ხვალ პოლონურ ქალაქ ტიხიში, კატოვიცედან 20 კილომეტრში რომ მდებარეობს, საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთისას დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის ეგიდით იმართება და ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართველთა და სომეხთა საფეხბურთო ბატალიებში გახარჯულ ემოციას რომელი ტურნირის ფორმატი და სამი ქულა დაიტევს? ყველაფერს თავი დავანებოთ და „დინამოზე“ მამაჩემმა პირველად 1978 წელს სწორედ ერევნის...
ჭდე: ვლადიმერ ვაისი
გოლმა საქართველოს უარი უთხრა
ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა მოსაგები თამაში… ცუდი იყო შედეგი, რამაც ჩვენს გუნდს ჯგუფის მოგების შანსი შეუმცირა; ცუდი იყო „დინამო არენა“, რომელმაც საათნახევრიან წვიმას ვერ გაუძლო; ცუდი იყო ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილება, რომელმაც ესტონეთის შემდეგ მაკედონიასთან სასტარტოში ვერცერთი შეცვლა ვერ გამოიცნო. სამივე ფეხბურთელი აშკარად ამოვარდნილი ჩანდა გუნდიდან. კარგი იყო ჯაბა კანკავა – ნაკრების ყველაზე უფროსი ფეხბურთელი ყველაზე...
კარგი იყო…
ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნიკა კაჭარავას გოლით ტალინში, ესტონეთი დაამარცხა. საგოლე პასი კი მატჩის ერთერთმა საუკეთესომ და ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. მატჩის შემდეგ თამაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეს თქვა. “ბედნიერი ვარ, რადგან ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა...
ბატონო ვაის, თქვენი ყისმათი, ჩვენი ნიჭი…
ბედი მომეციო და… არავინ თქვას, რომ სპორტში მხოლოდ ოსტატობა და მომზადება იმარჯვებს. იღბალი, ანუ ჩვენებურად ყისმათიც უდიდეს როლს თამაშობს და ხშირად ერთწამიან გამართლებას (ან პირიქით) ისტორიის გადაწერა შეუძლია. მარტივი მაგალითი? რობი რენსენბრინკი დიდებული იყო და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო წუთზე ის ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა, კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა ჰოლანდიაში საუკუნის...
იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია
საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება. ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა...
მეზობლები … ჰაიტი, ისრაელი, საქართველო, ლიბანი, კონგო
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 90–ე ადგილზეა. ბოლო თვეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან 0:0 ითამაშა, გიბრალტარს კი 3:2 მოუგო. ერთი საფეხურით წინ წაიწია: სექტემბერში 91–ე იყო… უშუალოდ ევროპაში კი საქართველო 39–ე პოზიციაზეა და 16 ნაკრებს უსწრებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს. 1 (1) ბელგია – 1755 2 (2) საფრანგეთი – 1726 3 (3) ბრაზილია – 1715...
ცხრა ლახვრის შემდეგ…
ბავშვობაში, როცა თბილისის „დინამო“ საბჭოეთის სახელით თამაშობდა, უფროს გულშემატკივრებს უხაროდათ ბრიტანული გუნდი თუ შეგვხვდებოდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ჩრდილოელებთან თამაში კარგად გამოგვდიოდა. მართლაც, არა მხოლოდ აზრი, ეს იყო ფაქტიც: გამონაკლისი მხოლოდ „ტოტენჰემი“, თორემ სხვა ვინ დაუდგა გვერდში? „კარდიფ სიტიზე“ და „უოტერფორდზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, „ვესტ ჰემი“ და მრისხანე „ლივერპულიც“ კი გაანადგურეს ოქროს ბიჭებმა. მართალია, ირლანდია ბრიტანეთი...
წაუკითხეთ ვაისს!
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სარბიელს“ ცოტა გაუნაწყენდა. არადა, სხვა კი არაფერი გვითქვამს – იქნებ არ განვადიდოთ ყველა მეტოქე და ბიჭებში ნურც არასრულფასოვნების კომპლექსს გავაღვივებთო. ამის პასუხი სულ ბოლოს იყოს და იქამდე ერთ პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბატონ ვლადიმირსაც უთარგმნიან: ჟოელ მატიპი თავჩაქინდრული იჯდა „შალკეს“ 19-წლამდელთა ავტობუსში და...
ვაისმა ბიჭები სტამბოლში დაიბარა
ახალგახურებული საკლუბო სეზონი ორი კვირით დაგვემშვიდობა და ჯერი კვლავ სანაკრებო მატჩებზე მიდგა. საერთაშორისო ციებცხელებაში კი საქართველოს ეროვნული გუნდიც ჩაერთო. ჩვენები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავენ: 5-ში ამხანაგურს, სტამბოლში, სამხრეთ კორესთან და 8-ში, ევრო-შესარჩევს, თბილისში დანიასთან. ვლადიმერ ვაისის შეგიდებმა შეკრება სტამბულში დაიწყეს, სადაც ათათურქის სახელობის სტადიონზე უკვე ივარჯიშეს კიდეც, თუმც ოდენ 14 ფეხბურთლით. სულ კი მწვრთნელმა კორეა-დანიისთვის...
არ აპატიეს და მორჩა!
გაისად ბელორუსის ნაკრებს უნდა დავეჭიდოთ ერთა ლიგის ფლეი ოფში. ჰოდა, ეს ჩვენი მეტოქე ახლა უმთავარმწვრთნელოდ დარჩა. რას ერჩოდნენ იგორ კრიუშენკოს? კაცმა მოსაგები მოიგო, წასაგები წააგო და გუნდი ერთა ლიგის ფლეი ოფამდეც კი მიიყვანა. როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, თორემ ეგ რომ ვინმე სლოვენიელი ყოფილიყო, ზედმეტს ვინ აკადრებდა?! არა, პრესკონფერენცია დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით...









