ჭდე: ვინჩენცო იტალიანო

Home ვინჩენცო იტალიანო
ბრძოლა სკამისთვის…
ჩანაწერი

ბრძოლა სკამისთვის…

ნეაპოლის მთავარი გაზეთი „ილ მატინო“ ანუ „დილა“ „ნაპოლის“ ახალის მწვრთნელის თემას პირველ გვერდზე ეხმაურება. მისი ჰედლაინია: „ბრძოლა სკამისთვის: ფავორიტი იტალიანოა“. გაზეთის ცნობით ამ ეტაპზე „აძურის“ ხელმძღვანელობისთვის ანტონიო კონტეს შესაძლო შემცვლელთა სიაში პირველ ადგილზე ვინჩენცო იტალიანო წერია. ბოლო 24 საათში „ბოლონიას“ თავკაცთან სავარაუდოდ რამდენიმე ზარი განხორციელდა. რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, ის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. „ილ მატინო“...

ეს დათარსული იტალიანო
ჩანაწერი

ეს დათარსული იტალიანო

ვინჩენცო იტალიანომ ისევ წააგო. ის, რაც წუხელ ათენში ევროპის ლიგის ფინალში მოხდა ამ მწვრთნელისთვის ორ წელიწადში მესამე მარცხი იყო გადამწყვეტ შეხვედრაში. გავიხსენოთ: 2023 წელს იტალიის თაზე „ინტერთან”, იმავე წელს კონფერენციის ლიგაში „ვესტ ჰემთან” და აი, 2024-ში „ოლიმპიაკოსთან”. „ოლიმპიაკოსი” გახდა პირველი ბერძნული კლუბი, რომელმაც ევროპული თასი მოიგო. არადა, „ფიორენტინა” აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. შარშან, „ვესტ ჰემთან” შეხვედრის...

პროფესორი ირწმუნება, რომ ნაპოლის შემდეგი მწვრთნელი იტალიანოა
ჩანაწერი

პროფესორი ირწმუნება, რომ ნაპოლის შემდეგი მწვრთნელი იტალიანოა

ნეაპოლური პრესა „ფიორენტინას” თავკაცის ვინჩენცო იტალიანოს შესახებ წერს. აურელიო დე ლაურენტისი აღტაცებულია 45 წლის სპეციალისტით. სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში „იებმა” იტალიანოს ხელმძღვანელობით ნეაპოლში 3:1 გაიმარჯვეს. შედეგზე არანაკლებ ეფექტური გახლდათ თამაშის ხარისხი, რომელიც „ფიორენტინამ” აჩვენა. იტალიანომ რუდი გარსიას პირწმინდად აჯობა. „მარადონას” ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა თამაშის დამთავრების შემდეგ იტალიის ჩემპიონს ობსტრუქცია მოუწყო. სავარაუდოდ, სტვენა ძირითადად გარსიას...

ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით
ჩანაწერი

ვესტ ჰემის ტრიუმფი — ინგლისი რვა გუნდით

პრაღის „ფორტუნა არენაზე”, კონფერენციის ლიგის ფინალში, „ვესტ ჰემმა” „ფიორენტინას” 2:1 მოუგო. სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამივე ევროთასის ფინალში ჰყავდა წარმომადგენელი, მაგრამ ორი ჯილდო უკვე დაკარგა: ევროლიგის ფინალში „რომა” პენალტებით დამარცხდა „სევილიასთან”, ხოლო ფლორენციელებმა 90-ე წუთზე გაუშვეს საბედისწერო გოლი. ლონდონელთა გამარჯვების დარტყმა ჯეროდ ბოუენმა შეასრულა. ამ შეხვედრაში, VAR-ს მიერ დანიშნული პენალტით ანგარიში მოჰამედ საიდ ბენრამამ 62-ე...

ლუის ენრიკეს ნაპოლის არ სჯერა
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს ნაპოლის არ სჯერა

ვინ იქნება „ნაპოლის” მომდევნო მწვრთნელი? იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ „პარტენოპეელთა” კლუბში შექმნილ ვითარებაზე ეთერში ილაპარაკა. მან თქვა: „ნეაპოლელებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალ სეზონში მათი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნებოდა. აურელიო დე ლაურენტისის მთავარი სამიზნე სწორედ ის იყო, მაგრამ ესპანელმა უარი თქვა. ამის მიზეზი იმდენად სხვა კლუბების ზეწოლა და კონკურენცია...

ნაპოლიმ ლუის ენრიკე შეაშინა
ჩანაწერი

ნაპოლიმ ლუის ენრიკე შეაშინა

areanapoli-ს ინფორმაციით, „ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, 53 წლის ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა. პორტალი ეყრდნობა სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორმაციას, რომელმაც თავის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. მეორე მხრივ, იმავე ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლუის ენრიკე ყოყმანობს და ამ ყოყმანის მიზეზი არც ხელფასია და...

დე ლაურენტისის სია
ჩანაწერი

დე ლაურენტისის სია

„ნაპოლის” გულშემატკივრები დღითიდღე რწმუნდებიან, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს ტოვებს. ამ თემას „ლა რეპუბლიკაც” გამოეხმაურა. გაზეთმა დაწერა, რომ „პარტენოპეელთა” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელთა სია შეადგინა, რომელშიც საბოლოოდ ხუთი კანდიდატი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკეც ყოფილა. რომაულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა დაწერა: „დე ლაურენტისის სიაში უცხოელი მწვრთნელებიც შედიან. აქ, იულიან ნაგელსმანის გარდა ყურადღებას...

დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს
ჩანაწერი

დე ლაურენტისი შემცვლელებზე ფიქრობს

ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლი”… თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერი ისმის. მეტიც, ბოლო ინფორმაცია უფრო გზათა გაყრის მომასწავებელია. „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და მწვრთნელის ბიზნეს-სადილზე სპალეტიმ დრო ითხოვა. უფრო სწორად მან დრო მოიგო, რადგან ხელშეკრულების ცალმხრივად, ერთი წლით, კლუბის სურვილისამებრ გაგრძელება არ უნდოდა. ამბობენ, რომ ტოსკანელს არც ის მოეწონა, რომ...