ჭდე: ვიტო კოლელიშვილი

Home ვიტო კოლელიშვილი
ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
ჩანაწერი

ბოლო აკორდი – კუნძულელებთან

შაბათს, 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების დასკვნითი მატჩი საქართველოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ვიტო კოლელიშვილის ბიჭების მეტოქე მე-11 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება. ამ გუნდების გზები მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ გადაკვეთილა – 2019 და 2024 წლებში. ორივე მატჩი მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალს წარმოადგენდა და ორივე ჯერზე გამარჯვება უმცროს ბორჯღალოსნებს დარჩათ,...

იტალიური კოშმარი ქუთაისში
ჩანაწერი

იტალიური კოშმარი ქუთაისში

ორშაბათი მძიმე დღეაო, 13 – თარსი რიცხვიაო, სიცხეო, მსაჯობაო, ისაო, ესაო – თავის სამართლებლად უამრავი თემის შერჩევა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, მეტოქესაც ხომ ეხებოდა? ჰოდა, მივიღეთ გამანადგურებელი 19:43 იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელთანაც უმცროს ბორჯღალოსნებს ქუთაისურ მატჩამდე არასდროს წაეგოთ… თამაშის დაწყება და იტალიური ლელოს დაფიქსირება თითქმის ერთი იყო, მერე კიდევ ერთი დაგვიდეს, მერე –...

ურუგვაისთან მოგების მოლოდინით
ჩანაწერი

ურუგვაისთან მოგების მოლოდინით

7 ივლისს, საღამოს 20:30-ზე თბილისის „ავჭალაზე“ დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს იქნება საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა. საქართველოს და ურუგვაის დღევანდელი ახალგაზრდული რაგბი დონეებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ურუგვაელები 2009 წლის დებიუტის შემდეგ, აღნიშნულ ტურნირში მეორედ მონაწილეობენ, ქართველები კი 2016 წლის შემდეგ 20-წლამდელთა ელიტის...

ორი ბონუსი უელსთან
ჩანაწერი

ორი ბონუსი უელსთან

ვიქტორ კოლელიშვილისა და საქართველოს 2026 წლის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური დებიუტი უიღბლო გამოვიდა. თბილისის გადავსებულ „ავჭალაზე“ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში უელსის U20-თან მინიმალური სხვაობით – 24:25 დათმეს და სამომავლო პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიუარესეს. თამაშის სტარტზე „პატარა დრაკონებმა“ მწყობრად და ეფექტიანად შემოგვიტიეს. მათი პირველი იერიში მრავალფაზიანი იყო და ბურთის ჩვენი კარის ძელებს შორის დამიწებით...

მესამე ცდა დრაკონებთან
ჩანაწერი

მესამე ცდა დრაკონებთან

შაბათს, 27 ივნისს, 18 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩაებმება მსოფლიო რაგბის 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ამიერიდან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემიონატს სწორედ ასე ეწოდება ოფიციალურად. ამ მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში ოფიციალური დებიუტი ვეტერან ბორჯღალოსან ვიქტორ კოლელიშვილს ექნება. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ახალგაზრდებმა ნაყოფიერი მოსამზადებელი პროცესი გაიარეს, რამდენიმე სატესტო მატჩიც გამართეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ...

ვიწყებთ უელსით
ჩანაწერი

ვიწყებთ უელსით

27 ივნისს თბილისსა და ქუთაისში 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის მე-8 იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალგაზრდები 2016 წელს მსოფლიო 20-წლამდელთა ელიტას შეუერთდნენ. ეს კი არა, 2023 წელს, პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამართულ ჩემპიონატზე, ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა ქართველმა 20-წლამდელებმა ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულეს და ჯერჯერობით ესაა მათი უმაღლესი...