდო, სულს სხვა თამაში იქნებოდა.
მინდა ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. გასახდელში მათ სახეებს ვუყურებდი. ბიჭებმა მართლა ყველაფერი გაიღეს. ვიმეორებ, ჩვენ ძლიერად ვითამაშეთ და მე რომ გამეტანა სულ სხვა შედეგი იქნებოდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
