ნეაპოლური პრესა „ფიორენტინას” თავკაცის ვინჩენცო იტალიანოს შესახებ წერს. აურელიო დე ლაურენტისი აღტაცებულია 45 წლის სპეციალისტით. სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში „იებმა” იტალიანოს ხელმძღვანელობით ნეაპოლში 3:1 გაიმარჯვეს. შედეგზე არანაკლებ ეფექტური გახლდათ თამაშის ხარისხი, რომელიც „ფიორენტინამ” აჩვენა. იტალიანომ რუდი გარსიას პირწმინდად აჯობა. „მარადონას” ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა თამაშის დამთავრების შემდეგ იტალიის ჩემპიონს ობსტრუქცია მოუწყო. სავარაუდოდ, სტვენა ძირითადად გარსიას ეკუთვნოდა.
და აი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერიკო მეორის უნივერსიტეტის რობოტექნიკის პროფესორმა ბრუნო სიჩილიანომ „კამპანია სპორტის” პროგრამა „კანალ 21″-ს უთხრა, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიანოს უკვე შეუთანხმდა.
ცნობილმა ინჟინერმა თქვა: „ვიცი, რომ დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს დაყოლიება სცადა, მაგრამ უარი მიიღო. რამდენადაც ვიცი მას მერე ის ვინჩენცო იტალიანოს გაურიგდა. „ფიორენტინას” თავკაცი მომდევნო სეზონში „ნაპოლის” მწვრთნელი გახდება. მე ამის შესახებ „იების” სპონსორისგან შევიტყვე. წყარო სანდოა, რადგან კლუბთან არის დაახლოებული. ის ჩემი მეგობარია. მისგან ვიცი, რომ „ფიორენტინას” მეპატრონემ როკო კომისომ იტალიანოს უკვე მისცა თანხმობა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
