„ნაპოლის” სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი კონტრაქტის თანახმად „მარადონაზე” კიდევ ერთი წელიწადი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ როგორც ცნობილია ბარგი ჩაალაგა და „იუვენტუსის” გზას ადგას. ამის გამო ნეაპოლის ქუჩებში გულშემატკივრები ათას საინტერესო სატრანსფერო ვარიანტს განიხილავენ — რა ან ვინ უნდა მიიღოს ჯიუნტოლის სანაცვლოდ „ნაპოლიმ” „ბებერი ქალბატონისგან”? ვარიანტებს შორის გახლავთ ფედერიკო კიეზას გადასვლა „აძურიში”. ენრიკო კიეზას ვაჟის თავის გუნდში...
ჭდე: იუვენტუსი
რა კაცია რუდი გარსია?
რა კაცია „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი რუდი გარსია? მისი არტისტული ხასიათი კარგად ჩანს 2014 წელს მომხდარი ინციდენტიდან, რომელიც „იუვენტუსისა” და „რომას” შეხვედრის დროს მოხდა. გარსია მაშინ „რომას” ედგა სათავეში. „ჯალოროსიმ” „ბებერ ქალბატონთან” 2:3 წააგო, მაგრამ ამ საქმეში ტურინელებს მსაჯი ჯანლუკა როკი დაეხმარათ. ეს იყო ლიდერთა შეხვედრა, სადაც ფრანგი მწვრთნელი მოედნიდან იმიტომ გააძევეს, რომ… წარმოსახვით ვიოლინოზე დაუკრა....
იუვე ვესტ ჰემს ულოცავს
„ფიორენტინამ” კონფერენციის ლიგა ვერ მოიგო — ფინალში „ვესტ ჰემმა” 2:1 აჯობა. მომდევნო სეზონში სერია A-დან ამ შეჯიბრებაში „იუვენტუსი” მიიღებს მონაწილეობას. ტურინელებმა ახლახან დამთავრებულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი მოიპოვეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსურ დარღვევათა გამო 10 ქულა დააკლეს. სასჯელი რომ არა, „ბებერ ქალბატონს” მესამე ადგილზე გასული „ინტერის” ტოლად 72 ქულა ექნებოდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევით,...
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა....
იუვენტუსი ლიგის გარეთ დარჩა…
იტალიის ფედერალურმა სასამართლომ ტურინის „იუვენტუსს“ ათი ქულა ჩამოაკლო. სასამართლომ კაპიტალის მოგების გაზრდის მიზნით ფინანსური მაქინაციებისთვის დამნაშავედ სცნო ასევე კლუბის მენეჯმენტიც. სასამართლო სხდომა 22 მაისს რომში გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე ჩინე ტურინელებისთვის 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებით „იუვეს“ 10 ქულა დააკლდა და სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თეორიულად, „იუვენტუსს“...
ბონუჩი 2024-მდე
„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ გამოაცხადა, რომ 2024 წელს კარიერას დაასრულებს. „როცა გაისად თამაშს შევწყვეტ, ვფიქრობ, იტალიის დაცვითი თამაშის ერა დასრულდება. სიამაყის მიზეზი გვაქვს. ბევრი მცველებისთვის ჩვენ (ბონუჩი, ბაძალი, კიელინი) კერპები ვართ. როგორც ჩვენთვის იყვნენ ბარეზი, მალდინი, ნესტა და კანავარო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ბევრი დავუტოვეთ ფეხბურთს.“ – თქვა ლეონარდომ. ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010...
ადანი: ინძაგი ალეგრისთან შედარებით კრუიფია
დანიელე ადანი ყოფილი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის განმავლობაში ითამაშა „ბრეშაში”, „ფიორენტინაში”, „ინტერსა” და სხვა კლუბებში, „სკაუადრა აძურაში” 5 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ინგლისის ნაკრებთან. კარიერის დასრულების შემდეგ ადანიმ ქვედა დონეებზე სცადა მწვრთნელობა, შემდეგ კი ტელეკომენტატორის საქმეს მიაგნო და დღემდე ეკრანზეა. ვეტერანი მცველი თამამ გამოთქმებს არ ერიდება. ასე მაგალითად, მან ლეო მესი ქრისტეს შეადარა, თქვა, რომ...
იუვე და ლანდუჩი დასაჯეს
„იუვენტუსსა” და მის წარმომადგენლებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ. სპორტულმა მოსამართლემ გაავრცელა განცხადება, რომელიც სერია A-ს 31-ე ტურს ეხება. ის მოიცავს აგრეთვე ტურინის „ალიანც სთედიუმზე” „იუვენტუსსა” და „ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ბოლოსკენ დაიძაბა, ხოლო დასრულების შემდეგ რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი მოჰყვა. ტურინული კლუბი 15 000 ევროთი დასაჯეს. მიზეზი: გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მსაჯს და ნეაპოლელ ქომაგებს ერთხმად აგინეს. ისინი...
როგორც იქნა მოიგეთ
„ყოჩაღ, თქვენ სკუდეტოს მოგება მოახერხეთ”, — ეს სიტყვები, „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის. ასე, ირონიულად მიმართა იტალიის ექვსგზის ჩემპიონმა მწვრთნელმა („მილანი”, „იუვენტუსი”) 23 აპრილს, „ალიანც სთედიუმზე”, „ნაპოლის” სათადარიგოთა სკამს. შეხვედრა იყო დაძაბული, დრამატული. გაიმარჯვეს სტუმრებმა 1:0. ამ მოგებით „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა სერია A-ს ჩემპიონის წოდება, „შავ-თეთრების” ბანაკს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ უსამართლოდ გაიმარჯვა. ალეგრის...
კვარა სკატენატო!
ტურინში გამარჯვების შემდეგ (1:0), „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა იტალიის ჩემპიონობა და შესაძლოა ტიტული ოფიციალურად მომდევნო ტურშიც კი გაიფორმოს. ამისათვის საჭიროა „სალერნიტანას” მოუგოს, „ინტერი” კი „სან სიროზე” „ლაციოსთან” არ დამარცხდეს. გამარჯვებული პარტენოპეელები გვიან ღამით მშობლიური ქალაქის აეროპორტ კაპოდიკინოში დაბრუნდნენ, სადაც უამრავი გულშემატკივარი დახვდათ. ქვემოთ გთავაზობთ კადრებს, სადაც ტიფოზები და კვარა დიდ გამარჯვებას ზეიომობენ. „კვარა სკატენატო” ანუ კვარა,...









