„რეალი” ლა ლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „თეთრების” წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა 20 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” უკვე მეორე სეზონი ჩაამთავრა. ნათამაშებ წუთებს თუ დავაჯამებთ, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში „რეალის” მეთორმეტე ფეხბურთელია. მან მოედანზე 1264 წუთი დაჰყო. მართალია, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს გოლები...
ჭდე: ვინისიუსი
ბარსელონაში კვლავ მსაჯობაზე ლაპარაკობენ
ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0. შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას”...
სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა
საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი – 94 მილიონი. მესამეზე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი როდრიგოა – 82 მილიონი, მეოთხეზე...
როდრიგო, როდრიგო, როდრიგო
ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...
ბრაზილიამ წააგო
ვინისიუსმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ნეიტრალურ მოედანზე, ლოს ანჯელესში, პერუსთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ლუის აბრამის თავურით პერუელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. თამაშის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა. ამრიგად, ბრაზილიის ნაკრების 17 მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი დაესვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს ნეიმარმა, დანი ალვეშმა, არტურმა და ტიაგო სილვამ. მიზეზი: ტიტეს სხვა ფეხბურთელების...




