იცით, რაშია საქმე? ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს. ამას რატომ ვამბობ? საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული მოვლენა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო ამბავია. ნაკრების ახალმა უფროსობამ ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, რაც...
ჭდე: ვლადიმერ გუცაევი
მან იცოდა ფეხბურთი
1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის ფეხბურთს და ამ დროს შეკითხვა: — ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა....
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო...


