ჭდე: ვლადიმირ ვაისი

Home ვლადიმირ ვაისი
დღეს. 20.00. საქართველო ტალინში იწყებს
ჩანაწერი

დღეს. 20.00. საქართველო ტალინში იწყებს

ესტონეთი-საქართველო. კიდევ ერთხელ, ჯამში მეშვიდედ. აქამდე ისე ხდებოდა, რომ ყველა დაპირისპირება ამხანაგური იყო, 5 სექტემბერს კი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. შეხვედრა ტალინის „ლე კოქ არენაზე“ შედგება, უკვე ოფიციალურის სტატუსით… უცნაურია: ექვსივე წინა მატჩში საქართველო სხვადასხვა მწვრთნელით იყო. ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი/რევაზ ძოძუაშვილი, პეტარ სეგრტი, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, ვლადიმირ ვაისი. აქედან გუცაევის, ქეცბაიასა და...

კობახიძე დვალის ნაცვლად
ჩანაწერი

კობახიძე დვალის ნაცვლად

მოახლოვებული ერთა ლიგის მატჩების წინ ვლადიმირ ვაისს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ მცველს, მამუკა კობახიძე უხმო. ეს გადაწყვეტილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ფერენცვაროშის“ მცველი ლაშა დვალი დაშავდა და სექტემბრის შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. კობახიძე ბათუმის „დინამოში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 28 წლის მცველი შარშან...

იგივე, ოღონდ ნულებით…
ჩანაწერი

იგივე, ოღონდ ნულებით…

ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ. როგორც იტყვიან, ნავსი ვერ გავტეხეთ. მაგრამ არც დავმარცხდით. ეს ირლადიის ნაკრებთან „ჯვაროსნების“ მე-11 შეხვედრა გახლდათ, აქედან 9 წავაგეთ, ეს კი მეორე ფრე იყო. პრესტიჟის მატჩი გახლდათ. ჩვენებს ცუდად არ უთამაშიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს. მოინდომეს, იბრძოლეს, ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ. ქართველებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ...

რა უნდა ვიცოდეთ კორეაზე დანიის წინ
ჩანაწერი

რა უნდა ვიცოდეთ კორეაზე დანიის წინ

ვიდრე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშს განაახლებდეს, საქართველოს ნაკრები სტამბოლში, ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება. მატჩი ბასაქშეჰირის სტადიონზე შედგება. კორეა გამოცდილ მეტოქა, რომელსაც მსოფლიოს ბოლო ცხრა ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, 2004 წელს კი მეოთხე ადგილამდეც მივიდა. სამხრეთ კორეა აზიის თასის ორგზის ჩემპიონია, მათ ტურნირის საწყისი გათამაშებები მოიგეს (1956, 1960). რუსულ მონდიალზე კორეას ჯგუფური ეტაპის ბარიერი არ დაუძლევია,...

ფეხბურთის კაცი!
ჩანაწერი

ფეხბურთის კაცი!

თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34...

ვაისის ახალი აისი
ჩანაწერი

ვაისის ახალი აისი

ის, რაზეც აქამდე მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საუბრობდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა. პრესკონფერენციაზე სლოვაკმა მწვრთნელმა თქვა, რომ… – დიახ, გადავწყვიტე, საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წელიწადი ვიმუშავებ, რის შემდეგაც, ვიმედოვნებ, ჩემი საქმიანობა წარმატებულად შეფასდება. შეგახსენებთ, სლოვაკი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მის ხელში ეროვნულმა გუნდმა მოიგო 3 შეხვედრა (სამივე...